კნუტ ჰამსუნის “მისტერიები”

იოჰან ნაგელი ერთი სახელი და გვარია, რომლის უკანაც ორი ადამიანი იმალება. გაორებული პიროვნების შინაგანი მდგომარეობა, კონფლიქტები, აზრები თუ ემოციები, ყველაფერი ერთ წიგნში კნუტ ჰამსუნმა ჩაატია და მისტერიები დაარქვა.

თუკი გიყვართ არაპროგნოზირებადი და უცნაური ადამიანები, მაშინ რომანის მთავარი გმირიც შეგიყვარდებათ.

ერთი შეხედვით მოსაწყენი და პატარა ქალაქი, ახალ სტუმარს იღებს, რომელიც თავს აგრონომად ასაღებს. ვიოლინოს ბუდე დააქვს, ისე რომ მასში ვიოლინო კი არ დევს, არამედ ათასი უსარგებლო ნივთი. შორიდან ყველას მდიდარი გონია, სინამდვილეში კი სულაც არაა ასე.

იოჰან ნაგელი ცვალებადი ადამიანია და ამიტომაცაა საინტერესო.

თუკი ადამიანების გაცნობა გინდათ, მისტერიები ამისთვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. ვის არ შეხვდებით კნუტ ჰამსუნის სამყაროში, სადაც პოეზიისა და ბავშვობაში განცდილი პირველი სიყვარულის სუნი ტრიალებს.

ემწუთას, რომელიც ერთ ადამიანში მოთავსებული ყველა კეთილშობილური თვისებაა, რომელსაც ყველა პატივს სცემს, მაგრამ ნაგელი მას სხვანაირად უყურებს და გამოცდებსაც კი უწყობს.

მარტა, რომელმაც ცხოვრების დიდი ნაწილი მარტოობაში გალია და მაინც შერჩენია თამამი და გამომწვევი ღიმილი.

ქერა შელანდი, რომელიც მუდამ წითელია და ნაწნავი ძალიან უხდება.

.

კნუტ ჰამსუნმა ჰერმან ჰესე გამახსენა.

ტრამალის მგელი, იქაც გაორებული ადამიანია.

ნაგელის სცენები კი ჰესეს მიერ აღწერილ გაურკვეველ, არარეალურ სცენებს მაგონებს.

რაზე საუბრობენ მისტერიულ ქალაქში?

რელიგიაზე, მორალზე, სიყვარულზე, პოეზიაზე და ცხოვრებაზე, საერთოდ.

“იცით დიდ პოეტს ვის უწოდებენ? ვის და ადამიანს, რომელსაც საკუთარი თავის წინაშე სირცხვილის განცდა არასოდეს უჩნდება, რომელიც ამ გრძნობას საერთოდ არ ფლობს.”

“ცხოვრება საკუთარ გულსა და აზროვნებაში ჩაბუდებულ დემონთა წინააღმდეგ მიმართული დაუსრულებელი ბრძოლაა.”

“მწერლობა ყოველ ცისმარე დღეს საკუთარი თავის სამსჯავროს წინაშე წარდგენაა.”

“ადამიანებს მორალს ხელიდან თუ გამოაცლი, ყველაფერს იკადრებენ. იმისთვის, რომ ხალხი რამენაირად წინსვლისა და განვითარების გზაზე გაიტყუო, ყველანაირი ხერხი თუ ფანდი უნდა გამოიყენო, ოღონდ ამ დროს შესაბამის მორალურ ჩარჩოებს არ უნდა გასცდე და ღირსება არ დაკარგო.”

“ადამიანთა რელიგიური ცხოვრება უტყუარი ფაქტია. ყველას რაღაცის სწამს, ყველას აქვს საკუთარი ძროხის ზანზალაკი, რომელზეც ლოცულობს. გადამწყვეტი ის კი არ არის, რისი გწამს, არამედ, თუ როგორ გწამს…”

“ხალხი ყველა სიახლეს მხოლოდ მაშინ იღებს და ეგუება, როცა ამას მათი რომელიმე მასწავლებელი სცნობს და აღიარებს.”

8 responses to “კნუტ ჰამსუნის “მისტერიები”

  1. ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი წიგნი და ყველაზე მაგარი კაცი მსოფლიოში-ნაგელი-ჩემი სიყვარული… და ვერ ვიტან დაგნის🙂

    Like

  2. უფრო დიდი მოლოდინი მქონდა ამ წიგნის წაკითხვისას და წაკითხვის შემდეგ უკმარისობის გრძნობა დამრჩა. ძალაინ გავდა სიუჟეტით “იდიოტს”. ორივე შემთხვევაში ავტორი ალაპარაკებს პერსონაჟებს, ათქმევინებს ყველაფერს, თითქოს ამდენი ხანი რაც გულში დაგროვებიათ ახლა უნდა ილაპარაკონო და ბოლოს კლავს. ეს ერთადერთი იყო, რამაც გამაღიზიანა.
    ისე, კარგი წიგნია, მშვენივრად იკითხება.

    Like

  3. გამარჯობა, მოკლედ დიდი ხანია უკვე შენს ბლოგს ვკითხულობ და იმდენად მომწონს ზოიი პოსტი რამდენჯერმე მაქვს წაკითხული. მაინტერესებს სად შეიძლება კარგი მეორადი წიგნების ყიდვა? აბუკინისტები სად ვნახობბბნბბუუერპოსტ

    Like

      • მადლობა:) ესეიგი თავისუფლების მოედნის პაძემკაში, ჭავჭავაძეზე თსუს პაძემკაში და ყველაზე დიდი არჩევანი დინამოზე, ვალუტების გაცვლის გასწვრივ არის რამდენიმე მაღაზია ძველი წიგნების. ფასები პაძემკაში იაფია, აქ შედარებით ძვირი.

        Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s