ექსპერიმენტი #1 – დამკვირვებელი

49753053

ადამიანი თუ ის არ არის პრიმიტიული, ერთხელ მაინც თავის ცხოვრებაში ხდება დამკვირვებელი. იყო დამკვირვებელი ნიშნავს შეხედო საკუთარ თავს შორიდან, გვერდიდან ან ზემოდან. ეს იგივეა სხვა ადამიანის თვალით შეაფასო, გააკრიტიკო და გააანალიზო საკუთარი ქცევები, მეტყველების მანერა, აზრები და შეხედულებები. მე დღევანდელი დღიდან ვუერთდები ექსპერიმენტს, რომლის ავტორიც ერთი ძალიან საინტერესო ადამიანია. ალბათ ნებისმიერი თქვენგანი, რომელიც ამ ექსპერიმენტში მონაწილეობის მიღებას ისურვებს, დაინტერესებულია საკუთარი თავის შემეცნებით.

ზოგიერთი ადამიანის აზრით, საკუთარი თავის შეცნობა შესაძლებელია თვითდაკვირვებით, მაგრამ ვფიქრობ, საკუთა პიროვნებაზე გარედან დაკვირვება ამის კიდევ უფრო დიდ შესაძლებლობას იძლევა. წარმოიდგინეთ, თქვენ აღარ ხართ ის ვინც აქამდე იყავით. თქვენ უარს ამბობთ საკუთარ „მეზე“, რომელიც შექმნა ბავშვობამ, სტერეოტიპებმა, ქართულმა საზოგადოებამ, ჩარჩოებმა, წარსულმა და ერთფეროვანმა გარემომ. თქვენ წინააღმდეგობაში მოდიხართ საკუთარ წარსულთან, რომელიც გბოჭავთ და ისე გატრიალებთ, როგორც მოესურვება. რა თქმა უნდა, ეს ექსპერიმენტი თითოეულ ადამიანს ინდივიდუალური მიდგომის, წესების შესვლის და დამოუკიდებელი სივრცის არსებობას აძლევს.

პირადად ჩემთვის ეს გამოწვევაა, რომლიდანაც ან თავისუფალი პიროვნება გამოვალ ან დავრჩები ძველ ადამიანად.რთულია ნაბიჯის გადადგმისას არ აწონ-დაწონო და მილიონჯერ არ გაიაზრო თუ რას მოგიტანს ყოველივე, მაგრამ ამას აქვს ერთი დიდი პლიუსიც. როდესაც რაიმეს აკეთებ, აკეთებ გამოცდილების, სხვისი რჩევებისა და საკუთარი თავისადმი შეხედულების ხარჯზე. მაგალითად, როდესაც ქუჩაში ზანგი ბიჭი მოგესალმება იმავეთი უპასუხებ მას თუ არა, იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი წარმოდგენა გაქვს საკუთარ თავზე. შესაძლებელია, შენში არსებულ ადამიანურ ბუნებას, რომელის იაზრებს, რომ ყველა თანასწორია, უნდოდეს მას გაუღიმოს, მაგრამ რასისტული შეხედულებები და მტკიცედ ჩამოყალიბებული აზრი, თითქოს „არა, მე არ მივესალმები, ის ხომ ზანგია“ გასაღიმებლად არ გიშვებს.დამკვირვებლის როლში ყოფნა საშუალებას გაძლევს, გააკეთო ის რასაც შენი დომინანტური ბუნება გკარნახობს. შენი ერთი „მე“ იქცევა ისე, როგორიც არის სინამდვილეში და არა ისე, როგორსაც მისგან ქმნიან მშობლები, მასწავლებლები და ყველაზე მეტად კი საკუთარი თავი.

ძალიან ძნელია გაუმკლავდე საკუთარ თავს, მაგრამ ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს გადალახავს და ამ გამოწვევას მიიღებს, ვფიქრობ, ცხოვრებაში აღარ შეუშინდება არც ერთ დაბრკოლებას. ნუთუ არსებობს ქვეყნად რაიმე იმაზე რთული, ვიდრე საკუთარი მედან გამოსვლა და შენივე მიერ დაწესებული ჩარჩოების გარღვევაა?

ადამიანი დაბადებიდან გაირებულია, თუმცა ზოგიერთი ამას სხვებზე მძაფრად და მწვავედ განიცდის.
ვფიქრობ, ამ ექსპერიმენტის პირობებში, გაორებული მე აღარ არსებობს. არსებობს მხოლოდ ერთი „მე“ , რომელიც ისწრაფვის თავისუფლებისკენ, შემოქმედებისა და სრულყოფილებისკენ. იგი ანგრევს მეორე „მეს“ იმ შეხედულებებს, რომლებიც მას „პედაგოგების ბრბომ“ თავს მოახვია და ინარჩუნებს იმ მსოფლმხედველობას, რაც გადასინჯვისას გადარჩა და იდეალურობაში მოვიდა ერთადერთ მესთან.

9 responses to “ექსპერიმენტი #1 – დამკვირვებელი

  1. “ზოგიერთი ადამიანის აზრით, საკუთარი თავის შეცნობა შესაძლებელია თვითდაკვირვებით, მაგრამ ვფიქრობ, საკუთა პიროვნებაზე გარედან დაკვირვება ამის კიდევ უფრო დიდ შესაძლებლობას იძლევა. ”

    კარგა ხანია ჩემს თავს ვაკვირდები და მეც ანალიზს ვუკეთებ თითოეულ ქცევას, თვითდაკვირვებით შეიძლება შეცნობა და გარედან რო აკვირდები უფრო შესაძლებელიაო, რაღაც ამ სიტყვებში განსხვავება ვერ დავინახე. თვითდაკვირვება ანუ მე რომ ჩემს თავს ვაკვირდები იმას ნიშნავს სწორედ რომ გარედან ვუყურებ და ვაფასებ ყველაფერს, ვუღრმავდები მას შიგნიდანაც… რა ასე არ არის? არ ვიცი არვიცი.. იქნება ადამიანი მის თავს ბოლომდე ვერ ამოიცნობს ვერასდროს, რაც არ უნდა იყოს ეს პროცესი საინტერესოცაა და გვზრდის..

    Like

    • სალომე, თვითდაკვირვებაში ვიგულისხმე საკუთარი თავისადმი სუბიექტური დამოკიდებულება ანუ როცა, შენ აკვირდები, მაგრამ შიგნიდან და მეორე მეს თვალით. საპირისპიროდ, გარედან დაკვირვებაში შენ თითქოს სხვა ხარ და უცხო, კრიტიკული თვალით უყურებ შენ “მეს”.

      Like

  2. ჰმ, მე ორივე მომენტში [თუ მაქვს საერთოდ ორივე მომენტი] კრიტიკულად ვუყურებ ხოლმე ძირითადად. ამიტომ ვერ დავინახე განსხვავება ალბათ :]

    Like

  3. მიყვარს ის ვინც ჭკვიანურად წერს და რაც მთავარია სასარგებლოს წერს<3 ანუ შენც მიყვარხარ:) ამაზე მეც ბევრი მაქვს ნაფიქრი ძაან, ცოტა რაღაცეებში შეიძლება სხვანაირად ჩამოვაყალიბო აზრი (ეს არ ნიშნავს რომ შენი ცუდია:)), მაგრამ შენი აზროვნების პროცესი ძალიან მომწონს:)

    Like

    • მადლობა, იქნებ დაწერო ამ ექსპერიმენტის შენებული ინტერპრეტაცია, საინტერესო იქნება:)

      Like

  4. “ნუთუ არსებობს ქვეყნად რაიმე იმაზე რთული, ვიდრე საკუთარი მედან გამოსვლა და შენივე მიერ დაწესებული ჩარჩოების გარღვევაა?”
    – საქართველოში ალბათ არა. აქ ეგ თითქმის შეუძლებელია, თუ შეძელი, მაშინ ფსიქოლოგიურად წინასწარ მზად უნდა იყო შედეგებისთვის…. არადა, თუ (არა მარტო შენი ”მე”-ს) ადამიანის ურთულესი შინაგანი სამყაროს და საერთოდ სამყაროს შეცნობა მაქსიმალურად გინდა, ექსპერიმენტების გარეშე არაფერი გამოვა… თუმცა იმდენიც უნდა მოახერხო, რომ ეს ექსპერიმენტები დამღუპველი შედეგით არ დასრულდეს….. ცხოვრების ალღო , შნო და ხელოვნებაც ეგაა ალბათ🙂 წარმატებები….
    P.S ხშირად გკითხულობ, საინტერესო ხარ ძალიან🙂

    Like

    • გეთანხმები ეკა, საქართველოში ძნელია, მაგრამ არამგონია სადმე იყოს ადვილი. ექსპერიმენტები ყოველთვის საინტერესოა. მადლობა რომ მკითხულობ:)

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s