არა ოკუპაციას!

58812

92 წელი გავიდა იმ დღიდან, როცა “დაცხრა კოჯორი და ტაბახმელა” და საქართველო გააწითლეს. საშინელებაა, როდესაც შენს ქვეყანაში ერთეული ადამიანები, მაგრამ მაინც ამ ფაქტს აღნიშნავენ. არც ისაა კარგი, როდესაც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი საღამოსადმი, ადამიანები მხოლოდ მუსიკის მოსასმენად მიდიან.

ის, რაც გუშინ შარდენის სკვერში გაიმართა, იყო ზოგისთვის უფასო პონტი, უმეტესობისთვის კონცერტი და ძალიან ცოტასთვის საკუთარი აზრის დასაფიქსირებელი სივრცე. მართალია, არ იყო ცოტა ხალხი, მაგრამ მაინც მეწყინა, როდესაც მისულს  90 % თინეიჯერები დამხვდნენ. როგორც ჩანს, დღეს, სრულწლოვანი, აქტიური, და ოკუპაციის დამგმობი ადამიანების დეფიციტია. მაგრამ ისინი ვინც იყვნენ, იყვნენ გააზრებულად და ეს დასაფასებელია.

დავრწმუნდი იმაშიც, რომ რასაც უნდა ეხებოდეს პროექტი, თუ არის მუსიკა და დალევის “პონტი”, აუცილებლად იქნება ჩხუბიც, თანაც რამდენჯერმე. ბოლოსდაბოლოს საქართველოში ვართ და რატომ მავიწყდება, რომ აქ ყველას კულტურა გვშია? კულტურასთან ერთად აუცილებლად უნდა ვახსენო მოსმენის კულტურაც, რაც არ გაგვაჩნია. როდესაც ერთ-ერთი იუნკერის ოჯახის წევრი საუბრობდა საკუთარი ოჯახის ისტორიაზე, წინა რიგში მდგომს შეძახილები,ყვირილი და სტვენა უფრო მესმოდა, ვიდრე ამ ადამიანის საუბარი!

რაც შეეხება ორგანიზებას, როგორც გავიგე ძალიან მოკლე დროში დაგეგმეს ყველაფერი. ამის ფონზე საკმაოდ კარგად იყო ორგანიზებული. თავის დროზეც დაიწყო და დაცვაც მობილიზებული იყო. ერთადერთი მინუსი, რაც ყველა იქ მყოფს თვალში და განსაკუთრებით ყურში მოხვდებოდა, იყო აპარატურის ტექნიკური გაუმართაობა. სიმღერებს შორის იყო შუალედები, რადგან ხან რა გაფუჭდა ხან რა, ზოგიერთი სიმღერა საერთოდ შუაში გაწყდა :))

დიდი პლიუსი ორგანიზატორებს, რადგან მაყურებლებს ეკრანზე საბჭოთა კადრების ყურება შეეძლოთ. ეს იყო დიდი კონტრასტი. ერთ მხარეს სტალინი და პიონერები, მეორე მხარეს კი ალტერნატიული როკი და ბევრი, ძალიან კარგი მუსიკოსი.

საბოლოო ჯამში, მაინც კამყოფილი დავრჩი, იმით, რომ ამგვარი ღონისძიება მოეწყო. საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა გამოთქვა პროტესტი ოკუპაციის მიმართ და კიდევ უფრო ბევრმა, ვინც ჩემხელაა და ყველაფერი გადმოცემით იცის, ბევრი ახალი რამ გაიგო მის შესახებ. ზოგადად ყველამ ვიცით, რომ კარგია თავისუფლება, მაგრამ, პირველ რიგში, უნდა ვიცოდეთ რატომ არის კარგი და საერთოდ რას ნიშნავს იყო თავისუფალი.

ამ კითხვას ძალიან ხშირად ვუსვამ საკუთარ თავს, განსაკუთრებით 25 თებერვალს, როცა წარმოვიდგენ, რომ ის რაც დღეს გვაქვს ანუ საკუთარი ფერი რუკაზე, ოდესღაც არ გვქონდა.

იმედი მაქვს, მომავალ წელსაც განხორციელდება მსგავსი პროექტი, რომელიც იქნება უფრო მრავალრიცხოვანი, უფრო მრავალფეროვანი, უფრო კარგად ორგანიზებულიც და კიდევ უფრო საინტერესო.

არა ოკუპაციას!

4 responses to “არა ოკუპაციას!

  1. როგორ მინდოდა წამოსვლა და ვერ მოვახერხე ამ მასწავლებლების გამო რა…

    რატომ გაგიკვირდა თინეიჯერები რომ დაგხვდნენ, მარტო მაქ ხომ არ იმართებოდა ასეთი აქცია, სხვა ადგილებშიც იყო. როგორც ვიცი აგრარულთანაც ატარებდნენ რაღაცას და იქ იქნებოდა სხვა თაობის ხალხი ალბათ. :დ

    Like

  2. ყოფილი პარლამენტის წინ ვიყავი, სადაც წესით ყველაზე მაშტაბური ღონისძიება უნდა ყოფილიყო და ცოტა არ იყოს იმედგაცრუებული დავრჩი… პოლიტიკურ პარტიებს უფრო მეტი მოწინააღმდეგე ჰყავთ, ვიდრე ოკუპაციას… უმეტესობას ეს თემა უბრალოდ არ აინტერესებს და თავს არ იწუხებს პროტესტის გამოსახატად…

    Like

  3. Pingback: მეტამორფოზის 2013 წელი (review) | Le blog de Marita·

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s