მარკესის “მარტოობის ასი წელიწადი”

წიგნის მაღაზია “სანტა ესპერანსას” პროექტი “ანოტაცია”. მეოთხე დავალება

არსებობს ბევრი სახის წიგნები: მელანქოლიური და დეპრესიული, მსუბუქი და გზაში წასაკითხი, ისტორიული და მძიმე, ფილოსოფიური და დამაფიქრებელი. მაგრამ როდესაც “მარტოობის ას წელიწადს” ვკითხულობთ, ვხვდებით, რომ სადღაც, შორეულ თუ ახლო ლიტერატურულ სამყაროში კიდევ არსებობს წიგნების ერთი კატეგორია – ადამიანური. ადამიანური წიგნების თაროზე “სამოსელი პირველის”, “სამი მეგობარისა” და ანა ფრანკის დღიურების გვერდით მყუდრო და მზიან ადგილს იკავებს გაბრიელ გარსია მარკესის არარეალური, ფერადი და რთული სამყარო.

ჯადოსნური და ფანტასტიკური სივრცე, რომელიც ერთი პატარა სოფელი მაკონდოა, ძალიან ბევრი, საინტერესო ისტორიითაა სავსე. მაკონდოში ცხოვრობს ყველა ბუენდია, ძალიან ბევრი აურელიანო და კიდევ უფრო მეტი ხოსე არკადიო. მკითხველს უჭირს გაარჩიოს ერთმანეთისგან იდენტური სახელების მქონე პერსონაჟები, რომელთა რაოდენობაც უსასრულოა, მაგრამ იმდენად კარგია რომანის პირველი წინადადება, კიდევ ერთი კლიმიც მზადაა ძილის წინ თუ გამთენიისას იკითხოს მარტოობის ასი წელიწადი, რომ როგორმე ბოლო წინადადებამდე ჩავიდეს.

ადამიანები,როგორც წესი, ბევრნაირ ას წელიწადს ვიცნობთ, მაგრამ არც ერთი მათგანი არის ისეთი სავსე და თითქმის მარადიული, როგორც მაკონდოს დაარსების, არსებობისა და განადგურების ასი წელი. მარკესის წარმოსახვის გრძნობითა და ფანტაზიით გაოგნებულები, არებეკასთან ერთად ვჭამთ მიწას და ინსომნიით ვაავადებთ მთელ სოფელს, ამარანტასთან ერთად გვეშინია კაცების, ურსულასთან ერთად ვცოცხლობთ ას წელზე მეტხანს და ბავშვების სათამაშოდ ვიქცევით, აურელიანოსთან ერთად მივდივართ პირველად ყინულის სანახავად, პოლკოვნიკ აურელიანოსთან ერთად ვიწყებთ ოცდათორმეტ ომს და ოცდათორმეტჯერვე ვმარცხდებით…

რატომ ჰქვია რომანს “მარტოობის ასი წელიწადი” ?


იმიტომ, რომ რომანის ყველა გმირს, რომელსაც თავისი, სხვებისაგან გამორჩეული და ინდივიდუალური შინაგანი სამყარო, მიზნები, ვნებები და სურვილები აქვს, აერთიანებს ერთი საშინელი გრძნობა – მარტოობა. მარტოობით დაღდასმული მაკონდოელები გაცხოვებელი გრძნობებიდან გულგრილობამდე მიდიან. ისეც კი ხდება, რომ უბრალო მუშაზე გაგიჟებული მემე სეგუნდოს სიყვარული ყვითელ ყვავილებთან ერთად საფლავდება სამუდამოდ.

რომანს ჰყავს ერთი ძალიან საინტერესო გმირი მელკიადესი, რომელიც ჩემს წარმოსახვაში აღმოსავლეთის რომელიღაც ქვეყნიდან სრულიად შემთხვევით აღმოჩნდა კოლუმბიელი მწერლის წიგნში. მელკიადესმა ჯერ კიდევ რომანის დასაწყისში იწინასწარმეტყველა მაკონდოს დასასრული და იქამდე გაქრა წიგნის ფურცლებიდან, სანამ წინასწარმეტყველების ჭეშმარიტებაში მკითხველი დარწმუნდებოდა.

რას გვასწავლის “მარტოობის ასი წელიწადი” ?


როდესაც ვიაზრებთ თუ სადამდე მიიყვანა ყინულის სანახავად წასული გულუბრყვილო აურელიანო ძალაუფლებისკენ სწრაფვამ, ვხვდებით, რომ წარსულის დავიწყება და ძალადობის წინაშე ქედის მოხრა ადამიანს არაადამიანად აქცევს. მაშინ ადამიანი ბოროტი ვნებებით შეპყრობილი არსება ხდება, რომელსაც ან ხეზე მიაბამენ ან ჭიანჭველები მოუღებენ ბოლოს. და ასეც მოხდა…

5 responses to “მარკესის “მარტოობის ასი წელიწადი”

  1. makondos mteli cikli sxva araferia tu ar admainis cxovreba
    makondos agmochena da xose arkadios mecnieruli gatacebebi bavshvoba
    რებეკას და ამარანტას პიეტრო კრესპიზე შეყვარება და აურელიანოს რემედიოსზე გამიჯნურება ბავშვობის დასასრული და სქესის შეცნობა

    37 ომი გარდატეხის ასაკი
    ზავი კი უარის თქმა ამ ასაკის სისულელეებზე და ცხოვრების რიტმშიი ჩაჯდომა

    აურელიანო მეორეს დ ა პეტრა კოტესის უზომო ნაყოფიერება 30 წლის ადამიანია რომელსაც ყველაფერი გმაოდის და წარმატებულია

    ბანანის კომპანია და იქ დატრიალებული უბედურება ამ წარმატების დასასრული და სიბერისკენ სვლაა
    4 წლიანი გადაუღებელი წვიმებიადამიანის ფიზიკურად დაუძლურება დ ა დაბერებაა
    მაკონდოს და ბუნედიების განადგურება კი სიკვდილი

    Liked by 1 person

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s