ცხოვრება მოყოლილი იდიოტის მიერ ანუ “ხმაური და მძვინვარება”

 

წიგნის მაღაზია “სანტა ესპერანსას” პროექტი “ანოტაცია”. მესამე დავალება.

,,სიცოცხლე ჩრდილია მოარული, საბრალო მსახიობი, ვისაც ერთი საათიღა უხდება სცენაზე მანჭვა და გრეხა, და მერე არსაით ხმა, ეს ამბავი მონათხრობი ვიღაც იდიოტის, აღსავსე ხმაურით და მძვინვარებით, მეტი არაფერი.’’

შექსპირის “მაკბეტი”

აქ დაიბადა უილიამ ფოლკნერის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი რომანის სათაური, რომელიც მართლაც სავსეა ხმაურით, მძვინვარებით, სასოწარკვეთითა და უიმედობით.

არ არსებობს რომანი, რომელიც უფრო ძნელად იკითხება, ვიდრე “ხმაური და მძვინვარება”. ოთხი სხვადასხვა ადამიანის მიერ მოყოლილი ამბავი გტანჯავთ, გღლით…  გინდათ, თავი დაანებოთ რომანს, რომელიც სულს გიხუთავთ, მაგრამ არ შეგიძლიათ. რაც უფრო ეჭიდებით “ხმაურსა და მძვინვარებას”, მით მეტად ეფლობით რომანის ხვეულებში, რომლებიც გამორჩეულია არა იმდენად თავისი შინაარსით, არამედ წერის განსაკუთრებული, არაჩვეულებრივი ფორმითა და სტილით.

სიტყვების ქაოსური წყობები და ცნობიერებაში ამოტივტივებული აზრების ნაკადი მთელი გონებითა და გულით გითრევთ სამხრეთ ამერიკული კომპსონების ოჯახის ისტორიაში, რომელიც საბოლოოდ დაეცა, განადგურად და “აღიგავა მიწისაგან პირისა”.

რომანის ყველა პერსონაჟი ისწრაფვის სიკვდილისკენ. ავადმყოფი ბენჯი, რომელსაც 30 წლის ასაკშიც 3 წლის ბავშვის დონეზე განვითარებული გონება აქვს ფსიქოლოგიური ხეიბარია. კვენტინი, რომელიც ერთ დღესაც მიდის სახლიდან, რათა თავი მოიკლას და ჯეისონი, რომელიც ერთი შეხედვით მოაზროვნე  ადამიანი, რეალურად კი მორალურად მკვდარი არსებაა.

კომპსონების ოჯახი, რომელმაც ბედისწერის მოტყუება სცადა, როცა იდიოტ ბენჯის ყველაზე დიდი ამერიკელის სახელი დაარქვა, ერთდროულად გვძულს და გვეცოდება კიდეც. ბენჯი სამყაროში ერთადერთ ადამიანს – ხისსუნიან კედის უყვარს. ჯეისონი ცხოვრების ბოლომდე მისტირის ბანკში ვერ მოპოვებულ სამსახურს.  კვენტინი კი თვითმკვლელობაზე ფიქრობს…

მწერალი კი არ მიჰყვება ქრონოლოგიას, არამედ თითქოს სივრცეში კალამმომარჯვებული წერს არეულად, არათანმიმდევრულად. გაწყვეტილია კავშირი წარსულსა და მომავალს, აწმყოსა და წარსულს შორის. “ხმაური და მძვინვარება” ტვინის სავარჯიშოსავითაა. აკი ფოლკნერიც ამბობს, თუკი მისი რომანი ვერ გაიგეთ სამჯერ წაკითხვის შემდეგ, იგი მეოთხედაც უნდა გადაიკითხოთო.

ამ რთულ ლიტერატურულ გზაზე, რომელზეც ამერიკელი “დოსტოევსკი” გაგიძღვებათ ნუ იქნებით გზაში წაკითხვის იმედისა და დროის გაყვანის ან გართობის ამარა. შეეგუეთ სირთულეს, გამოიმუშავეთ ნებისყოფა და დაიწყეთ რომანით “ხმაური და მძვინვარება”!

3 responses to “ცხოვრება მოყოლილი იდიოტის მიერ ანუ “ხმაური და მძვინვარება”

  1. მმმ, დამაინტრიგე. არდადეგებზე ხელში თუ ჩამივარდა ეს წიგნი აუცილებლად წავიკითხავ, მიყვარს სირთულეები :დ

    Like

  2. პატარა ასაკში დავიწყე კითხვა და მივატოვე :)) რთულად ეწერა მახსოვს … ახლა გამახსენდა, უნდა დავუბრუნდე აუცილებლად !

    Like

  3. თავიდან ვერ გავერკვიე რა ხდებოდა,მაგრამ შემდეგ და შემდეგ უფრო მეტად ჩამითრია და კითხვის რარაც მომენტში გავიაზრე ავტორის ჩანაფიქრი.<3 აი ეს მომენტი იყო ყველაზე სასიამოვნო❤ ერთერთი ყველაზე განსხვავებული და ძლიერი წიგნია რაც კი წამიკითხავს

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s