სიზმარი “უხმო ყვირილზე”

r424235432432

ერთხელ დამესიზმრა, რომ ჩემს მშობლებთან ერთად რაღაც ადგილას ვიყავი. უცებ ჩემი მშობლები წავიდნენ და მარტო დამტოვეს. მინდოდა დამეძახა მათთვის მე აქ ვარ, წამიყვანეთ-მეთქი, მაგრამ ხმა არ მქონდა. დღესაც მახსოვს ის გრძნობა, საშინელი და ტრაგიკული, ყველაფერი ცუდის მომცველი, როცა გულში ვყვიროდი, სინამდვილეში კი ხმის ამოღებაც არ შემეძლო.

მართალია, ამ სიზმრის შემდეგ დიდი ხანი გავიდა, რეალობაც შეიცვალა, თითქოს ბევრი რაღაც განვიცადე, არც ისე ცოტა ვისწავლე, წავიკითხე, მოვუსმინე, გავიგე ან არ გავიგე, გავითვალისწინე ან არა, მაგრამ შეგრძნება, რომ ყვირილი გინდა, მაგრამ ვერ ახერხებ თითქოს სულ არის. უბრალოდ ამჯერად ყვირილი კი არა რაღაცის თქმა მინდა, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანის თქმა. ვიცი, რომ ჩემი ნათქვამი ცოტა ბუნდოვანია. მე ხომ არ ვარ ნიკოლოზ ბარათაშვილი, რომ „იდუმალი ხმა“ საკუთარი ხვედრის ძიებისკენ მომიწოდებდეს და ამისი ლექსად თქმა შემეძლოს. მე უბრალოდ დამკვირვებელი ვარ, რომელიც თითქოს განზე დგას და საკუთარ თავს აკვირდება, ფიქრობს რა უნდა მას და რისკენ ისწრაფვის, ცდილობს გაიგოს ის ერთადერთი მიზანი, რისთვისაც არსებობს. ძნელია, როცა სიცილი გინდა და ვერ იცინი, ტირილი გინდა და ვერ ტირი, რადგან ვერ გაგირკვევია რომელი უფრო შეესაბამება შენს მდგომარეობას.

ნუთუ შეიძლება, რომ ადამიანს არსად ეჩქარებოდეს, მაგრამ მაინც ცხვირ-პირის ნგრევით მიიჩქაროდეს რაღაცისკენ? ნუთუ შეიძლება, რომ ადამიანი ყველაფერს ასწრებდეს (გართობას,სწავლას, „თავისუფალი დროის“ გატარებას და ფიქრსაც), მაგრამ მაინც ისეთი გრძნობა ჰქონდეს, რომ ვერაფერს ასწრებს და დრო ეწურება? ეს ყველაფერი ფილმს მაგონებს, სადაც მთავარი გმირი სიკვდილ-სიცოცხლის საზღვარზე დგას, ერთ წუთში ბომბა აფეთქდება. მის წინ კი უამრავი ფერის მავთულია, რომელთაგანაც ერთი უნდა აირჩიოს. ბოლოს რაღაც წარმოუდგენელი ძალის წყალობით მაინც ახერხებს სწორი არჩევანის გაკეთებას და მიზანს აღწევს. თითქოს ეს ორი სცენარი, სიზმრისა და ფილმის, რაღაც ზოლად გადევს ჩემი დაკვირვების ობიექტის განცდებსა და ცხოვრებას. მასში თავმოყრილია უკმარისობისა და დაუკმაყოფილებლობის გრძნობაც და ამასთანავე იმედიც, რომ აღმოაჩენს და მიაღწევს მიზანს. გაურკვეელია, რომელი განხორციელდება რეალობაში, სიზმარი თუ ფილმი, რადგან ორივე მათგანი მხოლოდ წარმოსახვასა და ირეალურ სივრცეში არსებობს.

One response to “სიზმარი “უხმო ყვირილზე”

  1. ასეთი სიზმრები ბევრჯერ მქონია და ის შეგრძნება მეც დრემდე მახრჩობს. ვერ წარმოიდგენ რა ახლოსაა ეს პოსტი ჩემთან, ახლაც ზუსტად ამ მდგომარეობაში ვარ, ბევრი რამის თქმა მინდა, მინდა ვიყვირო მაგრამ არ შემიძლია და ეს მახრჩობს.

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s