Say no to frames

4d65de68d3431b24da860e96f8f8f6e0

ფიქრი არასდროს არ არის ცოტა. როცა ფიქრობ, ბევრს განიცდი, ბევრს გრძნობ და ბევრსაც ამბობ თუ რა თქმა უნდა არ გეშინია. ეს ის პერიოდია, როდესაც ხვდები, რომ ყველაფერს აქვს საზღვარი. ფიქრის საზღვარი დიდი ხანია გადავლახე და საზღვარსგაცდენილი, იქ, სადაც არაა მიზიდულობა, ღია სივრცეში უფერულ გზებზე დავბოდიალობ.ალბათ ესეც იმ ჩარჩოების დამსახურებაა, რომელიც აზრების კოსმოსში არ არსებობს, უფრო სწორად რომ ვთქვათ უჩარჩოობის. ქვემოდან, დედამიწელი, რომელიც თავისივე შექმნილ სტერეოტიპს აშენებს ირონიულად მეუბნება: „ეს არ არის ნორმალური“, „შენ ამაზე არ უნდა ფიქრობდე“, მე კი დინების არგამყოლი, მშვიდად, რამდენადაც ეს არ შემიძლია ვიღიმი და პირველად ჩემს ცხოვრებაში, ჩუმად ვარ.

მცირე გადახვევა იმ მხატვრული ატმოსფეროდან, რომელშიც ახლა ვიმყოფებით. ერთი ჩვევა მაქვს, ყველა და ყველაფრისგან იდეალურს მოვითხოვ. მეორე ჩვევა, არაფერს ვეგუები. ეს ორი თვისება ცალ ცალკე არ არის იმდენად ცუდი, რამდენადაც ერთად. ტრაგიკული ატმოსფერო იქმნება მაშინ, როდესაც არ ეგუები, იმას რასაც  ვერც  შეცვლი და რაც უკვე დიდი ხანია არის დადგენილი.

კიდევ ერთი მცირე გადახვევა ამ ეტაპზე ქაოსური და ზოგადად წესრიგის მოყვარე ადამიანის ჩანაწერში. არსებობენ ადამიანები, რომლებიც თავისით აშენებენ ჩარჩოებს და შემდეგ იქ მშვიდად ცხოვრობენ. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მშობლები და მეზობლები უშენებენ ჩარჩოებს და იძულებულნი არიან იქ იცხოვრონ და არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ისე სტკივათ საზოგადოების მიერ დადგენილი თითოეული ჩარჩოდან გამოსვლა, როგორც მე და კიდევ უფრო მეტად. მომენტი, როდესაც თითო ჩარჩო, თითო ერთი შეხედვით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და მეორე შეხედვით სრულიად უმნიშვნელო და მაინც საკუთარი ორგანოს დაკარგვას ჰგავს.

როდესაც შენს თავს გარედან უყურებ, როდესაც წერ დიდ სიას, თუ რისი გაკეთება უნდა მოასწრო ცხოვრებაში, როდესაც არაადამიანურად გსიამოვნებს საინტერესო ადამიანების აღმოჩენა და როდესაც არაადამიანურად გწყინს ერთი რაღაცის გაცნობიერება – ვწერდი და ახლა ვეღარ ვწერ. როცა ვწერ, ყველაფერს სიმძიმის გემო და ფერი აქვს. სინამდვილეში არ არსებობს საკითხი, რომელიც ცალსახად დამამძიმებს. არც ოჯახი, არც მეგობრები, არც უნივერსიტეტი, არც გარეგნობა, არც ოჯახური მდგომარეობა, არც პირადი. უბრალოდ ყველაფერი, ყველაფერი ტრიალებს სადღაც. ან საერთოდ, სად ეტევა ამდენი აზრი? სად ეტევა ამდენი სიმძიმე? და ამ ქაოსში ვხვდები, რომ ერთხელ ადრე უკვე გარდავიცვალე, ცოტა ხანი აღარ დავბადებულვარ, ახლა კი მეორედაც გარდავიცვალე და დავიბადე ადამიანად. თუ როგორად, დაე ეს ყველაფერი ჩემზე, ჩემმა შორეულმა მომავლის წიგნმა თქვას.

4 responses to “Say no to frames

  1. შენ გაქვს ძალა ეს ჩარჩოები გვერდზე გადადო და ეს შენ ძალიან კარგად იცი…არც გჭირდება ისინი და არც გაქვს…მოკლედ ბლა ბლა ბლა გემრიელი პოსტია :3

    Like

    • გემრიელი კომენტარის ავტორს მადლობა:) რაც შეეხება ჩარჩოებს, ეხა ვარ გადადების პროცესში:)

      Like

  2. ეს პოსტი მჭირდებოდა!!
    აი ზუსტად ასეთი…
    “როდესაც შენს თავს გარედან უყურებ, როდესაც წერ დიდ სიას, თუ რისი გაკეთება უნდა მოასწრო ცხოვრებაში, როდესაც არაადამიანურად გსიამოვნებს საინტერესო ადამიანების აღმოჩენა და როდესაც არაადამიანურად გწყინს ერთი რაღაცის გაცნობიერება – ვწერდი და ახლა ვეღარ ვწერ.”

    და მაინც რაც არ უნდა მტკივნეული იყოს ჩარჩოდან გამოსვლა,ღირს ეს ტკივილი ამად :)) ღირს იმისთვის რომ მერე თავისუფალი იყო და არ დარჩე სხვების მიერ შექმნილ “შენად” გასაღებულ ცხოვრებაში.

    პ.ს იქ კი ცდები რომ ამბობ ვეღარ ვწერო.. საკუთარ თავზე წერა,წერის პროცესში საკუთარი მე-ს ძიება და შემდეგ აღმოჩენა ნამდვილად შეგიძლია.

    Like

    • Koveltvis dzalian mixaria sheni gamochena:)emtxveva xolme chveni msoplmxedveloba da zogadad cxovrebis ragac periodebi… Madloba, shrni komentarebi stimuls madzlevs ro ufro meti vcero!

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s