ქალთა უფლებები საქართველოში

“ქალი რო მოგეწონება და შენთვინ რო გინდა”, “სახლისთვინ რო გინდა” – აი, ასე ესმით საქართველოში ქალთა უფლებები. ერთდროულად სასაცილოა და სატირალი, როდესაც 73 წლის კაცი 70 წლის ქალს იტაცებს. საერთოდ, არ მესმის რაში მდგომარეობს მოტაცების ხიბლი. ალბათ იმაში, რომ “სიყვარულს ბრძოლის და საბოლოოდ მიზნის მიღწევის ელფერი მიეცეს? მაგრამ ფაქტია, რომ დამახინჯებულ ტრადიციას არაერთი მიმდევარი ჰყავს და მას, ვინც ამ ყბადაღებულ ტრადიციას შეეწინააღმდეგება, ყელზე დადის დადებით დაემუქრებიან. (იხილეთ ვიდეო)

ქართული საზოგადოების შეგნებას არაერთხელ გავუოცებივარ, მაგრამ ბოლოს რამდენიმე კვირის წინ სოციალურ ქსელზე გავრცელებულმა სტატუსმა დამარწმუნა მარტივ ჭეშმარიტებაში: ჩვენთვის თანასწორობა მხოლოდ თეორიულად არსებობს. სინამდვილეში იმ სამწუხარო სტატისტიკაში, რომ ყოველი მე-11 ქალი ძალადობის მსხვეერპლია, ქალებსაც ისეთივე დიდი წვლილი მიუძღვით როგორც კაცებს.

“მე ქალი ვარ ესეიგი მე უფრო სუსტი ვარ…მე ვთვლი რომ საჭმლის მომზადება, მისი თეთრეულის გარეცხვა და პერანგების გაუთოვება ჩემი ისტორიული მოვალეობაა. მე ვხედავ ამაში ქალურ ბედნიერებას-ვიზრუნო ჩემს მამაკაცზე…მე ვთვლი, რომ კაცი ცოტა უხეში უნდა იყოს…მე მინდა კარგად გამოვიყურებოდე მისთვის, რომ მან შეაფასოს და იფიქროს რა კარგი ვყავარ”

და ბოლოს ამ ფრთიან გმაონათქვამებს მოჰყვება ფრაზა “დიახ, მე ძველმოდური ვარ” და ავტორის (ანჯელინა ჯოლის) სახელი და გვარი. რა თქმა უნდა ეს ტექსტი ანჯელინა ჯოლის არ ეკუთვნის და სასაცილოა, ამ ყველაფრის დაჯერება, მაგრამ ვისაც არ უნდა ეკუტვნოდეს ფაქტია, რომ ქართველი ქალების დიდი ნაწილი, ვინც ნახა და გაიაზრა ეს შეხედულება ან არ უნახავს, მაგრამ იმავეს ფიქრობს, ჭურჭლის  მრეცხაობას საკუთარ ისტორიულ მოვალეობად მიიჩნევს. ალბათ, შვილის გაზრდაც ცალმხრივი მოვალეობა ჰგონიათ. აბა, მამას რა ესაქმება ბავშვთან?! ბავშვი ხომ დედის საკუთრებაა?! ასევე გამიჩნდა კითხვა: რატომ ვცდილობთ ქალები რომ კარგად გამოვიყურებოდეთ? “ძველმოდური ქალები” კარგად იმიტომ იცვამენ და გამოიყურებიან, რომ კაცებს მიანიჭონ ბედნიერება. უბრალოდ სასაცილოა, რომ საკუთარი სილამაზე ჯერ სხვისთვის გინდოდეს და ბოლოს – შენთვის.

საინტერესო ფენომენია ქართველი დედაც, რომელიც ჯერ დედაა და მერე – ქალი. როგორც ჩანს, ჩვენში ჯერ კიდევ ღრმადაა გამჯდარი ტენდენცია, რომ შვილები მამულს უნდა შევწიროთ და იმისთვის გავაჩინოთ, რომ ერი გამრავლდეს. თითქოს დედობა მოვალეობაა და არა არჩევანი. ამასთან დაკავშირებით გამახსენდა თბილისის ქუჩებში მოწყობილი აქცია, რომელიც დაახლოებით ასე ჟღერდა : “ქალი ქარხანა არ არის”. ზოგიერთს გაეცინება, როდესაც ქალს ქარხანასთან ადარებენ, მაგრამ ეს ყველაფერი, რაც უნდა სასაცილო იყოს, მწარე რეალობაა.

გადაავლეთ თვალი ქართულ ლიტერატურას. თითქმის ვერ იპოვოთ ქალ პერსონაჟს (ერთადერთი ვინც მახსენდება ოთარაანთ ქვრივია) ,რომელშიც ავტორი ხაზს უსვამს გონიერებას ან განათლებას. სამაგიეროდ ბევრია მოთხრობა და რომანიც, სადაც ქალი კარგი დედაა, “თავსაფრიანი დედაკაცია” ან უბრალოდ კაცის მაცდურია.

2011 წლის მონაცემებით მსოფლიოს 190 მმართველიდან 9 ქალია, პარლამენტის წევრი კი დაახლოებით 13 პროცენტი. მსოფლიოს ვირუსივით მოედო თანასწორობის ეპიდემია, მაგრამ საქართველო აქაც გამონაკლისია. ისღა დაგვრჩენია, დავიზეპიროთ ქალი მეცნიერების სახელები, რადგან სუსტი და ძლიერი სქესის შესახებ კამათის დროს ყველაზე კარგად, სამწუხაროდ, ეს არგუმენტი ჭრის :))

23 responses to “ქალთა უფლებები საქართველოში

  1. თითქმის ყველაფერში გეთანხმები მარიტა, იმის გარდა რომ ქალის მოვალეობა დედობა აუცილებლად არის. მაგრამ ამას რა თქმა უნდა შენ არ გაიზიარებ, თუ აგრუნის ერთ–ერთი ლექტორს გიორგი მელაძეს ეთანხმები [უბრალოდ გამახსენდა], რომელიც ამბობს რომ “საერთოდ 21 საუკუნეში ქვეყანაში წამყვანი როლი რელიგიას რომ უკავია ეგ ტრაგედიაა.”

    ვოტ ტაკ.. აი ეს ფრაზა არის ზუსტად ტრაგედია :დ რატო გამახსენდა არ ვიიც მაგრამ … რელიგიას ხშირად ივიწყებენ.

    Like

    • მე ვფიქრობ, რომ ვალდებულებაზე მეტად მოთხოვნილებაა. ქალს ინსტინქტურად აქვს გამჯდარი მოთხოვნილება, რომ გახდეს დედა. მაგრამ თუ ვიღაცას არ უნდა დედობა, არ ნიშნავს რომ სურვილის საწინააღდეგოდ უნდა გააჩინოს შვილი. იმიტომ რომ ვალდებულია ერის წინაშე.

      Like

      • შთამომავლობის დატოვება ზოგადად ადამიანის ინსტიქტია, ანუ ზუსტად ისევე არის კაცის ინსტიქტი, როგორც ქალის, ამიტომ ნუ მიაწერთ ამ ინსტიქტს მხოლოდ ქალს, და ნუ განამტკიცებთ არასწორ სტერეოტიპებს, ძალიან გთხოვთ.

        Like

    • მე ქალი ვარ და არ ვთვლი, რომ დედობა ჩემი მოვალეობაა. პირველ რიგში სურვილი და არჩევანია ჩემთვის. 1 წელია რაც გათხოვილი ვარ და ყველა ნათესავი, ახლობელი თუ ვინც არ უნდა იყოს ტვინს ბურღავს – ბავშვი, ბავშვი. ღრმადაა ბევრის აზროვნებაში გამჯდარი, ბავშვი და მოვალეობები. მე ჯერ კარიერას ვიკეთებ და ეს არ ესმით – აქაც მოვალეობებს მჩრიან ცხვირში.
      არაა ჩემი ისტორიული მოვალეობა გამრავლების მანქანად და მონად ყოფნა!!!! ჩემი სხეული ჩემი ნებაა! მე ღვთისგან მაქვს ბოძებული არჩევანის თავისუფალი ნება, ისევე როგორც ყველა მამაკაცს და მე ვიყენებ ჩემს არჩევანს, მე ვგეგმავ ჩემს ცხოვრებას ისე, როგორც მინდა.
      პოსტის ავტორს დიდი მადლობა!

      Like

  2. ცოტა აბდაუბდად დავწერე.. შენ ამბობ რომ დედობა მოვალეობა არ არის, მე ვამბობ რომ არის. ვსო ; დ

    Like

    • შთამომავლობის დატოვება ზოგადად ადამიანის ინსტიქტია, ანუ ზუსტად ისევე არის კაცის ინსტიქტი, როგორც ქალის, ამიტომ ნუ მიაწერთ ამ ინსტიქტს მხოლოდ ქალს, და ნუ განამტკიცებთ არასწორ სტერეოტიპებს, ძალიან გთხოვთ.

      Like

  3. მომნატრებია ასეთი პოსტები, პროტესტი და საკუთარი აზრი რომ ჩანს. შეიძლება მე მეჩვენება მაგრამ დღეს ქართულ ბლოგოსფეროში ძალიან იკლო ასეთმა პოსტებმა. არადა საჭიროა..

    Like

  4. იგივე თემა ჩემს “აპრილის მარაზმებში”. http://gijmaj.wordpress.com/2013/04/21/aprilmar/
    კარგია, რომ მონათესავე პოსტი აღმოვაჩინე. საზოგადოების ზეწოლის, ანუ სტრუქტურული ძალადობის ბრალია რომ ქალთა მიმართ მსგავსი მოპყრობის გამართლება ხდება. საშველი სად არის?

    Like

    • საშველი მენტალიტეტის შეცვლაში და ღირებულებების გადაფასებაშია. ჩემი აზრით, იმ ქალებს, რომლებიც არ ანგრევენ ოჯახებს იმიტომ რომ “ძმა სახლში არ შეუშვებს” ან “მეზობელი რას იტყვის” ცემის ღირსები კი არ არ არიან, როგორც ამას ბევრი ამბობს. ჩვენი დახმარება სჭირდებათ. იქნებ განათლების მიღებამ და იმისმა გააზრებამ, რომ ყველამ თავის ბედნიერებაზე უნდა იზრუნოს შეცვალოს რამე? თან მგონი ყველა ქალმა არც იცის, რომ სხვისი თანასწორია. ჯერ კიდევ სუსტი სქესი და “მოსამსახურე” ან ნივთი გონიათ თავიანთი თავი:(

      Like

  5. ქალთა უუფლებობა უფრო სწორი იქნებოდა, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს, და არაფრის შეცვლა არ შეგვიძლია
    ძალა აღმართს ხნავს, სამწუხაროდ

    Like

    • გეთანხმები, მაგრამ ჩვენი “წარამარაობით” იქნებ ძალიან მცირედი რამ მაინც შევცვალოთ. უბრალოდ იმის გააზრებაც, რომ ვერაფერს შევცვლი მორალურად მანადგურებს:))

      Like

      • მეც და ეს უთანასწორო ბრძოლაც. თუმცა სულ ვიბრძვი…..

        Like

  6. მშვენივრად აწყობილი და მეტად აქტუალურ თემაზე დაწერილი პოსტია. საქართველოში განსაკუთრებით. ქალები თავად ვითხრით სამარეს, როგორც წესი, როცა ქალიშვილობა 30 წლის ასაკში გვეამაყება და ერის გამრავლება უწმინდეს მოვალეობად.
    პოსტ კრისპტუმის მაგიერ: ვეთანხმები მელაძეს.

    Like

    • გეთანხმები, ქალების ძალიან დიდი რაოდენობა თვლის,რომ თუ ქმარი ცემს ღირსია ან ფიქრობს, რომ ის რაც ოჯახში ხდება, ოჯახის გარეთ არ უნდა გავიდეს.

      Like

      • “თუ ქმარი სცემს ღირსია” – ამას მეეჭვება ვინმე დაეთანხმოს. ქალებს ოჯახურ ძალადობაზე დუმილს უფრო საზოგადოებრივი ზეწოლა და “რას იტყვის ხალხი” აიძულებს, ვიდრე “ღირსების” შეგრძნება

        Like

  7. რამდენჯერ მინახავს სრულიად საწინააღმდეგო, როდესაც იმდენად გამჯდარია ეს “სამზარეულოს მენტალიტეტი” ქალში, რომ თითოეული მსგავსი პოსტი თუ აქცია კაცზე მეტად აღიზიანებს.

    Like

  8. ძალიან ცუდი სიტუაციაა ამ მხრივ საქართველოში.ამას ემატება ისიც,რომ ეს თემები მხოლოდ ახლა გახდა აქტუალური,მანამდე ტაბუდადებული იყო.ასევე გაუნათლებლობის და ინფორმაციის ნაკლებობის ბრალია…ახლაც,1-2 მცირემასშტაბიან აქციას ჩაატარებენ,ისე სხვათაშორის იტყვიან გადაცემებში,რომ თურმე ქალსაც აქვს უფლება,ძალადობის შემთხვევაში მოგვმართეთ ამა და ამ ნომერზე და მთავრდება ამით ყველაფერი.სამწუხაროდ,ამ პრობლემის გადაწყვეტას დიდი დრო უნდა და 1-2 წელში ვერავინ მოაგვარებს. აქ ისიც თამაშობს მთავარ როლს,რომ არავის ხმის ამოღება არ უნდა და ერთმანეთს შევყურებთ.აქედან ერთადერთ გამოსავალს ვხედავ და ეს გამოსავალი ჩვენშია.უნდა გვახსოვდეს ყოველთვის:
    მომავალი თაობა ვართ.
    თაობა,რომელსაც შეგვიძლია,რომ შევცვალოთ ის,რაც მიგვაჩნია არა-ნორმალურად.”მაინც ვერაფერს შევცვლით” ასეთი სიტყვებით და პესიმიზმის გამოვლენით ვეგუებით და თვალებს ვხუჭავთ ყველაფერზე.
    აქტუალური უნდა გახდეს ასეთი თემები.აუცილებელია მსჯელობა/კამათი,აზრთა გაზიარება,რომ ჩვენი თაობის მერე მინიმუმამდე იქნას დაყვანილი ქალებზე ძალადობა და მათი ნივთებად აღქმა.მე არ ვამბობ,რომ აუცილებელია ქუჩაში გასვლა და პლაკატებით ხელში ყვირილი.ეს უკიდურესი ფორმაა და არც მიმაჩნია,რომ იმოქმედებს ასეთ სიტუაციაში.ეს ხანგრძლივი პროცესია და ამ პრობლემას რამდენიმე დღიანი ეფექტი,ე.წ მუხტის “აწევა” არ უშველის.
    პ.ს მარიტა როგორ ხარ?🙂

    Like

    • გეთანხმები, ორ და სამ დღეში არაფერი მოგვარდება, საჭიროა ხანგრძლივი პროცესი. ჩვენ საზოგადოების ნაწილი ვართ, ამდენად ჩვენი აზრი უნდა დავაფიქსიროთ. იმედი მაქვს, ადრე თუ გვიან ქართველი ხალხი შეიგნებს, რომ ყველა თანასწორია:) პს. კარგად ვარ, შენ როგორ ხარ?

      Like

  9. ჰომოსექსუალების ზიზღის გამო,ძალადობას ნუ ამართლებთ.ის ფაქტი,რომ აქცია დაემთხვა ცუდ დროს ( ავღანეთიდან ჩამოსვენებული ჯარისკაცების პანაშვიდს) არ გაძლევთ უფლებას,რომ გაამართლოთ/მოიწონოთ/მხარი დაუჭიროთ იმ ქმედებას,რაც განხორციელდა სხვა ადამიანების მიმართ.
    მე მრცხვენია.მე არ მინდა ჩემი რელიგიის სახელით,რომელიც ქადაგებს ჰუმანურობასა და სიყვარულს,ძალადობდნენ საზოგადოების კონკრეტულ ჯგუფზე.

    პ.ს ავადმყოფობა შეიძლება განიკურნოს,მაგრამ აზროვნებას რა ეშველება?

    Like

  10. გეთანხმები იმაში რომ ტრადიციების ფანატიკოსებს ხშირად ზედმეტი მოსდით და იზიარებენ იმას რომ ქალი მხოლოდ ‘კუხნაში’ უნდა იყოს,არც თანასწორობა აქვთ კარგად გააზრებული და მეც ნამდვილად ვთვლი რომ ქალი და მამაკაცი აბსოლუტურად ყველაფრით თანასწორნი არიან,მაგრამ რა არის იმაში ცუდი თუ ქმარს ტანსაცმელს და ჭურჭელს გაურეცხავ?და რადგან ამას აკეთებ ამიტომ მონა ხარ? ან რა არის იმაში ცუდი თუ იმისთვის იპრანჩები რომ საყვარელი მამაკაცისგან კომპლიმენტი მიიღო,ის ციტატა რაც შენ მოიხმე ნამდვილად ანჯელინა ჯოლის სიტყვებია)) და მე თუ მკითხავ ძალიან სწორიცაა,ვალდებულებაზე მეტად ეს შენი სურვილი უნდა იყოს,აარამგონია ანჯელინას მზარეული ან დამლაგებელი არ ყავდეს,უბრალოდ მას სიამოვნებს ამის კეთება და ამაში ცუდი რა არის ვერ ვხვდები…ასიამოვნო ადამიანს რომელიც გიყვარს თუნდაც გემრიელი კერძით? მემგონი ამის კეთებით არანაირად არ კნინდება ქალის უფლებები. რაც შეეხება დედობას,ინსტინქტის გარდა ის ერთგვარი მოვალეობაცაა,ქვეყანაზე მოავლინე ადამიანი და ზუსტად შენი პასუხისმგებლობაა ისე აღზარდო რომ სრულფასოვან პიროვნებად ჩამოაყალიბო

    Like

    • ცუდი არაფერია იმაში, რომ საყვარელ ადამიანს ასიამოვნო. პირიქით, ეს სურვილი თავისთავად იბადება, როცა ვიღაც გიყვარს. უბრალოდ მე ვფიქრობ, რომ საჭმლის კეთება იქნება თუ ბავშვის აღზრდა ორმხრივი უნდა იყოს. სამწუხაროდ, ჩვენთან ყველანაირი მოვალეობა ან მარტო კაცისაა ან ქალის. ჩემთვის იდალური ის ოჯახია, რომელშიც ქალიც და კაციც თანაბარ მონაწილეობას ირებენ შვილის აღზრდაში, თანაბრად იღწვიან კარიერული წარმატების მისაღწევად და როცა ერთმანეთი სჭირდებათ, თანაბრად უდგანან მხარში, რაშიც არ უნდა გამოიხატებოდეს ეს.

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s