ჰაინრიხ ბიოლის “უკაცო სახლი”

ადრე ვსაუბრობდი წიგნსა და გარემოებებზე. ასოციაცია წაკითხულ წიგნებზე იყო გარემო და ემოციები რაც ამ წიგნს უკავშირდებოდა და არა თვითონ რომანი და პერსონაჟები. მოკლედ, ყველა წიგნს თავისი ისტორია აქვს და ეს ისტორიაც გვიყვარს. ზოგჯერ ისეც ხდება, რომ წიგნი არ ამართლებს, ამიტომ მხოლოდ ისტორია რჩება შესაყვარებელი.

როცა “კლოუნის თვალთახედვა” წავიკითხე და შემდეგ ამის თქმა მომიწია, არ გამიკვირვებია, რომ ჰაინრიხ ბიოლის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. მე კი ამაყი ვიყავი, რომ დათა თუთაშხიას მაგივრად ამ უცნობი მწერლის, უცნობი რომანი ჩამივარდა ხელში. ცოტა ეგოისტურადაც კი ვუყურებდი ამ საკითხს, რადგან შნირი და მისი სამყარო, ჩემი აღმოჩენილი მეგონა. მალე ჰაინრიხ ბიოლი 50 წიგნში მოხვდა და ისღა დამრჩა, სიხარული მთელი საქართველოსთვის გამეზიარებინა. ბლოგისთვის კი ზედმეტი 100 ვიზიტორი მიმელოცა. ახალი “აღმოჩენის” ძიებისას, ბუკინისტებთან იგივე მწერლის ახლა უკვე სხვა ნაწარმოები ვიყიდე და “უკაცო სახლზე” დავამყარე იმედები.

ვერ ვიტყვი, რომ ჰაინრიხ ბიოლმა არ გაამართლა, უფრო მე არ გავამართლე, რადგან როგორც მჩვევია ყველა წიგნთან ურთიერთობაში ახლაც მეტს მოველოდი.

“უკაცო სახლი” არის ადამიანებზე, ომის დროს.

სამყაროში, რომელიც ბავშვების თვალითაა დანახული, სექსი “თანაცხოვრებაა”, მეძავი კი “ამორალური”.

ჰაინრიხი და მარტინი, მამების გარეშე დარჩენილი შვილები, საკუთარ თავებს თვითონ ზრდიან.

მათი შინაგანი მდგომარეობა, ფსიქოლოგია და ფიქრები ჩანს მათი მძიმე ცხოვრების ამბებიან. რადგან მთელი წიგნი მხოლოდ ამბებია, დეტალურად აღწერილი ჭამის პროცესები, დედის საქმიანობა და სხვა ბავშვების ოჯახები.

“უკაცო სახლი” არის მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ადამიანის ცხოვრების რამდენიმე თვე ან სულაც წელი.

ჰაინრიხ ბიოლი, ისევე როგორც კლოუნის თვალთახედვაში, აქაც ბევრს საუბრობს რელიგიაზე.

“და თუ შენ ღმერთო არ მოგვიტევე

ვინღა დარჩება ქვეყნად უბიწო?”

და მარტინის დედის, ნელას ფიქრები კათოლიციზმსა და მღვდლებზე.

” ნეტა ვის რაში სჭირდება ამოდენა ყვირილი და მოთქმა? ვის რაში არგია ის ყალბი პათოსი, რითაც რიტორიკის მასწავლებელმა მღვდელთა ბარე ორი თაობა დაჩურთა…”

მწერალი სუნზე და ფერზე ლაპარაკსაც დიდ ადგილს უთმობს: “ამერიკული სიგარეტებისა და სველი ალებასტრის სუნი”, “ზოგი მდელოებივით მწვანეა, ან ბროწეულივით წითელი, ზოგს იმ ალმებივით ჭახჭახა სიყვითლე დაჰკავს, სამხედრო მატარებლებზე რომ დაამაგრებენ ხოლმე, ზოგიც შავია – ნახშირივით შავი”

ბევრჯერაა ნახსენებია გეზელერი – ადამიანი, რომელმაც მოკლა მარტინის მამა და ოცნებების ამარა დატოვა ნელა, მარტინის დედა. მკითხველი თითქოს მთელი 23 თავის განმავლობაში ელოდება რომ გეზელერზე შურს იძიებენ, მაგრამ გეზელერი განსაკუთრებით მშვიდად და სასიამოვნოდ განაგრძნობს დაწყებულ “ახალ ცხოვრებას”. მას ომთან და სიკვდილთან აღარაფერი აკავშირებს, წარსულის გარდა.

ადამიანებს კი, ომმა აწმყოც წაართვა და მომავალიც.

მილიონობით ადამიანი ემსხვერპლა სამად-სამ დამახინჯებულ სიტყვას, ადამიანები ამ სამად-სამი სიტყვის გულისათვის დახოცეს, დაწვეს, გათელეს, დახვრიტეს, გაზის საკნებში გამოახრჩვეს.

“…იურერი, …ალხი, …ამშობლო”

11 responses to “ჰაინრიხ ბიოლის “უკაცო სახლი”

  1. ჰაინრიხ ბიოლი ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მწერალია. 17 წლისამ აღმოვაჩინე და მას შემდეგ გავრეკე. ეს არის მწერალი, რომელიც სიტყვებით ხატავს. ანუ, სათქმელს გადმოსცემს ისე, რომ ყველა სიტყვას ხედავ. ასე არც ერთი მწერლის კითხვის დროს არ დამმართნია.
    “და არ უთქვამს არც ერთი სიტყვა” თუ გაქვს წაკითხული? ძალიან მაგარია.
    ყველზე მეტად, მაინც “უკაცო სახლს” გამოვყოფდი. ყველაზე მეტად ჩამრჩა გონებაში.

    Like

    • არ მაქვს, მაგრამ წავიკითხავ აუცილებლად:) გეთანხმები, ყველაფერს რასაც ვკითხულობდი, მთელი სიცხადიდ წარმომიდგებოდა ხოლმე თვალწინ.

      Like

  2. მე “კლოუნის თვალთახედვაზე” მეტად “უკაცო სახლი” მომეწონა (თუმცა, რა თქმა უნდა, კლოუნიც ძალიან კარგია)… დაუვიწყარია… და კიდევ “ჩემი ნაღვლიანი სახე”…

    Like

  3. ეს საოცარი წიგნია რომელიც პირველი წაკითხვის მერე ამეკვიატა და შემიძლია გაუთავებლად ვიკითხო.ბიოლი ყველაზე მაგარი მწერალია.

    Like

  4. დღეს წიგნებს ვეძებდი და ვნახე ეს წიგნი. მერე ვფიქრობდი, სად\რაც წავიკითხე ამ წიგნზე, სადღაც წავიკითხე, მაშინვე მომაგონდი❤ ზაფხულზე წავიკითხავ აუცილებლად.

    Like

  5. 🙂 პირველად ვარ ამ ბლოგზე და პირველივე პოსტი ეს არის და🙂 სრულიად ვიზიარებ ამ წიგნთნ დაკავშირებით გამოთქმულ აზრს🙂 მეც 17-18 წლის ასაკში აღოვაჩინე და მას შემდეგ რამოდენიმეჯერე წავიკითხე❤

    Like

  6. ბიოლი ძალიან, ძალიან კარგი მწერალია❤

    Like

  7. ძალიან გთხოვთ მაინტერესებს იურერი ალხი ამშობლო
    ალხი ანუ ხალხი
    ამშობლო ანუ სამშობლო
    და იურერში რა იგულისხმება?
    მიპასუხეთ რა გთხოვთთ

    Like

  8. ყველას გთხოვთ, თუ ვინმეს აქვს ან იცის სად ვნახო, ჰაინრიხ ბიოლის ,,უკაცო სახლის” ელ.ვერსია, მითხარით, მადლობელი ვიქნები.

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s