კუროსავას “ცხოვრება” და ჩვენ

ადამიანებს ყოველთვის გვიჭირს წარმოვიდგინოთ სამყარო ჩვენს გარეშე. იმიტომ კი არა, რომ ეს წარმოუდგენელია, არამედ იმიტომ, რომ ასეთი სამყაროს წარმოდგენა ჩვენს უმნიშვნელობას გვაგრძნობინებს, ეს კი არასასიამოვნოა.

ოდესმე მომავალში, როდესაც ჩვენ აღარ ვიარსებებთ, ადამიანებს ჩვეულებრისამებრ დააგვიანდებათ სამსახურში, შეჭამენ კრუასანს, გაიქცევიან წვიმაში, რომ არ დასველლდნენ, დაუკრავენ პიანინოზე, სიბრაზისგან დაამსხვრევენ ჭურჭელს და შვილებს წაუკითხავენ ლიონერბერგელი ემილის თავგადასავალს.

ოდესღაც წარსულში, როდესაც ჩვენ არც ვარსებობდით, ადამიანები ჩვეულებისამებრ ხატავდნენ, იბრძოდნენ, წერდნენ, მღეროდნენ და იღებდნენ. დიახ, იღებდნენ და ძალიან კარგად. აქ ალბათ ძალიან გრძელი ამბავი უნდა მოვყვე იმის შესახებ, თუ როგორ გადაიღო აკირა კუროსავამ ფილმი „იკურუ“, მაგრამ, სამწუხაროდ, არ ვიცი და ასე მარტივად მიწევს მოყოლა, თან თავს ვიმშვიდებ, რომ ყველაფერი გენიალური მარტივია და ამ ფილმს ზედმეტად შეეფერება ეს სიტყვა.

„ცხოვება მოკლეა, ცხოვრება მოკლეა, გიყვარდეთ და იცხოვრეთ ყოველ დღე“, – მოხუცი იაპონელი კაცი მღერის და მიუხედავად იმისა, რომ ფილმის რუსულ ენაზე მთარგმნელს საშინელი სმენა აქვს, მაინც მომწონს სიმღერა და ტექსტი კიდევ უფრო.

როდესაც მოხუცმა იაპონელმა კაცმა 30 წლიანი მონოტონური სამუშაოს შემდეგ აღმოაჩინა, რომ მალე მოკვდება, მიხვდა, რომ ამდენი ხანი მხოლოდ ცოცხლობდა და თურმე არ უცხოვრია, თურმე ყოველთვის დაკავებული რომ იყო, სინამდვილეში არაფერს აკეთებდა, თურმე ყველაფერი რომ იცოდა, არაფერი ცოდნია ამ ცხოვრების.

ამ კაცის სასოწარკვეთა ცოტათი მეც გადმომედო, შემეშინდა, უკვე მერამდენედ დავფიქრდი იმაზე, რომ ყოველი წამი უნდა დააფასო, მე კიდევ უაზრობებში ვხარჯავ დროს და ხანდახან ადამიანებთან ურთიერთობაც კი მეზარება.

მოხუცმა იაპონელმა კაცმა ცხოვრების აზრის ძიება მაშინ დაიწყო, როდესაც სიკვდილის შეეშინდა და მიაგნო, ოღონდ ძალიან გვიან, მაგრამ მიაგნო.

არ მინდა, რომ ყოველი დღე ერთნაირი იყოს, არ მინდა, რომ ადამიანს ვუყურებდე და სიტყვა „გავძეხი“ მახსენდებოდეს, არ მინდა, რომ ყველას შავი ფერი ეცვას, არ მინდა, რომ ადამიანს შეეძლოს მთელი დღე მეზობლის ნათესავის მეკვლის ფეხსაცმლის ფასზე ლაპარაკი, არ მინდა რომ ადამიანები ამ გვამს ვგავდეთ 30 წლის, 30 დღის ან თუნდაც 30 წუთის განმავლობაში, როგორც ამ ფილმის გმირი გავს. მინდა უბრალოდ ეგოიზმით შეპყრობილებს, რომლებსაც გვგონია, რომ ყველაფერს მოვასწრებთ, რადგან მარადიულად ვცხოვრობთ და ჩვენს გარეშე არაფერი ხდება ან მოხდება, შეგვეძლოს პარკში საქანელაზე ჯდომისას სიმღერა, როდესაც წვიმს და ამისგან სიამოვნების მიღება, მაშინ როდესაც ჯერ კიდევ 19 წლისები ვართ.

3 responses to “კუროსავას “ცხოვრება” და ჩვენ

  1. მეც მინდა ეს ყოველივე! მეც მინდა ადამიანები ვცხოვრობდეთ და თითოეულ წუთს თუ არა ,თითოეულ დღეს მაინც ვიყენებდეთ კარგად..

    ძალიან მინდა..

    Like

  2. შემთხვევით ვესტუმრე ამ ბლოგს და უკვე ძალიან მომეწონა, რამდენიმე პოსტი ჩავიკითხე და გმივხვდი, რომ კარგ ადგილას მოვხვდი.🙂

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s