ჯემალ ქარჩხაძის “მდგმური”

large (2)

წიგნის მაღაზია “სანტა ესპერანსას” პროექტი “ანოტაცია”. მეორე დავალება.

ერთხელ ვიფიქრე, რომ წიგნში ადამიანს ის უყვარს, რაც თვითონაა.  უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, თითოეულ ჩვენგანს ის წიგნი მოსწონს, რომელშიც მისი “მეს” თუნდაც მცირედი ნაწილია, ანარეკლია… აქამდე წაკითხულ წიგნებშიც ალბათ ჩემს თავს ვპოულობდი და ყველაზე მეტად სწორედ ის მომწონდა, რომელიც შემაცნობინებდა ჩემს შინაგან სამყაროს და მაპოვნინებდა იმას, რასაც აქამდე ჩემში და ჩემს გარეთ ვეძებდი.

ძალიან რთულია პირდაპირ და შესავლის გარეშე ისაუბრო ჯემალ ქარჩხაძეზე, მითუმეტეს ობიექტურად, რადგან ამ უკანასკნელთან ყველას სუბიექტური დამოკიდებულება აქვს, მათ შორის მეც. ჯერ “იგი” წავიკითხე და შემიყვარდა განსხვავებული, მოაზროვნე და მასისაგან გამორჩეული ადამიანის ქომაგი მწერალი, შემდეგ “დრო” წავიკითხე და სულ სხვანაირად შევხედე დროის განსაზღვრებას, ბოლოს “მდგმურსაც” მივადექი და აქ სრულიად ამოტრიალდა, გადატრიალდა და შემობრუნდა ის, რასაც ადამიანები მსოფლმხედველობას უწოდებენ.

“მდგმური” ეს ის რომანია, რომლის სათაურიც ზუსტად შეეფერება მის შინაარს. ერთი ჩვეულებრივი ინჟინერი კაცის ისტორია, რომელიც ხან ვის შეეკედლება საცხოვრებლად და ხან – ვის. მაგრამ არ გეგონოთ, რომ მთელი წიგნი ინჟინერის ისტორიაზეა აგებული, მე ვფიქრობ, ამ კაცზე მეტად მწერალი თქვენზე გესაუბრებათ, როგორც უკვე ვახსენე, მდგმურის ისტორიის წაკითხვით თქვენ საკუთარ ისტორიას ქმნით.

რომანის მთავანი გმირი ეგვიპტეზეა შეყვარებული, ნეფერტიტის გამოსახულებით გადარეულს ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასად აღმოსავლური სული და სამყარო მიაჩნია. “მდგმურის” წაკითხვამდე მეგონა, რომ აუცილებელი იყო დასავლურ და აღმოსავლურ საწყისს შორის არჩევანი გამეკეთებინა. ამას მაიძულებდა არამარტო სახელმწიფო და საზოგადოება, არამედ თვითონ ლიტერატურაც (მაგ.”ჯადოსნური მთის” სეტემბრინის დებულებები).  “მდგმურის” წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ ეს ორი საწყისი კი არ უპირისპირდება, არამედ ავსებს ერთმანეთს. ევროპული აზროვნების და კულტურის სიყვარულს დაემატა ნილოსის, როგორც ვეებერთელა ნიანგისა და ფრესკების სიყვარული, რომელთა ფერებსაც უჩვეულო ძალა აქვს.

წიგნი სავსეა კითხვებით. უბრალო კითხვებით კი არა, რომლებიც პირდაპირაა დასმული და ბოლოს კითხვის ნიშანი მოსდევს, არამედ განსაკუთრებული, ლიტერატურული კითხვებით, რომლებიც თავისით ჩნდება ჩვენს ცნობიერებაში თითოეული აბზაცის წაკითხვის შემდეგ. ჯემალ ქარჩხაძე გვაიძულებს დავეჭვდეთ ყველაფერში, დაგვებადოს კითხვები და შემდეგ რომანშივე ვიპოვოთ მათი პასუხი. მაგალითად:

რომელია სწორი გზა?

“ნუთუ მართლა სხივებივითაა ჩვენს წინ გაშლილი ნაირნაირი გზები და, საითაც მოგვეპრიანება, იქით წავალთ? ვინც აქეთ წავიდეს.. მაგრამ უთვალავი გზიდან ნამდვილი მარტო ერთია. და სწორედ იმ ერთს აწერია, ვინც აქეთ წავიდეს, ვეღარ დაბრუნდესო. მეტისმეტად მძიმე გამოცდა ხომ არ არის ისეთი უსუსური არსებისათვის, როგორიც ადამიანია? ვისაც არჩევანის წინაშე აყენებ, არჩევანის ძალაც უნდა მისცე. იქნებ არჩევანი ტყუილია? იქნებ ჯაჭვი დაბადებიდანვე იკვრება და ყოველ რგოლს აუცილებლობის გზით მივყევართ მომდევნო რგოლამდე? დანარჩენი გზები კი მხოლოდ იმიტომ არსებობს, რომ ეჭვებმა დაგვღრღნას და უფრო მწარედ განვიცადოთ ჩვენი არსებობა?”

არსებობს თუ არა კარგი და ცუდი?

“განუმზადებელ.. ერთადერთი ბუნებრივი ფორმა ქაოსია. მოწესრიგება ბუნებრივის დამახინჯებაა.. მოწესრიგება.. დამახინჯებაა. საკვირველია როგორ გვაქვს სი ტყვები დაყოფილი და დახარისხებული. “წესრიგი” ნიშნავს კარგს. “ქაოსი” ნიშნავს ცუდს. რატომ?.. ნეტა ფსიქიკა მოქმედებს ცნებებზე თუ ცნებები მოქმედებენ ფსიქიკაზე? თუ არც ერთი და არც მეორე, უბრალოდ “კარგი” და “ცუდი” პირობითი აღნიშვნაა, როგორც “პლუსი” და “მინუსი”? აბა ისე რანაირად ხდება ცნებების დაყოფა “კარგებად” და “ცუდებად” ვინ ახარისხებს.. რატომ არავის მოუვიდა თავში ისეთი ლექსიკონის შედგენა, სადაც სიტყვები დალაგებული იქნება არა ანბანის მიხედვით, არამედ უარყოფით და ნეიტრალურ სიტყვებად?.. ალბათ ნეიტრალური სიტყვებიც არსებობს.”

წიგნში, რომელშიც ყველაფერი ამბივალენტურია, დიდი ადგილი ეთმობა ხორცისა და სულის დაპირისპირებასაც. ორი ქალიდან ერთი სავსე, ვნებიანი და მიმზიდველი… მეორე – სპეტაკი სულის მქონე, ნარნარა და კეთილშობილი… მდგმური – გაორებული, შუაზე გახლეჩილი… მკითველისთვის იმდენად ნაცნობია ყველაფერი, ხანდახან ფიქრობს, იქნებ მე ვარ ის, ვინც მდგმურის მაგივრად უნდა დაეცეს მორალურად, რომ შემდეგ ამაღლდეს? ვინ იცის, იქნებ მართლაც ჩვენ ვართ ის, ვინც ნადგურდება სულიერად, რომ შემდეგ ახლიდან დაიბადოს…

10 responses to “ჯემალ ქარჩხაძის “მდგმური”

  1. ზალიან კარგი პოსტია და ახლა დიდი სურვილი მაქ რომ ქარჩხაძირ რომელიმე წიგნი მაინც წავიკითხო🙂

    Like

  2. შეყვარებული ვარ ქარჩხაძეზე .გენილაურია,დიდ ემოციებსა და შთაბეჭდილებეში გამხვია მდგმურის წაკიტხვამ,რომელიც ძალიან დიდი ხანს გამყვა.

    Like

  3. დღეს დავამთავრე კითხვა, ესეც იმ რომანებს შორისაა, რომელსაც ერთი ამოსუნთქვით წაიკითხავ.
    ფინალი ძალიან ემოციური აქვს, იმდენად ემოციური, რომ გული ამიჩქარდა🙂
    ჩემთვის ძალიან სასიამოვნო აღმოჩენაა ქარჩხაძე, ხშირად აღვნიშნავ, რომ კარგია, ასე რომ გადავდე მისი რომანების წაკითხვა🙂
    თუმცა, “ქარავანი” მაინც ყველას მირჩევნია.

    Like

  4. საოცრად შეყვარებული ვარ ამ მწერალზე, მეც ყველასთან ერთად ^^ დიდი ხანია “მდგმური” – ს წიგნის წაკითხვის გზას ვადგავარ… “ანტონიო და დავითი” -ს შემდგომ იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდიინა ჩემზე ქარჩხაძემ რომ პირდაპირ შემიყვარდა ეს მწერალი
    და როდესაც მის სხვადასხვა ნაწერებს ვკითხულობ სულ ეს კითხვა მიჩნდება “ნუთუ ამ მწერალს ათი ენა აქვს , რომ სათქმელი ათივეჯერ სხვადასხვანაირი ფორმით გადმოსცეს?!”
    აქვს ის თავისეული ენა რითაც ცდილობს შენ გაფიქროს, გაფიქროს და ბოლოს თვითნვე გეტყვის რომელ მხარეს უნდა ეძებო პასუხი…

    Like

  5. ელ ვეეერისიიაა არგაააქვთ ? დამიილიიინკეეთ😦

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s