უცნობი მკითხველის წერილი

9280_large

წიგნებთან დაკავშირებული ემოციები როგორც წესი მისი წაკითხვის შემდეგ მოდის, მაგრამ დღეს პირველი წინადადების წაკითხვამდე განვიცადე ძალიან სასიამვნო ემოცია. აი როგორ მოხდა ეს ყველაფერი: რუსთაველზე, ოპერის პირდაპირ შევედი მაღაზიაში და ვარჩევდი სასურველ წიგნს. ამ დროს ყველაზე მეტად განვიცდი ხოლმე გურამ დოჩანაშვილის ფრაზის სიმართლეს, რომ წაკითხვის ბედნიერება წინ მაქვს, რადგან აუარებელ თაროზე იმდენი წიგნია წაუკითხავი,როდესაც რომელიმე წაკითხულ მათგანს ვხედავ, მოკრძალებული სიამაყით და სითბოთი გადავხედავ ხოლმე. დღეს განზრახული მქონდა მილან კუნდერას “ყოფის აუტანელი სიმსუბუქე” მეყიდა და ასეც მოხდა. მაგრამ ჩემი ყურადღება კიდევ ერთმა წიგნმა მიიპყრო და იმდენი მოახერხა მისი ყიდვა ვარჩიე, ყინვაში ტაქსით მგზავრობას. ეს გახლდათ ჯემალ ქარჩხაძის “მდგმური”, რომელმაც უცნობი წერილი მაპოვნინა და უცნებლიეთ გამხადა ერთ-ერთი ლიტერატურაზე შეყვარებული ადამიანის წერილის ადრესატი.

როგორ ჩანს წერილი დაწერილია 22 სექტემბერს, ანუ წერილების საერთაშორისო დღეს და ამ ადამიანმაც, რომლის სახელიც არ ვიცი მაგრამ ვიცი რომ 17 წლისაა და გოგოა, გადაწყვიტა ჩემთვის მოეწერა თუ როგორ უყვარს ეს წიგნი და რომ სიამოვნებით განიხილავდა მას ჩემთან ერთად. აქამდეც შემპარვია ეჭვი, იქნებ წიგნებს სული ჰქონდეთ-მეთქი, მაგრამ ახლა როცა ამ წიგნის შუა გვერდიდან ერთი გოგო მელაპარაკებოდა, კიდევ უფრო გავოცდი და ღიმილი ყურებამდე ამივიდა.

სამწუხაროდ, არ მაქვს იმედი, რომ ეს ადამიანი ამ პოსტს წაიკითხავს, მაგრამ მაინც ვწერ პასუხს:

“გამარჯობა, შენი წერილი სულ რაღაც 3 თვის შემდეგ მოვიდა, მაგრამ სჯობს გვიან ვიდრე არასდროს. მიხარია, რომ ზუსტად ამ მაღაზიაში და ამ წიგნში ჩადე წერილი და ის მე შემხვდა, სხვანაირად ვერ გაგიცნობდი და სახლში ცუდ ხასიათზე დაბრუნებული უცებ არ გავმხიარულდებოდი. არ ვიცი რა კომენტარზე მითხარი “წიიგნნიი” ამ სიტყვებით მომიხსენიერო, მაგრამ ბლოგზე მაინც გამოგელაპარაკები და ამით ჩემ თავთან, შენთან და ბოლოსდაბოლოს ჯემალ ქარჩხაძესთან ვიქნები მართალი:)) საინტერესოა როგორ გამოიყურები. იქნებ ჩემსავით ყავისფერი თმები და თაფლისფერი თვალები გაქვს? რაც შეეხება “მდგმურს”, სულ დამავიწყდა რომ ჩვენი საუბრის თემა ჯემალ ქარჩხაძე უნდა ყოფილიყო. ჯერ არ წამიკითხავს. მაგრამ როცა წავიკითხავ პირობას გაძლევ, წერილით თუ არა პოსტით მაინც მოგიყვები შთაბეჭდილებებს შენ და ჩემი ბლოგის მცირერიცხოვან მკითხველებსაც.”

ესეც წერილი

2 responses to “უცნობი მკითხველის წერილი

  1. წერილსაც გაუმართლა შენთან რომ აღმოჩნდა და არა სხვასთან, უკეთესს ალბათ ვერც იპოვიდა 🙂

    Like

  2. Pingback: ქარის მოტანილი წერილების დღე 2013 | Le blog de Marita·

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s