კაცი, რომელიც იცინის სარტრზე

ლიტერატურაზე შეყვარებული ადამიანებს “ჩვეულებრივი” ადამიანებისგან განსხვავებით, ერთი დამატებითი მიზეზი აქვთ ეგოიზმისთვის – უყვართ მწერლების მისაკუთრება და წყენისგან შეიძლება იტირონ კიდეც, თუკი აღმოაჩენენ რომ მწერალზე, რომელიც მხოლოდ მათი საყვარელი მწერალი ეგონათ, თურმე სხვაც ყოფილა შეყვარებული. რა თქმა უნდა, იმდენად გულუბრყვილოებიც არ ვართ, რომ ვერ მივხვდეთ – მხოლოდ ჩვენ ვერ გვეყვარება კაფკა, მაგრამ მესაკუთრეობის განცდას და დაუოკებელ სურვილს, რომ ახალი მწერალ-მეგობარი არ “გაპაპსავდეს” ვერაფერი შველის. სხვა არაფერი შეიძლება ვუწოდოთ ერთ დროს ეგზისტენციალისტების კვარცხლბეკზე შემომდგარ კამიუს, რომელიც დღეს ყველას დესკტოპზე უყენია, მაგრამ აქაც გამოჩნდება რამდენიმე ადამიანი, ვინც იტყვის, რომ ალჟირელი მწერალი მაშინ უყვარდა “before it was cool”. მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ეჟენ იონესკო ჯერ ეგეთი ცნობილი არ არის, ყოველ შემთხვევაში ასე მგონია და მეგონება მანამ, სანამ იონესკოსა და იუნესკოს შორის განსხვავებას სრულიად ქართველი ერი არ დაინახავს, მაგრამ სანამ ეს ასე არ არის და ვინ იცის, იქნებ ეჟენი ევგენიც ჰგონიათ, დავით კახაბერს (მთარგმნელს) თუ არა, ვინმე სხვას მაინც დავასწრებ და მათთან ერთად ჩემ თავსაც გამოვუტყდები, რომ ამ ერთი შეხედვით ბუნჩულა კაცმა იქამდე არ წამაკითხა თავისი პიესები, ჯერ ყველაზე ცუდი, მერე შედარებით კარგი, მერე უფრო კარგი, სანამ კიდევ უფრო კარგი რომანიც არ წამაკითხა და საბოლოოდ თავი არ შემაყვარა.

“ვინ გინდოდა რომ ბავშვობაში ყოფილიყავით?” , – ეს ალბათ ყველასთვის უკითხავთ, ვისაც ბავშვობა ჰქონია, მაგრამ ამ კითხვაზე ეჟენის პასუხი იმდენად უბრალო და ღიმილისმომგვრელია, მოგინდება რომ მიხვიდე და ჩაეხუტო. ოჯახის ექიმობა უნდოდა, ოღონდ ოჯახის ექიმობა არა, როგორც პროფესია, არამედ როგორც პერსონიფიცირებული “მდგომარეობა”, კონკრეტულად ოჯახის ექიმობა, უფრო ზუსტად “მუსიე” დურანობა, წვერით. ამავე ინტერვიუში ეკითხებიან, თუ რა არის მისთვის აბსურდი. ესეც, იმის ნაცვლად, რომ როგორც იტყვიან “მაღალ მატერიებზე” დაიწყოს საუბარი, ძაან რთული კითხვაა და აბსურდზე ბევრი რომ ვისაუბრო, ღმერთზე ძალიან გავბრაზდებიო, – ღიმილით პასუხობს. თუმცა ამავე ინტერვიუში (ეს ბოლო სპოილერია, გპირდებით) სამყაროს ახასიათებს როგორც მტკივნეულსა და ამავდროულად სასაცილოს, გროტესკულს, რაც ალბათ აბსურდის ყველაზე კარგი ახსნაა. სამყაროს აბსურდი ისაა, რომ თითქმის წაშლილია ზღვარი ტრაგიკულობასა და კომიკურობას შორის. ერთის მხრივ, სასაცილოა მეფის მდგომარეობა, რომელსაც არ უნდა სიკვდილი და საკუთარ აბსოლუტიზმს მიჩვეული, ბრძანებებს იძლევა, რომ სიკვდილი ჯერ არ მოვიდეს და დაახლოებით 10 წელში გარდაიცვალოს. მაგრამ სიცილი დიდ ხანს არ გაგვყვება, როცა აღმოვაჩენთ, რომ ესეთი “სულელი” მეფე ყველა ჩვენგანშია რაღაც დოზით. ვისღა ახსოვს ადამიანის “სიპატარავე”, როდესაც წინ გვაქვს ცხოვრების 30 წლით ადრე დეტალურად დაგეგმივთ მოგვრილი სიამოვნება და “you can become anyone, who you want” ან “I did it”-ის სიტკბოებები. მაგრამ ეჟენთან დამეგობრება, ეს ის სევდიანი მომენტია, როცა აღმოვაჩენთ რომ დიდად არაფრით განვსხვავდებით მომაკვდავი მეფისგან. So sad.

მეფისგან განსხვევებული ის ერთია, რომელზე საუბარიც ბოლოსკენ მოვიტოვე. “განდგომილი”, იგივე უეცრად გამდიდრებული, ბიუროკრატიული სამსახურიდან წამოსული და მარტოდ დასახლებული გმირია, რომლის მთავარი პრობლმაც ისაა, რომ გარდა იმისა, რომ სამყაროს მიმართ უამრავი კითხვა აქვს, იცის, რომ ამ კითხვებზე პასუხს ვერასდროს იპოვის, რადგან საამისოდ ზედმეტად პატარა და უუნაროა. ამის გაცნობიერებით გამოწვეულ ტვირთს სახლიდან ერთი და იგივე რესტორნის ერთი და იგივე ადგილზე ატარებს ყოველ დღე, ერთი და იგივე დროს, თან სასოწარკვეთილი ღვინოს სვამს, ყოველი შემთხვევისთვის. რა თქმა უნდა, ისეთი კაცია, რომელმაც იმედი გაუცრუა მშობლებს, რომ ”დაფასებული ბატონი” ვერ გახდა და მარტო ცხოვრობს, რა თქმა უნდა პარიზის ქუჩებში გამოსულ რევოლუციონერებსაც არ უერთდება შეძახილებსა და “უფლებების დაცვისთვის ბრძოლაში”. ერთ მომენტში, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ძალიან გავს ზარატუსტრას. სამოქალაქო ომის შუაში რომ აღმოჩნდება შემთხვევით, მომრიგებლის როლს მოირგებს და ხალხს ესაუბრება, რომ ეს ყველაფერი უმნიშვნელოა, დროა ფიზიკური დაპირისპირება შეწყვიტონ და მას მოუსმინონ, თუმცა ზარატუსტრას საუბარის მსგავსად, ეჟენის გმირის მოწოდებებიც, რევოლუციით აღტყინებული ხალხისთვის ბოდვაა და ორივე მათგანს ზედაც არავინ უყურებს.

შეუძლებელია წითელ დროშებს იქნევდე, გჯეროდეს რომ შენი მოქმედებით რაღაც შეიცვლება, გწამდეს რაღაც ღირებულებების, გქონდეს პროტესტი და ამასთანავე თავს დებდე აბსურდზე, დაახლოებით ასე გამოუვიდა ამ მოხუც და ბუნჩულა კაცს, მე კი “რებელა სულის” ასეთი დაცინვა სხვა არაფრად აღმიქვია თუ არა უპრინციპო სარტრისადმი, როგორც მას უწოდებდა, კიდევ ერთი დაცინვა.

3 responses to “კაცი, რომელიც იცინის სარტრზე

  1. ვაპირებ, ვაპირებ და ვერ მოვაბი თავი მის წაკითხვას. მას მერე ვაპირებ, რაც ბეკეტი გავიცანი :დ

    Like

  2. რა არაჩვეულებრივი ბლოგპოსტი იყო, აღვფრთოვანდი !
    ამ ადამაინს კი აუცილებლად გავეცნობი , მარიტა❤

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s