Happenstance ანუ ბედი თუ შემთხვევითობა?

78f4be64903c

არსებობს თუ არა ცხოვრებაში ბედი? ეს კითხვა ყველას უჩნდება, მაგრამ ძნელია გაიგო პასუხი იმაზე, რასაც არ აქვს ერთი ახსნა. ზოგი ადამიანი ყველაფერს ბედს უკავშირებს, ზოგი კი უარყოფს საერთოდ მის არსებობას.

Happenstance ფრანგული ფილმია, სადაც ოდრი ტატუ თამაშობს და ჯერ მარტო ამიტომ ღირს მისი ყურება. ფილმი არის შემთხვევითობების მთელ ჯაჭვზე, რომელსაც გარკვეულ შედეგებამდე მივყავართ, მაგრამ არის განა ყველაფერი ეს შემთხვევითი? ფილმის დასასრულიც ამაზე გვაფიქრებს. ფილმის მთავარი გმირი მაინც იმ წერტილამდე მივიდა, სადაც უნდა მისულიყო, მაგრამ მასთან მისასვლელად ბევრი, ერთმანეთზე დამოკიდებული გზა გაიარა.

ბედისთვის არასდროს დამიკავშირებია რაიმე მოვლენა. საკმარისია გავიფიქრო, რომ ის არსებობს, გონებაში მაშინვე მიტივტივდება მილიონი აზრი, რატომაც ის არ არსებობს. ადამიანი თავისუფალია, მას შეუძლია ის გახდეს რაც უნდა. თუ ჩვენი ცხოვრება წინასწარვე არის განსაზღვრული, მაშინ რა აზრი აქვს ჩვენს მოქმედებას? ბრძოლას? არანაირი. თუ ადამიანის პროფესია, მეუღლე და სიკვდილი წინასწარვე განსაზღვრულია, მაშინ რატომ არსებობს არჩევანი?  გაგვიგია ფრაზები: “ბედს არ შეეგუა”, “დინებას არ გაჰყვა” და ა.შ ჩვენ თვითონაც ვყოფილვართ ამგვარ სიტუაციაში, როცა სხვის მიერ დადგენილ გზას ვუხვევთ და საკუთარს ვირჩევთ, ან საკუთარს ვუხვევთ და სხვისას ვირჩევთ. შეუძლებელია წინასწარ იყოს დაწერილი ბედი, რადგან ჩვენ თვითონ ვქმნით ბედს და ნებისმიერი მოქმედებით შეგვიძლია მისი შეცვლა.

ხშირად ვფიქრობ როგორი ცხოვრება მექნებოდა ახლა, სხვანაირად რომ მოვქცეულიყავი? ის ნაბიჯი რომ არ გადამედგა? როგორც ფილმში, მეც წარმოვიდგენ რა იქნებოდა იმ სხვა, პარალელურ ცხოვრებაში, რომელიც არ მოხდა ? თითოეული დეტალი და წვრილმანი ცვლის ჩვენს ცხოვრებას. მაგრამ თუ ეს ასეა, რითი შეიძლება აიხსნას უამრავი დამთხვევა? თითქოს მართლაც ბედის ირონიაა, რომ ზოგჯერ ისე ხდება, როგორც ყველაზე ნაკლებად ველოდებით. ზუსტად ისეთი რაღაც ხდება, რაც შეუძლებელი იყო. არაერთხელ მიფიქრია და გამიცნობიერებია, რომ ეს არის ჩემი მომავალი. იქნებ ის ერთია, და მისკენ მიმავალი გზა არის მრავალი? იქნებ ჩვენ უბრალოდ პატარა ბილიკებს ვირჩევთ, მაგრამ ბოლოს მაინც იმ წერტილამდე მივდივართ?

საკმარისია, რაღაც ისეთი მოხდეს, რისი ალბათობაც ნაკლებია, მაშინვე ვამბობთ “ბედი იყო”. იქნებ ბედს იმას ვეძახით, რასაც მეცნიერებამ ალბათობა უწოდა და იმიტომ რომ ხშირად ხდება ცხრა, არ ნიშნავს რომ ის ერთი შეუძლებელია.

4 responses to “Happenstance ანუ ბედი თუ შემთხვევითობა?

  1. სერიალები თუ მოგწონს, ამ პოსტის მერე Fringe იქნება შენთვის მისწრება🙂

    Like

  2. Sheni blogi kargia magram rashi gwirdeba sxvisi mibadzva .. bavri paraleli gavavle sxva blogtan.. igive fotoebi ,dizaini … ikavi is rac xar.. es moswons xalxs -bunebrioba :))

    Like

    • ეკა მადლობა, მაგრამ ვერ დაგეთანხმები. 4 წელია ეს ბლოგი მაქვს და ეს დიზაინიც, ასე რომ თუ ერთი მეორეს ბაძავს, მეორე არ ვარ ნამდვილად🙂

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s