ფრანც კაფკას “მეტამორფოზა”

“ერთხელ დილით, როცა გრეგორ ზამზამ შფოთიანი სიზმრების შემდეგ გამოიღვიძა, აღმოაჩინა, რომ თავის საწოლში რაღაც საშინელ მწერად ქცეულიყო.”

ახლიდან დაბადება, რომელიც ასე კარგად ჟღერს, შესაძლოა, ბევრი პრობლემის მომტანი აღმოჩნდეს. მაგალითად მაშინ, როცა საქმე ეხება უბრალო კომივოიაჟერის საცეცებიან მწერად გარდასახვას. გრეგორ ზამზა, ადამიანობიდან არაადამიანად გახდომის მომენტიდან “მეტამორფოზის” მთავარი გმირია. ყავისფერი ქერქლით დაფარული მუცელი და ჯავშნიანი ზურგი იმის მაუწყებელია, რომ ფრანც კაფკას პერსონაჟი ვეღარ ივლის სამსახურში, ვეღარ შეჭამს უწინდელ საკვებს, ვეღარ ისაუბრებს და,რაც მთავარია, ვეღარ იქნება საზოგადოებისა და ოჯახის სრულფასოვანი წევრი.

მკითხველი, რომელიც ძალიან პატარა ნოველისგან ფიზიკური მეტამორფოზის აღწერას ელის, იმედგაცრუებული დარჩება, რადგან მთელი მოთხრობა გრეგორის სულიერი ტკივილის, იმედგაცრუების, საკუთარი გარეგნობის გამო სირცხვილის და საკუთარი პიროვნებისადმი შეუგუებლობის გარშემო ტრიალებს.

თითოეულ ადამიანს თავის წარმოსახვაში ჰყავს იდეალური “მე”. როდესაც იგი ძალიან დაშორებულია რეალური “მესგან”, ადამიანი სასოწარკვეთაში ვარდება და ხანდახან სძულს კიდეც საკუთარი თავი. მაშინ რა მოიმოქმედოს გრეგორმა, რომელიც შინაგანად ადამიანია, გარეგნობით კი საკუთარ დასაც აფრთხობს? ნუთუ მხოლოდ იმიტომ, რომ გრეგორი მწერად იქცა, ოჯახს იგი უნდა შეზიზღდეს?

კაფკა ამ კითხვებს შემდეგნაირად პასუხობს. ადამიანის სისასტიკესა და გულგრილობას საზღვარი არ აქვს. მას შეუძლია შეიძულოს საკუთარი ოჯახის წევრი, თუკი მისგან ვეღარ მიიღებს სარგებელს და შერცხვეს მისი, რადგან აწ უკვე ყოფილი საყვარელი ადამიანი უღირსი და უშნო მწერია.

მისტერ და მისის ზამზები და გრეტა, გრეგორს, მოვალეობის გამო “უვლიან”. თუმცა მალე მისდამი ზიზღი იმდენად ძლიერდება, რომ მისტერ ზამზა საკუთარი შვილის მოკვლასაც კი განიზრახავს. გრეგორს ოთახში გამოკეტავენ და იქიდან გამოსვლის საშუალებასაც არ აძლევენ. ცდილობენ როგორმე  დამალონ, რომ საზოგადოებამ ვერ გაიგოს მათი ტრაგედია. აქაც ვხვდებით საზოგადოების მანკიერ მხარეს. იმის მაგივრად, რომ დედა, მამა და და “მხარში დაუდგნენს” გრეგორს, ეგოისტურად იჩენენ მისდამი გულგრილობასა და სიძულვილს.

გრეგორ ზამზას არ შეუძია მიიღოს თავისი თავი ისეთად, როგორიც ის არის. ის ოცნებობს, რომ ერთ მშვენიერ დღესაც ისევ შეძლებს გაუღიმოს გრეტას და უთხრას მას, თუ რა კარგად უკრავს ვიოლინოზე. გრეგორის ცხოვრება იმიტომ კი არ არის ტრაგედია, რომ მწერად იქცა, არამედ იმიტომ, რომ მან ვერ გაიაზრა საკუთარი იდენტობა, დაიკარგა ადამიანობასა და მწერობას შორის.

მარიო ვარგას ლიოსამ დაწერა, რომ ლიტერატურას უდიდესი ძალა აქვს და იგი რელიგიის, იდეოლოგიის,  უხეშობის და სხვათა მიერ აგებულ საზღვრებზე მაღლდება. მართლაც, “მეტამორფოზამ”, რომელმაც დიდი გავლენა მოახდინა მე-20 საუკუნის მწერლებსა და ეგზისტენციალიზმზე, მკითხველში სიბრალული და სევდა გამოიწვია და ნაწილობრივ მაინც გააღვიძა მიძინებული ადამიანობა.

5 responses to “ფრანც კაფკას “მეტამორფოზა”

  1. ერთ-ერთი იშვიათი ნაწერი რომელიც ბევრჯერ დავიწყე და ბოლომდე ვერასოდეს წავიკითხე :)))

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s