Tbilisi Flea Market, მეგობარი რამონა და მოიისფრო მე

ბედნიერ ფილმებში დილა კარგი მუსიკით, მზის სხივებითა და საყვარელი ადამიანის მიერ მორთმეული საუზმით იწყება. ჩემთან პირიქითაა. 18 მაისს ანუ ოჯახის სიმტკიცის მეორე დღეს ნახევრადმძინარე წამოვხტი, პირველივე ფიქრი, იმის შესახებ, რომ შეიძლება სახლში მარტო ვიყო, გამიცრუვდა და ასე იმედგაცრუებულმა გადავივლე ტანზე, ისე რომ არც მიმღერია. შემოვდივარ ოთახში და ვხედავ, რომ სავარძელზე ერთმანეთზე ყრია ჩემი ინგლისისდროშიანი ჟაკეტი, გასაუთოვებელი “საროჭკა”, ზედა, რომლის არსებობაც საერთოდ არ მახსოვდა, შარფი, რომელიც მე თვითონ 3 ლარად ვიყიდე და Game of thrones-ის მაიკა, რომელიც როგორ აღმოჩნდა ამ გაურკვევლობაში არ ვიცი, რადგან ძალიან მიყვარს.

დიახ, ოჯახის სიმტკიცის მეორე დღეს დედაენის ბაღში აღვნიშნავ და Tbilisi Flea Market-ისკენ ჩემზე დიდი პარკით მივიწევ.
-პლედი მაქვს?
-მაქვს.
-შპილკა და მარკერები მაქვს?
-მაქვს.
-ფული მაქვს?
-შენ დღის ბოლოს ნახე )))))

(c) Louisa Chalatashvili

ჩემი მეგობარი, რომელსაც ამჟამად წითელი თმა მაქვს, თუმცა მე მასზე ლურჯი უფრო მომწონდა, მაგრამ მას საერთოდ მწვანე მოსწონს, როგორც ყოველთვის აგვიანებს. დანიშნულების ადგილზე მივედი, სპილოებიანი პლედი გავშალე, წამოვგორდი და მეორე იმედგაცრუებაც მხვდა წილად, მიწა სველია. ამ დროს, რამონად წოდებული მეგობარი მოდის, მიღიმის და მეუბნება, რომ ვერ იხრება და მისი ტანსაცმელიც მე უნდა გავშალო. ესეც მესამე იმედგაცრუება. “ამას *** ხომ არ აქვს?”,- ვფიქრობ მე. “კაი ხო გავშლი”,-ვეუბნები და ძალით ვუღიმი. ყველაფერი დავაწყვეთ და ხალხის მოლოდინში სიგარეტს ვუკიდებთ.

(c) Louisa Chalatashvili

რანაირ ხალხს და ძაღლებს აღარ შეხვდებით Flea Market-ზე. პატარა ბავშვები, ახალგაზრდები, მოხუცები, კოკერსპანიელები….
ერთ მხარეს ძმები გრიმების ზღაპარს ყიდიან, მეორე მხარეს კარავი გაშალეს , მესამე მხარეს კიდევ ერთი მეგობარი ყიდის თავის გაკეთებულ მაიკებს და თან ვერ ყიდის , მეოთხე მხრიდან ერთი მოხუცი მოდის და როგორც ორგანიზატორს გთხოვს, რომ ხშირად მოაწყოთ ხოლმე ასეთი რაღაცეები და შენც, ვითომ-ორგანიზატორი პასუხობ: “კი კი, რა თქმა უნდა, ყოველ მეორე კვირას მოვაწყობთ”.

საიდანღაც კარგი მუსიკაც ისმის, სადღაც მინდორზე ლუდსაც სვამენ, სადღაც სენდვიჩიც იყიდება, მაგრამ რომ მიდიხარ აღარ არის, სადღაც ფილმი კარგი მუსიკითაც მთავრდება, მაგრამ აქ არა, რადგან მინდორზე საშინლადმომღერალი ბიჭის გვერდით აღმოჩნდი.

მოკლედ, ასე დასრულდა ოჯახის სიმტკიცის მეორე დღე.
ოჯახის სიმტკიცის მესამე დღეს, ჩემი კარადა რომ დამიცარიელდა და ერთ დროს ჩემი საყვარელი ნივთები სხვებს გავუზიარე, მეც გადავწყვიტე ძველმანების ბაზრობაზე გამესეირნა. გზაში უსაყვარლესი გოგო შემხვდა, ძალიან გამხდარი, უდიდესი ფემინისტკას მაიკით, გავუცინე და იმანაც გამიცინა. ფემინისტკა გოგონას ღიმილმა გამაბედნიერა, მექანიკური ფორთოხლის მაიკა ვიყიდე, სახლში მოვედი, კოპლებიანი მაკრატელი ავიღე და შევუდექი მისი საყელოს მოჭრას.

2 responses to “Tbilisi Flea Market, მეგობარი რამონა და მოიისფრო მე

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s