მილან კუნდერას “ყოფის აუტანელი სიმსუბუქე”

The unbearable lightness of being, AC , 16.5 x 21.5m

ცხოვრება ზოგისთვის მძიმეა, ზოგისთვის კი – მსუბუქი. ამიტომაც არის მილან კუნდერას წიგნის სათაური ორაზროვანი ან ბევრაზროვანი. “ყოფის აუტანელი სიმსუბუქე” ფსიქოლოგიურ-ფილოსოფიურ რომანია, სადაც სამი პერსონაჟის საშუალებით (რაც ძალიან იშვიათი და დიდი პლიუსია) ავტორი სამყაროზე თავისი მდიდარი და მრავალფეროვანი შეხედულებების შესახებ გვიყვება.

“რომელია პოზიტიური, სიმძმე თუ სიმსუბუქე? პარმენიდეს პასუხი ასეთი იყო: სიმსუბუქე პოზიტიურია, სიმძიმე – ნეგატიური. მართალი იყო თუ არა? აი ეს არის საკითხავი, თუმცა ერთი რამ ცხადია: წყვილი “სიმსუბუქე-სიმძიმე” იდუმალებითაა მოცული და ყველაზე მრავალსახაა ურთიერთსაწინააღმდეგო წყვილებს შორის.”

კითხვის პროცესს სასიამოვნოს ხდის შეგრძნება, რომ ჩვენ მარტო არ ვართ და თუ რომელიმე პერსონაჟს მოქმედებას ვერ ავხსნით , მილან კუნდერა აუცილებლად აგვიწერს ტომაშის ( და არა ტომასის) ან ტერეზას ქცევის მიზეზებსა და მოტივებს, ისე როგორც გამოცდილი ფსიქოლოგი ან გამომძიებელი.

მოქმედება ხდება მეოცე საუკუნის სამოციან წლების ჩეხეთში და აქა-იქ შვეიცარიაში. პერსონაჟებს მთელი არსებით სძულთ კომუნიზმი, რომლის სიბოროტე ძალიან ბევრჯერ და პირდაპირ არის აღწერილი: “დევნა, აკრძალული ლიტერატურა, ოკუპაცია, და ტანკები ყოველგვარ რომანტიკულ ელფერს მოკლებული სიმახინჯის განსახიერება იყო”. ალბათ ეს ერთადერთი მიზეზია, რატომაც “ყოფის აუტანელი სიიმსუბუქე” დაწერიდან ორ წელში გამოქვეყნდა.

რომანში დრო არეულია და ზოგჯერ ფაქტი უსწრებს პროცესს. მაგალითად, ტერეზა და ტომაში ჯერ კვდებიან და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებენ ცხოვრებას სოფლად და გადიან გზას გარდაცვალებამდე. სამყაროში ყველაფერი წრეზე ბრუნავს და ამაზე მილან კუნდერა რომანის დასაწყისშივე წერს: “როგორი წარმოსადგენია, რომ ყველაფერი ჩვენ მიერ გადატანილი ერთხელაც უცვლელად გამეორდება და თვით ეს გამეორებაც უსასრულოდ გამეორდება!”

ტომაში ბევრ ქალთან ერთად არსებობს, სექსუალური მრავალფეროვნების გარეშე წარმოუდგენელია მისი ცხოვრება. ჰყავს რამდენიმე საყვარელი და არც ერთი ცოლი. ტერეზა კი – დაბადებიდან მარტოსული ადამიანია, რომელსაც არავინ ჰყავს. მათი ცხოვრება იცვლება, როდესაც ისინი ერთმანეთს ხვდებიან და საპირისპირო ინტერესების და ცხოვრების სტილის მიუხედავად, იზიდავენ ერთმანეთს, როგორც პლიუსი მინუსს. მილან კუნდერა გვთავაზობს სიყვარულის რეალურ მოდელს, შეზავებულს ეჭვიანობითა და ეგოიზმით სავსეს. მაგრამ თავგანწირვაც სადღაც აქვეა, რადგან ცოლი თავს ანებებს ფოტოგრაფიას და ქმარი კი – ექიმობას. ავტორის აზრით ეს ორი საქმიანობა მათი მოწოდებაა, მაგრამ წყვილი მათ სიყვარულს ამჯობინებს. “როდესაც კაქტუსებს იღებთ, ეს თქვენი ცხოვრებაა, მაგრამ როდესაც მხოლოდ ქმრისათვის ცხოვრობთ, ეს თქვენი ცხოვრება აღარ არის.”

ტერეზა შიშველ სხეულს უყურებს და ცდილობს მასში ღრმად ჩაიხედოს და სული დაინახოს. აქვე ჩნდება კითხვა: არიან თუ არა სული და სხეული განუყოფელი?

მილან კუნდერა თითქმის დავდაყირა აყენებს სამყაროში არსებულ ცნებებს. ერთ-ერთი მათგანი არის გადაწყვეტილება და მისი სისწორე. ცხოვრებაში ხშირად ვამბობთ, რომ ამა თუ იმ ადამიანმა არასწორი გადაწყვეტილება მიიღო ან მისი ესა თუ ის ნაბიჯი ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება იყო. მაგრამ ვინ ამოწმებს ამ გადაწყვეტილებების სისწორეს? ამაზე ავტორი წერს: “მიღებული გადაწყვეტილების სისწორის შემოწმება შეუძლებელია, რადგან არ გვაქვს საშუალება, რამეს შევადაროთ. ადამიანი ერთხელ ცხოვრობს და თანაც სრულიად მოუმზადებლად.ის მსახიობს ჰგავს, რომელიც ურეპეტიციოდ თამაშობს როლს. რად ღირს ეს ცხოვრება, თუ პირველი რეპეტიცია ცხოვრებისათვის თვით ცხოვრებაა? ამიტომაც არის, რომ ცხოვრება ყოველთვის ესკიზს წააგავს. თუმცა სიტყვა “ესკიზი” არ გამოხატავს არსს, რადგან ის რაღაცის ჩანახატია, მზადებაა მომავალი ნახატისთვის, ჩვენი ცხოვრება კი ესკიზია, რომელიც არაფრის ჩანახატს არ წარმოადგენს და რომელიც არასოდეს იქცევა ნახატად.”

ასევე მნიშვნელოვანია ბედის და შემთხვევითობის მიმართებაც.ტომაშისა და ტერეზას შეხვედრა ექვსმა შემთხვევამ განაპირობა, მაგრამ იყო თუ არა ეს ნამდვილად შემთხვევითბა ამას მკითხველი გადაწყვეტს და იმაზეც დაფიქრდება თუ როგორია მისი ცხოვრება: მძიმე თუ მსუბუქი?

6 responses to “მილან კუნდერას “ყოფის აუტანელი სიმსუბუქე”

  1. კაუფმანის ფილმი ნანახი გაქვს?
    “მოქმედება ხდება მეორე საუკუნის სამოციან წლების ჩეხეთში ‘ ამ წინადადებასი საუკუნე გააასწორე😉

    Like

  2. Pingback: სიმღერები, რომლებსაც უნდა მოუსმინო, სანამ ცოცხალი ხარ « სასიამოვნო ბლოგი·

  3. ძალიან საინტერესო წიგნია, უბრალოდ ერთი მინუსი აქვს ჩემთვის: ავტორი იმაზე მეტად ჩანს ნაწარმოებში, ვიდრე უნდა ჩანდეს. ხშირად გვახსენებს რომ მის მონათხრობს ვკითხულობთ. ასევე უკმარისობის გრძნობა დამრჩა თავად კომუნიზმსა და მის მარწუხებში მოქცეულ ჩეხებზე როდესაც საუბრობს, ზალიან საინტერესო თემაა და კუნდერას შეუძლია ძალიან საინტერესოდ მოყვეს ამის შესახებ. სხვა მხრივ ძალიან კარგი წიგნია, ძალიან ვისიამოვნე.

    Like

  4. Pingback: მეტამორფოზის 2013 წელი (review) | Le blog de Marita·

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s