სტუმრად კლიმტთან ანუ ავსტრიული ამბები

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მოულოდნელად ტელეფონმა დამირეკა და უცხო ხმამ ახალგაზრდული ორგანიზაცია “კვონტიდან” გასაუბრებაზე დამიბარა. ასე მოულოდნელად გავიქეცი გასაუბრებაზე, მოვუყევი ჩემს შესახებ და რამდენიმე დღეში უდიდესი ჩემოდნით, რომელიც ათი დღისთვის საკმაოდ სასაცილოდ გამოიყურებოდა, გავუდექი გზას თბილისი-სტამბული-ვენა. ავსტრიაში მოგზაურობისთვის soundtrack-ებიც წინასწარ შევარჩიე. Moby – Everlobing, Fleet Foxes – Mykonos, Milky Chance – Stolen dance და Jesus Christ Superstar – Everything’s alright. ამ სიმღერებს ავსტრიაში დაემატა რამდენიმე თურქული, ბერძნული და მალტური მელოდია, რომელსაც ყოველთვის ვმღეროდით და ალბათ ყოველთვის მემახსოვრება კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ არ ვიცი, რას ვმღერივარ.

პირველი და ბოლო სამი დღე ვენაში გავატარე. ალბათ, როგორც ყველა ქართველის, ჩემი პირველი გაკვირვებაც სისუფთავემ და წესების დაცვამ გამოიწვია. ათი დღე საკმაოდ ცოტაა იმისთვის, რომ თავი ევროპელად გაგრძნობინოს, მაგრამ საკმარისზე მეტი აღმოჩნდა იმისთვის, რომ უკან დაბრუნებულს თვალში საშინლად მხვდება მიწაზე დაგდებული ერთი ნამცეციც კი და კიდევ უფრო საშინლად მაღიზიანებს ჩვენი გზაზე გადასვლის მანერები და კანონისთვის თავის არიდების ათასგვარი საშუალება. რაც შეეხება ხალხს და მათ სტუმართმოყვარეობას, შეიძლება ითქვას, რომ მოლოდინს გადააჭარბა. ქუჩაში, რომ ვსეირნობდი, მეგონა მაღაზიაში საყიდლებზე ვიყავი, რადგან ყველა მიღიმოდა (რაც ასე გასაკვირია ჩვენთვის) და პირველ დღეს, როდესაც მობილური დამიჯდა, google map აღარ მქონდა და რუკაზეც ვერაფერს ვიგებდი, ხალხის დიდი ძალისხმევის შედეგად მივედი სასურველ კაფეში, საკმაოდ მოშორებით ჩვენი სახლიდან.

რა მომეწონა ვენაში განსაკუთრებით? სპორტისადმი ხალხის დამოკიდებულება, უსაფრთხოება, წესრიგი, ჟოლოს ნაყინი და მუზეუმები, განსაკუთრებით თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი Mumok.

იმ ბედნიერი ათი დღიდან, რომელიც ავსტრიაში გავატარე, 1 კვირა დედაქალაქისგან საკმაოდ მოშორებით მდებარე Klagenfurt-ში ვცხოვრობდი. კლაგენფურტი ძალიან მშვიდი ქალაქია, ზედმეტად მწვანე, ბევრი ტბებით და ყვავილიანი ეზოებით. თავიდან, როდესაც ვენიდან კლაგენფურტში მივდიოდი, მენანებოდა ხმაურიანი და მუდმიდავ მოძრავი ქალაქის დატოვება, მაგრამ საქართველოში დაბრუნებისას მივხვდი, რომ თითქმის არც ერთი შვიდი დღე ჩემს ცხოვრებაში, ისეთი სავსე, მრავალფეროვანი და საინტერესო არ ყოფილა, როგორც კლაგენფურტში გატარებული შვიდი დღე.

1 კვირით გადავერთე ავსტრიელების ცხოვრების სტილზე. დილით 7-ზე ვიღვიძებდით, იოგას ვაკეთებდით, საუზმის შემდეგ საღამომდე ვორქშოფები გვქონდა, ჯგუფებად ვიყოფოდით, პრეზენტაციებს და ბევრ საინტერესო აქტივობებს ვაკეთებდით, დღის ყველაზე მშვენიერი ნაწილი, რა თქმა უნდა, გახლდათ საღამო, როდესაც ყველანი ვიწყებდით ლუდის დალევას, რომელიც ისეთივე სასმელია ავსტრიაში, როგორც ჩვენთან წყალი, ვსწავლობდით სხვადასხვა ქვეყნის ტრადიციულ ცეკვებს, ვსინჯავდით სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოს.


ამ დატვირთული კვირის განმავლობაში გემით გავისეირნეთ ტბაზე, ბევრი ვისაუბრეთ ჩვენს ინტერესებზე, ფეხშიშველმა გავიარეთ ნაკვერჩხალზე ინსტრუქტორის დახმარებით, ისე რომ არაფერი დაგვიზიანდა:))), ვისწავლეთ ცოტ-ცოტა ერთმანეთის ენები, ვიძინეთ ძალიან ცოტა, სამაგიეროდ ვითამაშეთ და გავერთეთ ძალიან ბევრი.

ახლა, როდესაც ჩემს მარტო ოთახში ვზივარ, ჩემს ქუჩაზე დავდივარ ან ჩემი ფანჯრიდან ხედს ვუყურებ, ჯერ კიდევ მახსენდება ბავშვები, რომლებიც ძალიან მომენატრნენ, ცეცხლის გარშემო Bob Marley-ს სიმღერა და ერთი, ბერძენი ბიჭის სიტყვები: “We are all human, we are all the same, no greek, no maltese, no georgian, no austrian, no turkish, no moldovian etc, we are all people”.

P.S ეს ჩვენი Harlem-Shake :)))

8 responses to “სტუმრად კლიმტთან ანუ ავსტრიული ამბები

  1. მშვენიერი შთაბეჭდილებებია. უფრო ვრცლად მინდოდა ყოფილიყო, მალე დამთავრდა🙂

    Like

    • მიხარია, რომ მოგეწონა. იმდენად დატვირთული ჩამოვედი ემოციებით, რომ მართლა გამიჭირდა შთაბეჭდილებების გადმოცემა…🙂

      Like

  2. კარგია სიახლე და ევროპა :)))❤
    კიდევ ბევრ ასეთ და უკეთეს მოგზაურობას გისურვებ.

    Like

  3. This design is incredible! You obviously know how to keep a reader amused.
    Between your wit and your videos, I was almost moved to start my own blog (well, almost…HaHa!) Excellent job.
    I really loved what you had to say, and more than that, how you presented it.
    Too cool!

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s