ჩაკეტილი სივრცე და აქლემების ქარავანი

324246-360x360-1359402025-primary_large

არსებობს ასეთი მოთხრობა “შემთხვევა”, რომელიც ერთი შეხედვით ფანტასტიკა, მაგრამ სინამდვილეში ისტორიული რეალობაა. ესაა ისტორია ადამიანებზე, რომლებიც გახდნენ უცნაური ამბის მომსწრენი. წარმოიდგინეთ, რა საოცრებაა, როდესაც ჩადიხარ მეტროში და უცებ გეგებება აქლემების ქარავანი, რომელსაც სურვილისამებრ შეგიძლია გაჰყვე ან არა.  მოთხრობა 80-იან წლებში დაიბეჭდა და ვფიქრობ, მწერლის ერთგვარი პროტესტი იყო იმდროინდელი საბჭოური იდეოლოგიისადმი, რომელშიც არ იყო სივრცე ხელოვნებისთვის, განსხვავებული აზრისთვის, ორიგინალური შეხედულებებისთვის. სამაგიეროდ არ არსებობდნენ მათხოვრები, ყველაფერში მართალი პარტია იყო და ყველას მამა – სტალინი.

ოცი მგზავრიდან მხოლოდ ერთი გაჰყვა აქლემების ქარავანს, დანარჩენმა კი გააგრძელა ცხოვრება აუტანელ, ბოროტ, მაგრამ მიჩვეულ ყოფაში. როგორც ჩანს, მხოლოდ ერთს ჰქონდა საკმარისი აზროვნების უნარი, გაეცნობიერებინა ტოტალიტარული რეჟიმის ბოროტება, დანარჩენებს ანუ შემგუებლებს კი აკმაყოფილებდათ საბჭოთა კავშირის “სიტკბო”.

მართალია, 20 წელზე მეტია აღარ ვცხოვრობთ საბჭოთა კავშირში, მაგრამ ხშირად მეჩვენება, რომ ეს ილუზიაა. თითქოს ის წელი, როცა ჩვენ და საბჭოთა კავშირი ერთმანეთს დავშორდით მხოლოდ თარიღია და მეტი არაფერი. სინამდვილეში ხომ აზროვნებით და ცხოვრების წესით ისევ იქ ვართ, მენტალიტეტიც არ შეგვცვლია, ახლაც არ ვცემთ პატივს განსხვავებულ აზრს და ახლაც გვძულს მოაზროვნე ადამიანი.

ჯემალ ქარჩხაძეს აქვს ფრაზა, რომ ქრისტესგან ადამიანმა მხოლოდ პირჯვრის წერა ისწავლა. ჩვენ ეს ადამიანები ვართ, ახალი ცხოვრებისგან მხოლოდ სიტყვები ვისწავლეთ – თანასწორობა, თავისუფლება, ძმობა და ერთობა. მაგრამ ისევ იმ ჩარჩოებიდან ვუცქერთ სამყაროს და ისევ იმ სტერეოტიპების მსხვერპლნი ვართ, რომლების ჩამოთვლაც არაა საჭირო, ისედაც ყველამ იცით.

რა მოხდებოდა დღეს, რომ ჩამოევლო აქლემების ქარავანს?

რამდენი ჯინსიანი და თმაგაბურძგნილი ადამიანი გაჰყვებოდა მას, ჩარჩოების გასარღვევად, პროტესტის გამოსათქმელად, ყველაფრის მისატოვებლად და ახალი ეტაპის დასაწყებად? მაქსიმუმ ორი ადამიანი ა, დანარჩენი ისევ აქ ყოფნას ამჯობინებდა.

დღევანდელი ქართული საზოგადოება ქარავანს მიღმა დარჩენილი ბრბოა, რომელმაც ვერ ისწავლა კარგის და ცუდის გარჩევა, რომელიც კვერცხებს ესვრის ერთმანეთს რომ გამოავლინოს საკუთარი უკულტურობა და რომელიც იძახის, რომ ქართველი გეიები არ არსებობენ, რათა ხაზი გაუსვას საკუთარ გაუნათლებლობას.

დიდი სიამოვნებით გავყვებოდი აქლემების ქარავანს, მაგრამ ჩვენს “ბედნიერ” ქვეყანაში ალბათ ეგეც არ ჩამოივლის.

9 responses to “ჩაკეტილი სივრცე და აქლემების ქარავანი

  1. რამდენჯერ მიფიქრია მეც მასეთი ქარავნისთვის გაყოლა… ძალიან კარგი მოთხრობაა

    Like

  2. ხშირად მიფიქრია ამაზე და ეგ დრო აუცილებლად დადგება, ჩამოივლის და მაშინ ბევრი იქნება მზად რომ ერთად გავყვეთ ამ ქარავანს, უბრალოდ გეთანხმები რომ ჯერ მართლაც არ გამოვსულვართ საბჭოთა აზროვნებიდან🙂

    Like

  3. საბჭოთა მენტალიტეტის ნგრევას ალბათ ბევრად მეტი დრო დასჭირდება, ვიდრე საბჭოთა კავშირისას…

    Like

  4. მასიური ჰიპნოზი ,რომლის ზემოქმედების ქვეშაც ძალიან ბევრი ადამიანი ექცეოდა..ვინც არ ექცეოდა ისინი ან გადაასახლეს,ან კიდევ სიცოცხლე მოუსწრაფეს…
    თუმცა ეს ჰიპნოზი დღემდე გრძელდება …🙂 იცვლებიან მსახიობები,თეატრები.. სცენარი კი იგივე რჩება…
    ქარავანი ეს არის პროგრესი,გონების “რევოლუცია”,რომელიც იწყება საკუთარი შესაძლებლობების რწმენით.
    დღეს ამ ქარავანს ძალიან ცოტა თუ გაჰყვებოდა,იმიტომ,რომ დანარჩენები არ არიან საკუთარი თავის იმედზე,არ აქვთ გააზრებული თუ რამხელა პოტენციალი აქვთ მათ და სამწუხაროდ, არ არიან დამოუკიდებლები არჩევანში..

    P.s მომენატრა შენი ბლოგის კითხვა :)))

    Like

  5. გაგვატარეთ, ვისაც გააზრებული გვაქვს:)) მეც ძალიან მომენატრა შენთან ლაპარაკი!

    Like

  6. ეგ მოთხრობა ვთარგმნე რუსუკად და ძაან მაგარი მოთხრობაა )) ლომოურისაა თუ არ ვცდები ))’

    Like

  7. მოთხრობის ავტორი და ერთი ადგილი ქარავანში :დ

    Like

  8. es motxroba rom daibechda qalaqshi chorebi agorda simartle egonat . politeqnikuris metro savse iyo cnobismoyvare xalxit . gana ar icodnen rom aqlemebi versaidan ver moxvdebodnen metros gvirabshi ?! magram mat akldat ragac da im “ragacis” , sicarielis shesavsebad daijeres aqlemebis ambavi

    Like

  9. Pingback: ვასილე ერნუს “დაბადებული საბჭოთა კავშირში” | Le blog de Marita·

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s