“მე ვარ ის რაც ვარ”

“პიროვნება არის ის, რაც რჩება, როცა ადამიანს არაფერი აღარ გააჩნია.”

ნიკოლაი ბერდიაევი

ფსიქოლოგიასთან ოდნავ მაინც თუ გქონიათ შეხება, გეცოდინებათ რომ ნებისმიერ “უმნიშვნელო” პასუხს ან ქცევას შეუძლია თქვენი ხასიათი გამოამჟღავნოს. მაგალითად, კითხვაზე ვინ ხარ? ნებისმიერი ადამიანი განსხვავებულად გიპასუხებს, რადგან თითოეული მათგანი განსხვავებულია. მაგრამ როცა პასუხის სამი ვარიანტი არსებობს, შეიძლება ღირებულებების მიხედვით ადამიანების სამ ტიპად დაყოფა. ერთისთვის მთავარი  ღირებულება ქონებაა : “მე ვარ ის რაც მაქვს”, მეორესთვის კი თვითონ ადამიანი, მთელი თავისი არასრულყოფილებით : “მე ვარ ის რაც ვარ”.


Le petit prince

გახარებულმა, როცა დედაჩემმა მიპასუხა, რომ იყო ის ვინც იყო, წარმოვიდგინე თუ რას მიპასუხებდნენ სხვა ადამიანები. “უმაღლესი ჰარმონიაც კი არ ღირს თუნდაც ერთი ტანჯული ბავშვის ცრემლად” – წერდა დოსტოევსკი და მისი პასუხი ამ სიტყვებშიც კარგად ჩანს.

დოსტოევსკის მსგავსად ბევრია ადამიანი, ვისთვისაც ყველა და ყველაფერზე მაღლა ადამიანობა და ღირსება დგას. მაგ. თორნიკე “მონანიებაში” და “თავსაფრიანი დედაკაცი” , მაგრამ ასეთი ადამიანების გვერდით თანაარსებობენ ისეთებიც, რომლებიც საკუთარ თავს ქონების რაოდენობით განსაზღვრავენ. გამოდის, რომ ფული ან სახლი შეიძლება იყოს იდენტობის განმსაზღვრელი ფაქტორი, რაც ძალიან სამწუხაროა.

მატერიალიზმზე ორიენტირებული ადამიანი ვერ იტანს, როცა ვერ იღებს იმას, რაც უნდა. ერთი ფეხსაცმლის გამო შეიძლება სასოწარკვეთაში ჩავარდეს. მან შეიძლება ნებისმიერ წუთს მიატოვოს მეორე ადამიანი, თუკი მის ქონებას საფრთხე დაემუქრება. ასეთი ადამიანები სულიერ სიმშვიდეს ვერასდროს იპოვიან, ყოველთვის დააკლდებათ რაღაც, რის გამოც ვერ იქნებიან ბედნიერები. შეიძლება საქმე სულაც არ ეხება ფულს ან მატერიალიზმს, და მის ადგილას შეიძლება იყოს ნარკოტიკი ან თუნდაც პოლიტიკა. მთავარი ისაა, რომ მათზე დამოკიდებულება ადამიანობას აუფერულებს. დამოუკიდებელი ვერასდროს იქნები და ცნება თავისუფლება კი საერთოდ გაუქმდება შენ არსებობაში.

ზოგიერთი ადამიანი ცხოვრებაშივე კარგავს სულს, ზოგიერთის სული კი ფიზიკური განადგურების შემდეგად აგრძელებს არსებობას. არშემდგარი პიროვნება თავდაჯერებული არ არის, ის კუთვნილებასა და გარე ფაქტორებშია დაჯერებული, რომლების დაკარგვაც საკმარისია, რომ ადამიანმა საკუთარი თავი დაკარგოს.

ბევრი ადამიანი ეხმარება მეორეს მატერიალურად, ბევრი სწავლობს და დადის ეკლესიაში, მაგრამ რა მიზნით ვაკეთებთ ამ ყველაფერს? თუ ეს ჩვენი ხორციელი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების სურვილია და არა “სულიერი სიხარბის” მაშინ არ ჰქონია მათ გაკეთებას აზრი. “სულიერი სიხარბე” მრავალფეროვანი და უსაზღვროა. გინდა მეტი და მეტი ისწავლო, რომ უფრო მდიდარი და საინტერესო გახდე, რომ უფრო მეტი გაიგო სამყაროზე, ბოლოს და ბოლოს საკუთარ თავზე მაინც. მაშინ როცა “მე ვარ ის რაც მაქვს” გვაცილებს ზნეობასა და ადამიანობას , “მე ვარ ის რაც ვარ” პიროვნებად გვაყალიბებს.

4 responses to ““მე ვარ ის რაც ვარ”

  1. ძალიაან მომეწონა პოსტი. და საერთოდ ბლოგიი ძალიან კარგიაა.. დღეიდან შენი ერთგული მკითხველი ვარ :))

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s