სვანეთის მოამბეზედ

თავისუფლება ადამიანის უმთავრესი სულიერი მოთხოვნილებაა. ზოგი მშობლებისგან განცალკევებით ეზიარება ამ გრძნობას, ზოგი დაკარგული ტერიტორიების აღდგენით, ზოგი გათხოვებით, ზოგი წიგნების კითხვით, ზოგი კი მთაში მოგზაურობით. ვფიქრობ, ეს უკანასკნელი საუკეთესო საშუალებაა.

მთაში აქამდეც ვყოფილვარ ყაზბეგში, თუმცა შთაბეჭდილება, რომელიც სვანეთმა მოახდინა ჩემზე გაცილებით უფრო დაუვიწყარი და შთამბეჭდავია. მართალია, მაღალი მთებისა და კლეების შემყურეს ცოტათი მეშინოდა ვიწრო გზებზე (განსაკუთრებით მოსახვევებში), მაგრამ მალე მივეჩვიე ხედებს “მარშუტკიდან” და ცოტა ხანში აკვიატებული აზრები კლდიდან გადაჩეხვის შესახებ ჩაანაცვლა სასიამოვნო მუსიკამ და მოლოდინებმა სვანეთის შესახებ.

ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა.  ვიყავით შდგრას ჩანჩქერზე. ჯერ გავიარეთ ყველაზე ცივი მდინარეები, რომლებშიც კი ოდესმე ჩამიდგამს ფეხი, შემდეგ ულამაზესი ტყეები, რომლებიც იმდენად მწვანე იყო, რომ თვალები ამიჭრელდა და, ბოლოს, როგორც იქნა ავედით ჩანჩქერთან, უშბის ძირში.

წარმოუდგენელია გადმოსცე გრძნობა, რომელიც გეუფლება რამდენიმე საათიანი სიარულის შემდეგ, როდესაც მიზანს უახლოვდები და ფეხების ტკივილსაც ვეღარ გრძნობ. მართალია, შარშან დავრწმუნდი იმაში, რომ კარვებში ცხოვრება და მთაში ხეტიალი არ არის “ჩემი”, მაგრამ რამდენიმე დღე მთის ჰაერის სუნთქვა  და ღამის პატარა, ხის სახლუკაში გატარება სიცოცხლისთვის აუცილებელიც კი ყოფილა.

სვანეთში ყოფნისას ერთ კითხვაზე გავეცი პასუხი. მივხვდი, თუ საიდან იღებდნენ ვაჟა-ფშაველა, ალექსანდრე ყაზბეგი და გოდერძი ჩოხელი ამხელა სიბრძეს. ყველაფერი იმის დამსახურებაა, რომ მთაში ყველაფერი სხვანაირია, ემოციურია, გრძნობებით სავსეა, თავისუფალია, და ყველაფერს, მათ შორის საჭმელს, წიგნის კითხვას თუ უბრალო საუბარს მეგობართან, სხვა გემო აქვს.

სვანეთში შეხვდებით უამრავ უცხოელ ტურისტს, რომლებიც გაგიღიმებენ და მოგესალმებიან. 40-50 წლის ადამიანები, რომლებიც ქართულ რეალობაში მოწყვეტილნი არიან აქტიური ცხოვრების წესს, აშკარად ძალიან დიდი სიცოცხლის წყურვილით გამოირჩევიან არაქართულ რეალობაში. მაშინ როდესაც უყურებ მათ, თუ როგორი დასვენებულები არიან რამდენიმე საათიანი სიარულის შემდეგ, გრცხვენია, რომ აღიარო თუ როგორ გადაიღალე.

როგორც ყველა მხარეს, ასევე სვანეთსაც, ჰყავს გმირი, რომლითაც ყველა ადგილობრივი ამაყობს. სვანეთში ასეთი ადამიანი არის მიხეილ ხერგიანი, რომლის შესახებაც აქამდე ძალიან ცოტა რამ ვიცოდი. რა თქმა უნდა, ყველას შეუძლია ვიკიპედიაში ამ ადამიანის ბიოგრაფიის წაკითხვა, მაგრამ მოხვდებით რა მის სახლ-მუზეუმში, სულ სხვანაირად შეხედავთ მთამსვლელს, რომელიც ალპებში ტრაგიკულად გარდაიცვალა.

არ ვიცი, რომელი გრძნობა უფრო ჭარბობს ჩემში სვანეთიდან დაბრუნების შემდეგ, სირცხვილი თუ სიამაყე?

მეამაყება, რომ ქართველი ვარ და ყველაფერი,რაც ვნახე ჩემს მიწაზეა და ჩემი მიწისაა, მაგრამ მრცხვენია, რომ ეს ყველაფერი აქამდე არ მქონდა ნანახი. მრცხვენია, რომ ძალიან ბევრჯერ მიოცნებია მომენახულებინა ალპები, წავსულიყავი ევროპაში სამოგზაუროდ, მაგრამ არც ერთხელ მიფიქრია, პირველ რიგში სვანეთში წავსულიყავი.

ახლა, როდესაც მთაში მოგზაურობამ ძალიან ბევრ ცხოვრებისეულ საკითხზე დამაფიქრა და სხვა თვალით დამანახა სამყარო, მიხარია, რომ კიდევ ძალიან ბევრი რამ დამრჩა სანახავი. წინ მელის პირველად ნახვის ბედნიერება…

6 responses to “სვანეთის მოამბეზედ

  1. მე კიდევ ძალიან, ძალიან მრცხვენია, რომ საერთოდ მთებს ფოტოებზე ვუყურებ. სურვილი დიდი მაქვს, თუმცა სანამ ვინმეს ავიყოლებ ,კი გავა ეს ზაფხულიც😦

    Like

    • არადა აუცილებლად უნდა ნახო, თორემ ინანებ ჩემსავით, აქამდე სად ვიყავიო😦

      Like

      • ” მრცხვენია, რომ ძალიან ბევრჯერ მიოცნებია მომენახულებინა ალპები, წავსულიყავი ევროპაში სამოგზაუროდ, მაგრამ არც ერთხელ მიფიქრია, პირველ რიგში სვანეთში წავსულიყავი.” – მეც ასე ვიყავი, მაგრამ ისეთი შთაბეჭდილებებით ჩამოდიოდნენ ჩემი ნაცნობები, მართლა დავრწმუნდი, რომ საოცრებაა..
        თან შეიძლება არასწორს ვამბობ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ადამიანი სანამ მსოფლიოს ნახვას მოისურვებს, მანამ საკუთარი უნდა ნახოს…

        Like

  2. მე მესმის შენი:) უშგულში იყავი?სასწაულია!! ღმერთთან ხარ საშინლად ახლოს აი არ ვიცი როგორ გითხრა , ცაში ხარ

    Like

  3. მეც ვიყავი წელს სვანეთში:)) მესმის შენი ნამდვილი სასწაულია! ♥

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s