უკიდურესობა ანუ ის, რაც უნდა დავივიწყოთ

ფსიქოლოგებმა ჯანმრთელად სცნეს ადამიანი, რომელმაც 77 ახალგაზრდა მოკლა და შემდეგ ამ ყველაფერზე იღიმებოდა. ერთი შეხედვით ეს შეუძლებელია, მაგრამ როცა ფაქტების წინაშე აღმოჩნდები იძულებული ხარ დაიჯერო. ანდერს ბრეივიკი ის ადამიანია, რომელმაც ტერაქტი მოაწყო კუნძულზე და სასამართლო პროცესზე არ აღიარა თავი დამნაშავედ.

ფსიქოლოგი რომ ვიყო, ვეცდებოდი მისი ფსიქოლოგიური პორტრეტის დახატვას, იურისტი რომ ვიყო ნაწილობრივ მაინც მივხვდებოდი რატომ მიუსაჯეს მხოლოდ 21 წელი, მაგრამ არც ერთი ვარ და არც მეორე. ერთადერთი რაც შემიძლია ისაა, რომ შევშფოთდე, მეწყინოს, გავიზიარო, გავბრაზდე და მივხვდე, რომ ყველაფერი არც ისე კარგადაა ამ სამყაროში.

სამყაროში, რომელსაც უკიდურესობები მართავს, მე კი ამ უკიდურესობებში ვიკარგები.

არ მომწონს, რომ ირანში ქალებს როგორც ნივთებს ისე ექცევიან, გეებს სიკვდილით სჯიან. არც ის მომწონს, რომ ინდოეთიდან მწერლებს (მაგ.სალმან რაშდი) დევნიან, კანონის საპირისპიროდ იქცევიან და ადამიანებს რელიგიური თუ სხვა რამე ნიშნის გამო აყენებენ მორალურ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.

მაგრამ, არც ის მომწონს, რომ ჰუმანური ევროპა, ამდენი ბავშვის მკვლელს 21 წლის გატარებას სთავაზობს ფუმფულა საწოლიან და ტელევიზორიან ოთახში. ჩემი აზრით, ყველაზე შესაფერისი სასჯელი იქნებოდა სამუდამო პატიმრობა. რა თქმა უნდა სიკვდილით დასჯა გამორიცხულია, რადგან ამის უფლებას არ გვაძლევს კანონი და მორალი. სიკვდილით დასჯა იგივეა, რომ ძალადობა აღკვეთო ძალადობით, ანუ საბოლოოდ კი არ აღკვეთო, უფრო გაამრავლო.

როგორ იღებს სასამართლო ამხელა პასუხისმგებლობას იმაზე, რომ 21 წლის შემდეგ, როცა ბრეივიკი ციხიდან გამოვა ის ჩვეულებრივ მოქალაქეობრივ ცხოვრებას დაუბრუნდება და არავის მიაყენებს ზიანს?ევროპული ქვეყნების სასამართლო, რომელიც მიმაჩნია კანონის უზენაესობის ცენტრად, ამ შემთხვევაში არაადეკვატური და ზედმეტად ლმობიერი მეჩვენება.

მე კი, ქართველების შემხედვარეს, ძალიან კარგად მესმის რამხელა ზიანი მოაქვს უკიდურესობებს. ჩვენ ხომ ან ყველაფერს ან ბოლომდე ვაკეთებთ ან საერთოდ არა, სტუმარს ან სახლიდან ვაგდებთ ან ჩვენ საწოლს ვუთმობთ… იქნებ დროა, დავივიწყოთ ეს ყველაფერი და ჩვენც, სხვა ქვეყნებთან ერთად დავიწყოთ “ოქროს შუალედის” მოძებნა?

2 responses to “უკიდურესობა ანუ ის, რაც უნდა დავივიწყოთ

  1. ერთადერთი რაც შემიძლია ისაა, რომ შევშფოთდე, მეწყინოს, გავიზიარო, გავბრაზდე და მივხვდე, რომ ყველაფერი არც ისე კარგადაა ამ სამყაროში. <ყოჩაღ ყოჩაღ ყოჩაღ!
    ბოლო აბზაცზე გამაჟრიალა!
    პირველად მოვხვდი შენთან და ძალიან მომეწონა ეს პოსტი!♥♥

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s