კობო აბეს “ქალი ქვიშაში”

წიგნის მაღაზია “სანტა ესპერანსას” პროექტი “ანოტაცია”. პირველი დავალება. წინ კიდევ ოთხი საინტეესო კვირა და ოთხი ლიტერატურული თემაა.

“სიმარტოვე – ეს ოცნების დაუოკებელი წყურვილია” , – წერს კობო აბე.

ფრაზა, რომელიც,ალბათ, ბევრჯერ გაუხაზავთ იაპონურ ლიტერატურაზე შეყვარებულ მკითხველებს ლაიტმოტივად გასდევს რომანს “ქალი ქვიშაში”. მართლაც, ეს უკანასკნელი სავსეა სიმარტოვით, უშედეგო ბრძოლით, სასოწარკვეთილებით, დაცემითა და უძლურებით.

იაპონელ კაფკას, როგორც ხშირად კობო აბეს უწოდებენ  გააჩნია განსაკუთრებული უნარი ჩვენს წარმოსახვაში გააღვიძოს სიზიფეს მითი და ახლებურად დაგვანახოს ცხოვრება, რომელიც კაცობრიობისთვის ქვის ზიდვაა, ნიკი ძიუმპეისთვის კი ქვიშისაგან თავის დაღწევის უშედეგო ცდა.

ერთი ჩვეულებრივი ენტიმოლოგის არაჩვეულებრივი ისტორია მაშინ იწყება, როდესაც ეს უკანასკნელი “დაშლილი მთის ქანის გროვით” ანუ ქვიშით დაინტერესდება და გადაწყვეტს, იაპონიის შორეულ სოფელში გამგზავრებას ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებისა და განსაკუთრებული მწერების ჯიშის აღმოჩენის იმედით. იმედი, რომელიც სრულიად არ შეეფერება რომანის ხასიათს, ხანდახან მაინც გაიელვებს ხოლმე წიგნის ფურცლებზე და თავიდან ფეხებამდე შეძრულ მკითხველს არ აძლევს მოსვენების საშუალებას.

womaninthedunes

სკოლის მასწავლებლის ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა სოფელში ჩასვლის შემდეგ. ასოციაცია, რომელიც ახლახან გაჩნდა თქვენს ცნობიერებაში სულაც არ გავს სოფლის აბესეულ გაგებას. აქ, ადამიანები ცხოვრობენ, იმისთვის რომ იმუშაონ და არ მუშაობენ იმისთვის, რომ იცხოვრონ. აქ არის ქვიშა, რომელიც სოფლის სიცოცხლის მამოძრავებელიცაა და სიკვდილის მიზეზიც.  ადგილობრივი მკვიდრნი იძულებულნი არიან, შემთხვევით მოხვედრილი ტურისტები ან უბრალოდ მგზავრები ფიზიკური სამუშაოსთვის გამოიყენონ, რათა თავად გადარჩნენ. ასე გადაუჭრეს ნიკი ძიუმპეის ორმოდან ამოსასვლელი თოკი და დატოვეს ქალთან ერთად, რომელიც რომანის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟია.

მწერალი, რომელიც თავისი მოტივებით ენათესავება ეგზინციალურ ლიტერატურას, მკითხველს ბევრ რამეში აეჭვებს და ერთ რამეში არწმუნებს: ცხოვრება სასტიკია, ადამიანი მარტოა, მან ყოველგვარი ილუზია დაკარგა სამყაროსა და საკუთარი თავის მიმართ.

ვინც იოზებ კ. სთან ერთან დადიოდით სასამართლოს პროცესებზე, ვინც დილით გაიღვიძეთ და მიხვდით, რომ ხოჭო ხართ, ვინც ერთხელაც წახვედით ცხვარზე სანადიროდ, მაგიდაზე წერილის დატოვება და იაპონიის ქვიშიან სოფელში გამგზავრება არ დაგავიწყდეთ. იქ თქვენ ნამდვილი ბრძოლა გელით სიცოცხლისათვის და არავინ იცის, გადარჩებით თუ არა…

“მხოლოდ გემის დაღუპვისას სასწაულით გადარჩენილს შეუძლია გაიგოს იმ ადამიანის ფსიქოლოგია, ვისაც უკვე იმისთვის ეცინება, რომ სუნთქავს.”

“განა სამყარო საბოლოო ანგარიშით ქვიშას არ ჰგავს?.. ქვიშა როცა მშვიდადაა, არაფრით არ ავლენს თავის არსს… სინამდვილეში ის კი არ მოძრაობს, თვითონ მოძრაობაა ქვიშა…”

6 responses to “კობო აბეს “ქალი ქვიშაში”

  1. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი რომანი, კარგი ანოტაციაა, გვერდზეც დავაშეარებ.
    წარმატებები😉

    Like

    • მადლობა. აქვე ვიტყვი, რომ მიხარია ერთ-ერთი საყვარელი ბლოგის ავტორის კომენტარი:)

      Like

  2. ვერ ვიტყვი რომ იაპონურ ლიტერატურაში დიდად ვერკვევი, მაგრამ რაც წამიკთხავს ძაან ვამგვანებ მე–20 საუკუნის ფრანგულ ლიტერატურას, განსაკუთრებით აბსურდისტებს… ეს წიგნი არ მაქვს წაკითხული მაგრამ პრობლემა და დასკვნა აქაც იგივეა, ადამიანი მარტოა, ნებისმიერი მისი ქმედება წინასწარვეა განწირული, ფინალი კი ყოველთვის სულისშემძვრელი…

    Like

    • დემეტრე გეთანხმები, მეც გამახსენდნენ ფრანგი აბსურდის თეორიის მიმდევრები. ერთი მხრივ, ვეთანხმები, რომ ადამიანმა რაც უნდა ეცადოს, მაინც განწირულია. მეორე მხრივ, კი ამ ბრძოლას ისე ვუყურებ როგორც აუცლებლობას. ჩვენ მაინც უნდა ვეცადოთ, რომ შევცვალოთ რაღაც და ვიბრძოლოთ ამისთვისაც, მაშინაც კი, როცა ვიცით რომ ყველას და ყველაფრის დასასრული ერთი და იგიბეა.

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s