საზოგადოების “სინათლე”

პოლიტიკური ციებ-ცხელება ასე თუ ისე დარსულდა. ადამიანებმა ბიძინაზე ფიქრს, დაამატეს ოჯახზე და სამსახურზე ფიქრი. ეს რა თქმა უნდა გასაკვირია, რადგან უკანასკნელ დღეებში, წარმოუდგენლადაც მეჩვენებოდა თუ ვინმე აქციაზე სიარულის გარდა თავის საქმესაც გააკეთებდა, მაგრამ ზოგჯერ შეუძლებელი რაღაცეების ხდება.

იმ საშინელი დღეების გახსენება არ მიყვარს, რადგან ჩემი გარშემომყოფების 90% მონსტრს დაემსგავსა. ყველა “ვიღაცისტი” იყო და “ერთისტი” ვერ იტანდა “მეორისტს”, ყველა აგრესიული იყო ქუჩაში, ყველა ვიღაცას ლანძღავდა და თავის უბედურებას სხვას აბრალებდა (დღეს მიშა იქნება, ხვალ ჯიმი, ზეგ ჯონი).

ქაოსი რომელსაც მოფერებით ჰქვია ქართული საზოგადოება, რამდენიმე ჯგუფისაგან შედგება, რომლებსაც მარტივად გამოკვეთილი დევიზი აქვთ და კონკრეტული საქციელი ახასიათებთ. მაგ. ითვლება,  რომ თუ არ გიყვარს ბიძინა ე.ი გიყვარს მიშა. ან პირიქით, თუ გიყვარს ბიძინა გიყვარს რუსეთი და მისი მონობა შენი მოთხოვნილებაა. თუ შუაში ხარ, ესეიგი მშიშარა ხარ, და საბოლოოდ მაინც მიშასკენ ხარ, რადგან გეშინია სამსახურის დაკარგვის. ესეთი მარტივი სახე შეიძლება მიეცეს დღევანდელ პოლიტიკურ აზროვნებას, რომელიც იმდენად მწირია, რომ განავრცეო რომ მითხრან ალბათ დავიბნევი.

მეორე საკითხია, ჩვენი დამოკიდებულება ძალადობისადმი. კადრები, რომლებმაც შემაძრწუნა არაფერი იყო, იმ ადამიანების გამომეტყვებასთან შედარებით, რომლებიც ღაღადებდნენ “კოცონზე დაწვა ჯალათებს”, “მოვითხოვთ საქართელოში სპეციალური შეკვეთით დამზადდეს გილიოტინა და თავისუფლების მოედანი გადაიქცეს ჯალათებისთვის სიკვიდლის მოედნად” და ა.შ

პირდაპირ გასაოცარია, ადამიანის ბუნება, რომელიც ძალადობას ძალადობითვე გმობს და ამითი ამაყობს.

დაღუპულები ვიქნებოდით, რომ არა ჩვენი რელიგიური ექსტრემისტები. რამდენიმე წუთის წინ ვუყურე ვიდეოს, სადაც მამაო თხოვს აქციაზე მყოფ ადამიანს რომ დაგმოს მეორე ადამიანი (პრეზიდენტი), უფროსწორად მოითხოვს და თითქოს ემუქრება : “არ გააკეთებ ამას? ჩემი მრევლი სამაგიეროდ მოგიზღვავს. და ასეც ხდება. ამბის კულმინაციაა, როცა ბრბო იწყებს ყვირილს წა-დი! წა-დი! და ერთ-ერთი ბიჭი საქმესაც არჩევს, მისი სიტყვები დაახლოებით ასე ჟღერს: “ბიჭო, ვერ გაიგე მამაო რას გეუბნება? ქრისტიანები გეუბნებით, რომ დაახვიო აქედან.”

ბოლოს კი ყველაზე “ტკბილი” ლუკმა შემოვინახე. ჩვენ ხომ ყველაფერში პირველები ვართ, და აქაც არავის დავუთმეთ ლიდერის პოზიცია. სულიერ ძალადობასთან ერთად, ფიზიკური ძალადობაც გვეხერხება და ეს რამდნეიმე დღის წინ დავამტკიცეთ. მწერალი, ზაზა ბურჭულაძე ცემეს იმის გამო, რომ დაგმო გაზეთ ასავალ-დასავალის მიერ ჯალათების სახელისა და გვარების გამოქვეყნება. მის საწინააღმდეგოდ, კი ამ გაზეთის რედაქტორმა, ისეთი არგუმენტი მოიყვანა, მთელი გულით ვურჩევდი, მაგას ჯობდა ამდგარიყო და თავისი ფეხით გასულიყო დარბაზიდან. კერძოდ, მწერლის პირად აზრად ჩათვალა, მისი რომანის ერთ-ერთი პერსონაჟი ქალის სიტყვები. ესეც ლოგიკის ზეიმი.

მოკლედ, ესეთ მდგომარეობაში ვართ დღეს ჩავარდნილნი.

თუ როდესმე გამოვაღწევთ ამ ქაოსიდან,

თუ როდესმე სიტყვა პროგრესი მარტო სიტყვა არ იქნება,

თუ როდესმე “გვეშველება რამეს?!” თან დავურთავთ მოქმედებას, მართლა გვეშველება.

საზოგადოების იმ ნაწილს კი , ვისაც “ინტელიგენცია” ჰქვია, ვინც აზროვნებს და არ შედის ზემოთ ჩამოთვლილში, გისურვებთ გამრავლებას, ხუმრობით და თან სერიოზულად.

10 responses to “საზოგადოების “სინათლე”

  1. მარიტა ვერ დაგეთანხმები, ის რაც ქვეყანაში ბოლო პერიოდში ხდებოდა მგონია რომ ლოგიკური დასასრული ჰქონდა. მეც ვიყავი შენს მიერ ხსენებულ აქციებზე მაგრამ “არავისტი” არ ვყოფილვარ, “ქვეყნისტი” ვიყავი მაგრამ ვაღიარებ და ნაციონალური იდეით გაჟღენთილი ადამიანები მაღიზიანებდნენ, მათთან არასდროს შევსულვარ თუნდაც სიტყვიერ კამათში, რადგავ ვთვლი რომ უშეგნებო ხალხია!
    აგრესიას რაც შეეხება, ამ ყველაფერს დიდი და ხანგრძლივი წინაპირობა ჰქონდა და ხალხი მართლაც რომ ფსიქიკურად შეიშალა, ყელში ამოუვიდათ ყველაფერი და ბუნებრივი, ჯანსაღი, რეაქცია იყო..
    რა თქმა უნდა ყოველგვარ ძალადობას ვგმობ, ყველას მხარეს არის ერთი-ორი შერყეული ..

    Like

    • მთელი უბედურებაც ეგ არის, რომ ხალხი გონებით ვეღარ აზროვნებდა და როგორც ბრბო ისე მოქმედებდა. ვერ დაგეთანხმები, რომ ესეთი მოქმედება “ჯანსაღი რეაქცია” იყო. ასეთი რეაქციებით ევროპული ქვეყანა ვერასდროს გავხდებით. რაც შეეხება, ვიღაცისტობას, ყველას არ ვგულისხმობ. უმეტესობა იყო ასეთი.

      Like

  2. მიმიფურთხებია ევროპისთვის ^^ ეგ მიმბაძველობა გვღუპავს, როცა ჩვენი თვითშეგნება დაბალ დონეზეა უცხოურს ვიტენით ძალით ..

    Like

    • მიმბაძველობა რა შუაშია, ევროპისკენ სწრაფვა არ ნიშნავს რო თვითმყოფადობა დაკარგო. “ქართველობას არავინ გვართმევს” , ოღონდ ევროპის იმ ღირებულებების ნაწილი შევითვისოთ რაც მართლა მისაბაძია, ლიბერალიზმი, დემოკრატია და ა.შ

      Like

      • ხოდა იმას ვამბობ რომ არ არის ჯერ ქართული საზოგადოების თვითშეგნება სამაგისოდ მზად, მადამდე კიდევ ბევრი გვიკლია ..

        Like

  3. გეთანხმები მარიტა. სწორი ხარ, ნამდვილად არეულობა იყო, მაგრამ მართლა მიხარია, რომ ყველაფერი დემოკრატიულად დამთავრდა.
    და არვიცი, იქნებ ეს მოჩვენებითია🙂
    მე მაგალითად ნაციონალურ პარტიას ვუჭერდი ხმას მამასთან და დედასთან ერთად, ხოლო მამაჩემის ძმა ქართულ ოცნებას. :)) ჩვენ ყოველდღე ვსმჯელობდით, ვსაუბრობდით, ვკამათობდით, მაგრამ ეს არ გამხდარა მიზეზი რაღაც სიძულვილისა, მერე რა.. ჯანსაღი კითხვა-პასუხი სასარგებლოა :))))

    Like

    • ძალიან კარგი, მეც ბევრი ადამიანისგან განსხვავებული პოციზია მაქვს და ეს რა თქმა უნდა არ იწვევს ჩვენ შორის უთანხმოებას. თუმცა ყველას შეგნება ერთნაირი არ არის და სამწუხაროდ ბევრი ადამიანი უცხო პირებზე წარმოდგენას, მათი პოლიტიკური ნიშნის მიხედვით იქმნის.

      Like

  4. გეთანხმები! ყველა მოითხოვს, რომ რომელიმე პოზიცია დაიჭირო და ეს არასწორია! ვერ ხვდებიან, რომ პოზიციის არქონაც პოზიციაა!

    Like

  5. რა კარგად აზროვნებ! მეორე პოსტი წავიკითხე შენი და ყველა სიტყვაში გეთანხმები!

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s