რატომ არ არის ღმერთი დიადი?

14125082_10207350115654739_8452304363531624890_o

ნიუ-იორკის ნებისმიერ წიგნის მაღაზიაში ბესტსელერების თაროზე ყვითელყდიანი წიგნი დევს, რომელიც “ახალი ათეიზმის” პერიოდში, როგორც უყვართ ხოლმე დარქმევა, ქრისტოფერ ჰიტჩენსმა დაწერა, როგორც მანიფესტი იმის საჩვენებლად, რომ რელიგია წამლავს ყველაფერს (“How religion poisons everything” ქართულად რომ საოცრად ჯღერს ჩემი ბრალი არაა). ამ წიგნს ვინმე, ჩემსავით არაადეკვატური მკითხველი ბოლოს წინა გვერდებზე თუ გადაფურცლავს და არა წიგნის პირველ ან ბოლო გვერდზე, სადაც რივიუებიდან ამონარიდები წერია, პირველივე წინადადების წაკითხვაზე გაეცინება. If god exists, why was this book a #1 bestseller and National Book Award nominee? მოკლედ, ამ კაცის იუმორი არ მოგკლდებოდეთ. საწყენია, რომ ეს კაციც აღარაა ცოცხალი, იმ რამდენიმე ადამიანთან ერთად, რომელსაც ოდნავ “გავიცნობ” თუ არა, დავსერჩავ და აღმოვაჩენ ხოლმე, რომ სულ რაღაც რამდენიმე წლით ავცდი, მაგრამ პარალელურ სამყაროში რომ ვმეგობრობთ ან უფრო მეტი, ეს თავის დამშვიდება აქაც შველის.
წიგნის შესახებ რივიუები, მანიფესტის ამბიცია და ქრისტოფერ ჰიტჩენსის “ბეგრაუნდი” ერთდროულად იმდენად ბევრია, რომ პირველი რამდენიმე გვერდი რა სიტყვაც არ მესმოდა ლექსიკონში ვნახულობდი, რაც, რა თქმა უნდა, მალევე დავიკიდე, მაგრამ მოლოდინები გამართლდა, მით უმეტეს, როდესაც “four horsemen”-ის სამყარო შენთვის ჯერ ახალია.

hitchens1
ჰიტჩენსი ჟურნალისტი იყო, რომელმაც ერთხელ სადღაც მოჰყვა, რომ ეს პროფესია სპეციალიზაციის საჭიროების არარსებობის გამო აირჩია. Good point, ქრისთ :დ ეს ალბათ ყველას გაგვიხარდება, ვისაც ერთდროულად ბევრი რამ აინტერესებს და ამის გამო ან დაბნეულია, ან სასოწარკვეთილი ან ეშინია, რომ ესე ცხოვრებით ბაზრის “მოთხოვნებს” ვერ უპასუხებს, ან სამივე ერთად. მოკლედ, ამ საუბარში უმბერტო ეკოც გამოტყდა, რომ მისი მიზანი ერუდიტობა (“polymath”) იყო, ერთდროულად ყველაფრის და არაფრის მცოდნეობა, როგორც ეს იგივე საუბარში სონტაგმა აღწერა :დ
მთელი წიგნი ამ ჟურნალისტური ხელწერისა და იუმორის ნაზავია. გუდრიდზე რივიუებს ვკითხულობდი და ბევრს ეწერა, რომ ისტორიული ფაქტებით გატენილი წიგნია, რაც მოსაბეზრებელს ხდის. ამ მხრივ “god it not great” ნამდვილად ინფორმაციულია, მაგრამ ბუნების პეიზაჟებისგან გამოწვეულ მოწყენილობას ნამდვილად ვერ შევადარებ, პირიქით, უახლესი პერიოდის მნიშვნელოვანი პოლიტიკური თუ სოციალური მოვლენების დაშლა და აწყობა საინტერესოდ მომეჩვენა, ყოველ შემთხვევაში ყველაფრის სხვა პერსპექტივიდან დანახვის შესაძლებლობას იძლევა.

sermonwordle131013
რაც შეეხება რელიგიასთან ქრისტოფერ ჰიტჩენსის დამოკიდებულებასა და ღმერთის კითხვას “ჩემი გჯერა?”, არა არ სჯერა, რადგან მისი და მისი თანამოაზრეების პრინციპი არ არის “რწმენა”. აქვე ჩემი აზრიც რომ ჩავაკვეხო, ხშირად ისმება ხოლმე კითხვა, რატომ არ გჯერა ღმერთის? ეს კითხვა არის ალბათ იმაზე უაზრობა და აბსურდი, ვიდრე “რას შვები, რავი შენ, რავი, სხვა? რავი” ამ დონის საუბარი. ღმერთის დაჯერებას “დამტკიცება” და ემპირიული ცოდნა არ სჭირდება. შეგიძლია გჯეროდეს რელიგიური ღმერთის, სპაიდერ-მენის, სპაგეტის მონსტრის და ერთი მტკიცებულებაც არ გქონდეს მათი არსებობის, ამითი შენი რწმენა არ კნინდება, რადგან შენ ამოდიხარ პრინციპიდან, რომელსაც ჰქვია “რწმენა”. ადამიანი, რომელსაც არ სწამს, არაა ვალდებული რაიმეს “არარსებობა” ამტკიცოს. აქვე არის კიდევ ერთი კატეგორია, რომელსაც არ ჰყოფნის ირაციონალური რწმენა და ამბობს, რომ იცის. ამ შემთხვევაში “მტკიცების ტვირთი”, რომ არამარტო გჯერა, არამედ რაღაც დონეზე იცი კიდეც, შენ მხარეზეა. ადრე ტარკოვსკიზე რაღაც სტატიას ვკითხულობდი, სადაც ტარკოვსკი წერდა, რომ რწმენა არის ისეთი აქტი, რომელიც არის არა ირაციონალური, არამედ ანტი-რაციონალური. თუკი ადამიანს სჯერა რაღაცის, რადგან აქვს რაციონალური მიზეზი და იცის, რომ არსებობს ანუ აქვს ცოდნა, მაშინ ეს არის არა რწმენა, არამედ ლოგიკა.
კიდევ ერთი საინტერესო მომენტი, რაც ჩვენთან ძალიან აქტუალურია, არის ათეიზმისა და ეთიკის საკითხი. “აგი ურჯულო ყოფილა, რა უნდა ელაპარაკო” ან ამონარიდი “დასტაევსკის” რომანიდან, რომლის მიხედვითაც თუკი ღმერთი არ არსებობს, მაშინ ყველაფერი ნებადართულია? არა, რა თქმა უნდა, არ არის. ადამიანის ეთიკურ და მორალური სისტემის ჩამოყალიბებაზე რელიგიას მონოპოლია არ აქვს აღებული. ისევ ჰიტჩენსს რომ დავესესხოთ, “სერიოზული ეთიკური დილემები შესაძლოა უკეთ იქნეს გადაჭრილი შექსპირის, ტოლსტოისა და შილერის მიერ, ვიდრე ბიბლიაზე დაყრდნობით”, სადაც მამა შვილს მსხვერპლად სწირავს და ა.შ ადამიანის მორალის წყარო შეიძლება იყოს მათი რელიგია, კულტურა, იდეოლოგია და ათასი ჯანდაბა. რელიგიურობა ა პრიორი არ ნიშნავს “უკეთეს ადამიანობას” და არც “უარეს ადამიანობას”, აქ ალბათ გამონაკლისია ის შემთხვევა, როცა ადამიანის ეთიკური სისტემის წყაროს მხოლოდ რელიგია წარმოადგენს და ფუნდამენტალისტ ადამიანზე მისი რელიგ გამომდინარე უკვე შეგიძლია მსჯელობა.

539537-christopher-hitchens
რელიგია, როგორც ოპიუმი. აქაც ჰიტჩენსს ახალი არაფერი უთქვამს, რადგან რელიგიის, როგორც “ტკივილგამაყუჩებლის” როლი წესით არ უნდა იყოს უცხო, არც რელიგიურ წრეებში. ტრაგედიის არაღიარება, “ანუ ესე იყო საჭირო და უკეთესი”, იგივე “wish-thinking” ეფექტი, თავის დაცვის მექანიზმებია, რომლებსაც რელიგია ასაზრდოებს და ცუდად ყოფნისგან გვიცავს. იგივე დაცვის მექანიზმი, რომელსაც რელიგია გვთავაზობს, გვაფიქრებინებს, რომ სამყარო ჩვენთვის შეიქმნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ტიპები ვართ დედამიწაზე და რომ სიკვდილის მერეც გაგრძელდება ცხოვრება. რა თქმა უნდა, არაკომფროტულია და ხშირად, ალბათ, სევდიანიც იმისი გაცნობიერება, რომ ჩვენ არ ვართ ყველაზე მნიშვნელოვანი ტიპები, უბრალოდ ძალიან პატარა წერტილები ვართ ძალიან დიდი სამყაროში, ამიტომ ისევ ილუზიაში ცხოვრებას ვარჩევთ. რამდენად არის რელიგიაში ბიოლოგიური იმპულსი არ ვიცი და ალბათ საკამათოა, მაგრამ ჰიტჩენსმა ამასთან დაკავშირებით ფროიდიც გაიხსენა: “Religious impulse in the future of an illusion, is an essentially ineradicable until or unless the human species can conquer its fear of death and its tendency to wish-thinking”.
კიდევ იყო საინტერესო რამეები, მაგრამ არ მინდა რომ ძალიან დიდი პოსტი გამოვიდეს, recommended without reservation, როგორც Library Journal-მა თქვა რივიუში (ბოლოს მაინც წავიკითხე პირველი გვერდი)😀

4 responses to “რატომ არ არის ღმერთი დიადი?

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s