შემოქმედის ცხოვრება

გველის მჭამელი შემოქმედის ბედზე დავწერე,
მაგრამ მერე ფილოსოფიად გადამიქციეს,
ყველაფერი მიმიწერეს, რაც არ მეფიქრა!
მე კი მხოლოდ იმის თქმა მსურდა,
რომ თვისი ნიჭი პოეტს უნდა კბილით ეჭიროს,
რადგან ჩუმ-ჩუმად ყველა ლამობს იმის წაგლეჯას.
მე ერთადერთი ნიჭი მაქვს და ისიც ღვთისაა,
იმისგანა მაქვს სულ ცოტა ხნით მობარებული,
მე რომ ავდგე და ვეთვალთმაქცო – დავიღუპები!

ბესიკ ხარანაული

იშვიათია ადამიანი, რომელიც რაღაცას ქმნის. უმეტესობა სხვისი შექმნილით არსებობს. კითხულობენ დოსტოევსკის, უყურებენ ალმოდოვარს, ათვალიერებენ ფიროსმანს. უნდებათ, რომ თვითონაც იყვნენ დოსტოევსკები, ალმოდოვარები, ფიროსმანები, მაგრამ ვერ აცნობიერებენ რამხელა “სასჯელია” შემოქმედად ყოფნა.

მწერლებისა თუ მხატვრების ბიოგრაფიები ერთმანეთს იმითი გვანან, რომ მათი უმეტესობა სიცოცხლის ბოლომდე სიღატაკეში ცხოვრობდა. გალაკტიონი თბილ მოსაცმელს ითხოვდა, ფიროსმანი კი ხშირად მშიერი ათენებდა ღამეებს. ადამიანებს, რომლებიც ჩვენ “სულიერ” საზრდოს გვაწვდიან , თვითონ რჩებიან “ხორციელის” გარეშე.

ბესიკ ხარანაულის ლექსის ნაწყვეტიც შემოქმედის ბედზეა, რომელიც კანონზომიერებადაც კია ქცეული. პოეტის ადგილი არაა სამყაროში. მას არ ვაფასებთ და არც ხელს ვუწყობთ რომ რაღაც შექმნას. ხშირად გარიყულ ადამიანადაც კი განვიხილავთ, სხვანაირი შეხედულებების გამო და გვავიწყდება, რომ ისეთივე მოქალაქეა როგორც ჩვენ, და ისევე იხდის გაზის ფულს როგორც ჩვენ.

გინდა წერო? უნდა წერო.

მაგრამ, ყველაფერი ბევრი ბრძოლისა და ტანჯვის ფასად.

“ოდნავადაც არავის არ გაახსენდება,
ღამით სახლიდან რომ გაგყარეთ და ზვინში რომ გაგათევინეთ.
მაგრამ დილით ხომ კარგი მამა ვიყავი!
ხომ სიყვარულით და ხუმრობით შეგიპატიჟეთ:
სახინკლე ხორცი ხომ დავკეპე, ხომ გაგახარეთ?
მე იმ ღამეს სტუმარ-მასპინძელის ბოლო თავს ვწერდი,”

თითქოს ისინი არ იყვნენ ჩვეულებრივი ადამიანები. თითქოს ადამიანები ჩვეულებრივებად და არაჩვეულებრივებად იყვნენ დაყოფილი და მათ შორის რაღაც იყოს ჩატეხილი. ხიდი თუ ძაფი, რაც გინდათ ის დაარქვით.

არ მინდა დავიჯერო, რომ შემოქმედი ადამიანი არჩევანის წინაშე დგება – შევწინააღმდეგო მუზას თუ “კბილით დავიჭირო ნიჭი?”. მინდა მჯეროდეს, რომ შესაძლებელია მატერიალურად უზრუნველყოფილი მწერალი იყო. გქონდეს მწერლისა და პოლიტიკოსის კარიერა,  კარგი სამსახური. არ იყო მარტოსული, გყავდეს მეგობრები და ოჯახი.

და მაინც ემსახურებოდე ხელოვნებას.

4 responses to “შემოქმედის ცხოვრება

  1. ერთი წუთის ხელოვნების გარეშე.
    წარმოუდგენელია !!
    ახლა კი მუსუკას ვუსმენ ”supergirl” Reamon ის ,გვერძე ჰიუგოს ”1793” მიდევს ნახევრად გადაშლილი, ჩემს მარჯვნინ ტილოზე დაუსრულებელი ნახატი მაქვს და ამ წუთას შენს სტატიას ვკითხულობ ეს ყველაფერი ხომ ხელოვნებაა.
    ”თუ გინდა იყო ხელოვანი უნდა იყო თავისუფალი აგრეთვე თუ გინდა იყო ბედნიერი უნდა იყო თავისუფალი”

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s