exist(entialism)

ყოველთვის ვიცოდი რომ სამყაროში მარტო ვარ. ვიცოდი რომ სამყარო ბრუნავს ჩემ გარშემო და მე მის ცენტრში ვიმყოფები. თურმე იმას, რასაც მე შინაგანად ვგრძნობდი და ვერ ვხსნიდი, თავისი სახელი რქმევია. ერთი ჯადოსნური სიტყვა “ეგზისტენციალიზმი” და ყველაფერი ნათქვამია. თურმე, სანამ ეს განცდა “აუხსნელი” მეგონა, სარტრსა და ბოვუარს უკვე აუხსნიათ იგი. მეც ისღა დამრჩა დავთანხმებულიყავი და გამეგრძელებინა დაკვირვებები საკუთარ თავზე.

ვფიქრობ, რომ პირველ წინადადებას ადამიანების ერთი ნაწილი სხვანაირად გაიგებს. ამ შემთხვევაში სხვანაირად ნიშნავს არასწორადს. მე კი ვაფრთხილებ რომ სამყაროში მარტო ყოფნა არ ნიშნავს, რომ არ მყავს მეგობრები ან ადამიანებთან ურთიერთობები მიჭირს. უბრალოდ ჩემი აზრია, რომ რამდენი მეგობარიც არ უნდა გყავდეს მაინც მარტო იქნები. მთელი ცხოვრება საკუთარი შესაძლებლობების გამოცდაა, საკუთარი თავის შეცნობაა, საკუთარი გამოცდილებაა ყველა სფეროში.

ამბობენ, რომ გალაკტიონი თავის ლექსებში ღვთისმშობელზე მიგვანიშნებდა. მიჩნდება კითხვა რატომ? პასუხი კი არ არსებობს, უბრალოდ ასე გადაწყვიტეს მკვლევარებმა. საიდან იციან მკვლევარებმა ჭეშმარიტება? ან საერთოდ რა არის ჭეშმარიტება? ვინ დაადგინა ? ყველას ჩვენი სიმართლე გვაქვს, რადგან საკუთარი თვალით ვუყურებთ და ვხედავთ. მგონია, რომ ნებისმიერ აზრამდე ადამიანი დამოუკიდებლად უნდა მივიდეს. არ მჯერა ჯგუფური აზრის, რადგან ვიცი ყველა ინდივიდია.

თუ შეცდომას ვუშვებ, ვუშვებ იმიტომ, რომ მე ვაკეთებ არჩევანს და არა ჩემი მშობლები.

თუ არ მაქ ნაცნობების იმედი, არ მაქ იმიტომ რომ ჩემით მინდა რამის მიღწევა.

თუ არ ვარ სხვის იმედზე, არ ვარ იმიტომ რომ მჯერა ჩემი შესაძლებლობების.

თუ უფროსს ვეკამათები, ვეკამათები იმიტომ რომ არ ვეთანხმები და არ მაინტერესებს ცუდია ეს თუ კარგი.

თუ ცუდია, დაე იყოს ცუდი, და საკუთარი გამოცდილებით მივიდე ამ დასკვნამდე:)

3 responses to “exist(entialism)

  1. საინტერესოა, მაგრამ მე არ დავკვირვებივარ , განვიცდი კი ამას?!
    თუ არ არის აუცილებელი ყველა ადამიანი განიცდიდეს…

    Like

  2. არაჩვეულებრივია )) საერთოდ შენ ხარ არაჩვეულებრივი უკვე მეორე წელი დაიწყო რაც შენ ბლოგს ვკითხულობ )) მართლა ეგრეა და მე ამწუთას იმდენად მარტო ვარ რომ ალბათ გავრაკავ )) ყველა სიტყვაში გეთანხმები მიუხედავად იმისა რომ არ მომწონს როდესაც ადამიანები ერთმანეთს დავიდან ბოლომდე ეთანხმებიან

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s