ქარის მოტანილი წერილების დღე 2013

ერთი წლის წინ, წიგნების ერთ ძალიან მყუდრო და მტვრიან მაღაზიაში, მორიგი წიგნის შერჩევისას საინტერესო წერილი აღმოვაჩინე. მართალია, წერილი 22 სექტემბერს იყო დაწერილი, მე კი სამი თვის მერე ვიპოვე, მაგრამ ბედნიერება, რომელიც ამ წერილმა მომიტანა ძალიან დიდ ხანს გამყვა (იხ. უცნობი მკითხველის წერილი).  იმდენად დიდ ხანს, რომ თითქმის ერთი წერლი სულმოუთქმელად ველოდი წერილების დღეს, რომ მეც დამეწერა წერილები და ისინი ქარისთვის გამეტანებინა.

და ეს დღეს დადგა… ძალიან წვიმიანი, ცივი, მოღუშული. დავჯექი სამუშაო მაგიდასთან, ერთ ხელში ფანქარი დავიჭირე, მეორეში საყვარელი ჩაის ფინჯანი და წერას შევუდექი. სრულიად თავისუფალი ვიყავი, შემეძლო დამეწერა ნებისმიერ თემაზე, დიდი ან პატარა ასოებით, ჩამედო ნებისმიერ კონვერტში ან სულაც არ ჩამედო, გამემხილა ჩემი სახელი ან ანონიმად დავრჩენილიყავი და ა.შ მიუხედავად ამ ყველაფრისა, მინდა გითხრათ, რომ არც ისე ადვილი აღმოჩნდა უცხო ადამიანისთვის წერილის მიწერა, მაგრამ დაახლოებით თხუთმეტ წუთში ოთხი წერილის დაწერა მაინც მოვახერხე.

წერილები ძალიან გავდნენ ერთმანეთს შინაარსით. თითოეული მათგანის წინა მხარეს მეწერა კითხვა, უკანა მხარეს კი საყვარელი მწერლების ციტატები ამ თემებთან დაკავშირებით. ადრესატებს ვთხოვდი, რომ პასუხი გაეცათ ამ კითხვებზე, რომლებიც ცხოვრებისეული უფრო იყო, ვიდრე ინტელექტუალური.

აი, ერთ-ერთი მათგანიც


საღამოს 5 საათიდან იწყებოდა ჩემი მარშრუტი რუსთაველის გამზირზე, სადაც მელოდებოდა დაგეგმილიOchobooks და სპონტანური სამი ადგილი.

პირველად გავერმართე ე.წ “პუშკინის” სკვერში, სადაც დამხვდა მშვენიერი შესახედაობის ყუთი.

აქვე დავემშვიდობე პირველ წერილსაც…

შემდეგი ორი “გაჩერება” აღმოჩნდა ტრადიციული და ბანალური, მაგრამ საინტერესო წიგნების მაღაზიები.

ბოლოს, გადავწყვიტე მეოთხე წერილი საჩუქრების მაღაზიაში დამემალა. თავიდან ცოტა ვყოყმანობდი, იქნებ ეს სუვენირი არავინ იყიდოს-მეთქი, მაგრამ ბოლოს წერილი მაინც დავტოვე.

უკანასკნელი წერილის დატოვების წამიდან დავიწყე ადრესატის წერილისთვის ლოდინი…

8 responses to “ქარის მოტანილი წერილების დღე 2013

  1. მაღაზია კარგად მოგიფიქრებია. რამაგარია წიგნს რომ იყიდი და ესეთი წერილი რომ მოყვება ^_^

    Like

  2. ანუ მომავალ წელს კიდევ 4 შენაირი გაავრცელებს წერილებს…

    Like

  3. გადასარევია, ამ პოწსტამდე ვერ ვხვდებოდი ამ დღის აზრს და არანაირი სურვილი არ მქონდა მეც დამეწერა ან მიმეღო წერილი, ახლა კი უცებ მომინდა შემდეგი წელი ყოფილიყო, რომ მეც დამეწერა

    Like

  4. ძალიან მინდა რომ მეც დავწერო წერილი და ქარს გავატანო.მაგრამ უფრო საინტერესო იქნებოდა ის წერილი რომელსაც ქარი მომიტანდა!

    Like

  5. Pingback: მეტამორფოზის 2013 წელი (review) | Le blog de Marita·

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s