პაულო კოელიოს “ალქიმიკოსი”

tumblr_m9bxe8YlA91ren3f3o1_400_large

არსებობენ გზაში საკითხავი მწერლები. ჩემთვის ერთ-ერთი მათგანი პაულო კოელიოა. „პორტობელოელი ჯადოქარი“ თხუთმეტწუთიან სამარშრუტო გზებზე შემომეკითხა. ეს უკანასკნელი რომ არა ძილის წინ წაკითხული “ტრამალის მგელი” კიდევ უფრო დამამძიმებდა და ვინ იცის, იქნებ, უკიდურეს მელანქოლიაშიც გადავეგდე. ორი რადიკალური წიგნის დაპირისპირება ერთი წლის შემდეგ კვლავ განმეორდა ჩემს ცხოვრებაში. ამჯერად ლიტერატურულ ასპარეზზე სტენდალი და პაულო კოელიო აღმოჩნდნენ. მართალია Goodreads-ზე მეგობრებმა გამაფრთხილეს, “წითელმა და შავმა” თავისი დრო მოჭამაო, მაგრამ სკეპტიკურად შევხედე მათ ნააზრევს და ჯიუტად დავიწყე კითხვა. როგორი ოპტიმიზმითაც დავიწყე, ისეთი პესიზმით დავასრულე. ორი თვე დამჭირდა, რომ მივმხვდარიყავი : 50ეულში შესვლა არ ნიშნავს, რომ საინტერესო, აქტუალური და მარადიული წიგნი ხარხარ. ჟულიენ სორელმა იმდენად დამამძიმა, იძულებული გავხდი განვტვირთულიყავი. ამას კი, კოელიოზე კარგად ვერავინ მოახერხებდა.

ეს  უკანასკნელი იმაზე მსუბუქი აღმოჩნდა ვიდრე წარმომედგინა. ერთ დღეში წავიკითხე და ემოციურადაც ერთ დღეზე მეტი ვერ „გაქაჩა“. მიუხედავად იმისა, რომ წერის პროცესში გამალებული ვხაზავდი ციტატებს და მაინტერესებდა, რითი დასრულდებოდა სანტიაგოს ისტორია, დავხურე თუ არა წიგნი მივხვდი, რომ ალქიმიკოსმა ბევრი არაფერი დამიტოვა, არც ფიქრები ამიშალა და არც სამყაროს შემახედა სხვა თვალით.


ეს რომანი  21-ე საუკუნის იმ ადამიანებისთვისაა, ვინც მთელი დღე ბანკში ზის, დიდი ხანია უღალატა ბავშვობისდროინდელ ოცნებებს, მხოლოდ მოგონებებით ცხოვრობს და გამუდმებით დაუფარავ კრედიტზე ფიქორბს. ამგვარ ადამიანებს, რა თქმა უნდა, ესიამოვნებათ, როდესაც საუცხოო, ეგზოტიკური მოგზაურობის მონაწილეები გახდებიან თუნდაც ერთი დღით.

ჩვენმა გმირმა სანტიაგომ დიდი ხანია მიატოვა მშობლების სახლი და მწყემსი გახდა, ფიქრობდა, რომ აქ იპოვიდა საკუთარ თავს და შეიცნობდა ღმერთს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ მწყემსობა მხოლოდ დასაწყისი იყო იმ მოგზაურობისა, რაც წინ ელოდა. ორჯერ ნანახმა სიზმარმა არ მოასვენა და აიძულა განძის საძებნელად წასულიყო შორეულ ეგვიპტეში, პირამიდებთან.

დამეთანხმებით, რომ ძნელია ერთ დღეში შეცვალო საკუთარი ცხოვრება, უარი თქვა მამტერიალურ კეთილდღეობაზე და ყველაფერ იმაზე, რასაც ამდენი ხანი აგროვებდი, მაგრამ წიგნის ფარული მოწოდებაც სწორედ ესაა: უარი ვთქვათ მოვალეობებზე, საზოგადოების მიერ დაწესებულ ჩარჩოებზე, პრესტიჟულ სამუშაოებზე და წავიდეთ იქ, სადაც გული მიგვიწევს. კოელიო ამბობს, რომ : „როცა რაღაც გულით გწადია მთელი სამყარო გეხმარება მის ასრულებაში“.

ალქიმიკოსის ოპტიმისტური განწყობა ადამიანს მოგზაურობას მოანდომებს და ოცნებების ასასრულებლად განაწყობს. ჩვენ გარშემო ყოველთვის მოიძებნებიან ადამიანები, ვინც ამ მიზნების ასრულებაში გვეხმარებიან. სანტიაგოსთვის ესენი არიან მელქისედეკი, ბროლის ჭიქების ვაჭარი, ინგლისელი და ალქიმიკოსი. სანტიაგომ შეძლო აწმყოში ეცხოვრა, განეცადა სიყვარული და ეპოვა ფატიმა , დიდი გზა გაევლო მიზნის მისაღწევად და ბოლოს მიეღწია კიდეც. მას “სამოსელი პირველის” გმირივით დაემართა, იქ მივიდა საიდანაც დაიწყო. პირამიდებთან ჩასული მიხვდა, რომ განძი მშობლიურ ადგილას ეგულებოდა. ამ რომანმა დაახლოებით იგივე ემოციები აღმიძრა რაც პატარა პრინცმა. მართალია დიდად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, მაგრამ რატომღაც მაინც დავუკავშირე ერთმანეთს.

მოკლედ, თუკი რეალობა 21-ე საუკუნეში აღარ გვთავაზობს ადამიანებს რომანტიკულ თავგადასავლებსა და ასრულებული ოცნებების ჯაჭვს, პაულო კოელიო მარტივ გამოსავალს გვთავაზობს. ალქიმიკოსის სახით დროებით გადავეშვათ  ალტერნატიულ რეალობაში, სადაც ადამიანები ცდილობენ უკეთესები იყვნენ, სამყარო ერთი მთლიანობაა, მიზნების მიღწევა კი – შესაძლებელი.

10 responses to “პაულო კოელიოს “ალქიმიკოსი”

  1. პატარა უფლისწული და ალქიმიკოსი თითქმის ერთნაირი როგორ არის კაცო? პატარა უფლისწული უფრო ღრმაა…

    კოელიო კი.. როგორც აღნიშნე ერთი დღის ემოციებსაც ვერ ქაჩავს. ოცნებას მოგვანდომებსო და რაღაც ამდაგვარი რომ გეწერა ერთ–ერთ აბზაცში, მართალია. თუმცა საქმე ის არის რომ ამ ოცნებასაც და ყველაფერსაც მხოლოდ იმ წამებში გვანდომებს, და სხვანაირად ხედვას არ გვაწყებინებს საბოლოოდ. ამიტომ არის ძააალიან მსუბუქი, ძალიან უბრალო და წამიერი.

    პოსტი კარგია,როგორც ყოველთვის.

    Like

    • გეთანხმები, ეგზიუპერი უფრო ღრმა და დამაფიქრებელია. უბრალოდ მსგავსი ემოციები აღმიძრა ორივემ, დადებითი და პოზიტიური, ალბათ ამიტომ მივამსგავსე:)) მართლა იმდენად არაფერი დამიტოვა ამ წიგნმა, ერთ საათში აღარ მახსოვდა. როგორ ახერხებს კოელიო რომ თანამედროვე კლასიკოსად აღიარებენ? აი კითხვა, რომელზეც პასუხი არ მაქვს.

      Like

  2. ხალხს, თინეიჯერებს.. მოკლედ უმეტესობას ახლა მარტივი წიგნები ურჩევნია, გონების წამიერად გასახალისებელი… თანაც მოდა არის ამისი თავი და თავი. ერთი გამოანათა კოელიოს სახელმა და უკვე ვსო, ყველა აჰყვა. ასეა ჯინსების თაობაც. ამბავი მართლა არაჩვეულებრივად არის აღწერილი, მხატვრულადაც ისეც და ასეც, მაგრამ განა მართლა ისეთი კლასიკაა და ისეთი ზეობაა, რომ ყველა მეორე მის ფრაზას “აშეარებს” და ყველა მეორეს წაკითხული აქვს ? :დ

    უბრალოდ მოდა, მოდა.. და საზოგადოება, მოდის ამყოლი

    Like

    • “ჯინსების თაობა” მეც მომწონს, მაგრამ საწყენია, რომ მის და კიდევ სხვა “მოდური” წიგნების გვერდით, სხვა უცნობი და არანაკლებ საინტერესო წიგნები იჩაგრება.

      Like

      • marita :))
        momenatra shentan laparaki….
        rogor midis sheni sakmeebi? : )

        P.s paulo koelios arcerti nawarmoebi ar makvs wakitxuli…sheni postidan gamomdinare vxvdebi,rom didi araferi damikargavs…

        Like

      • მართლა არაფერი დაგიკარგავს, მაგრამ თუ მოგინდება გზაში რამის წაკითხვა პირდაპირ მისწრებაა კოელიო:) მეც მომენატრა ძალიან და განვაახლოთ რა!🙂

        Like

  3. Marita > aucileblad unda ganvaaxlot..🙂 ragac kvlevis magvaris dawyebas vapireb da sheni azris mosmena saintereso iqneba chemtvis🙂

    Like

  4. მე “წითელი და შავი” სადღაც 5 დღეში წავიკითხე, ძალიან ჩამითრია,
    თუ არ გაქვს წაკითხული აუცილებლად წაიკითხეჯეკ ლონდონის მარტინ იდენი

    Like

  5. მარკუს ვენერის– ,,უფსკრულის პირას”… მშვენიერი წიგნია 2აზროვანი დასასრულით

    Like

  6. ”ალქიმიკოსის ოპტიმისტური განწყობა ადამიანს მოგზაურობას მოანდომებს და ოცნებების ასასრულებლად განაწყობს. ” saintereso postebi gaqvs, magram ratomgac koelioze gamotmulma azrma is stereotipebi gaimeora, rac xalxshi arsebobs da koelios gagonebaze safetqelze titis dadebit ironiulad igimian. wignis danishnuleba ra aris? rom ragacisken gibidzgos. dagafiqros, imedi mogces, siyvarulisa da megobrobis rwmena gagichinos an iriqit. gza, sxva, axali gza daganaxos. erterti tu mainc moaxerxa shenshi, e.i mtlad gadasagdebi mwerali ar yofila:)

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s