“ტორტილა ფლეტი” ჯონ სტაინბეკი

ჯონ სტაინბეკმა, როცა ამ რომანს წერდა, გადაწყვიტა ჩემნაირი ადამიანებისთვის შრომა შეემსუბუქებინა და თვითონვე ეთქვა მოკლედ, თუ რაზე ისაუბრებდა წიგნში.

“ამ წიგნში თქვენ წაიკითხავთ დენის, დენის მეგობრებისა და დენის სახლის ამბავს. ნახავთ, როგორ გაერთიანდა ეს სამი ცნება;  გაეცნობით მათ თავგადასავლებს, რა სიკეთე დაუთესიათ, რა ფიქრებით ყოფილა მოცული მათი თავი და რა მისწრაფებები ჰქონიათ. წიგნის დასასრულს კი იმასაც მოგითხობთ, როგორ დაიკარგა თილისმა და მათი კავშირიც როგორ დაირღვა.”

ეს ნამდვილად კარგი შესავალია და განსაკუთრებით სასარგებლოა ისეთი ადამიანებისთვის, ვინც ბუნების აღწერით ან მოსაწყენი დიალოგებით დაწყებულ წიგნებს არ კითხულობენ.  ის ვინც სამ მეგობარს გვერდზე გადადებს უინტერესო დასაწყისის გამო და ტორტილა ფლეტის ამბების კითხვას დაიწყებს, ვერც კი წარმოიდგენს როგორ მოტყუვდება. თუმცა აქ ამ ორი რომანის შედარებას არ ვაპირებ, და ჩემი აზრები მთლიანად ტორტილა ფლეტის გარშემო ტრიალებს.

ეს არის მარტივი ენით (რითიც ჰემინგუეის ძალიან გავს) დაწერილი რომანი მეგობრობაზე და ადამიანებზე.

დენი, რომანის მთავარი გმირი გამდიდრებული ღატაკია, რომელსაც მემკვიდრეობით ერგო ორი ბინა ტორტილა ფლეტში. როგორც ყველა, სიმდიდრემ დენიც შეცვალა. მის თავში სრული ქაოსია, ქცევები საგრძნობლად ეცვლება და ნელ-ნელა აწვება მხარზე მესაკუთრის სიმძიმე, პასუხისმგებლობა, მოვალეობები.

“როცა კაცი ღარიბია, მუდამ ასე ფიქრობს ხოლმე – “ფული რომ მომცა, ჩემს კეთილ მეგობრებსაც გავუნაწილებო.” მაგრამ, გაჩნდება თუ არა ფული, გულმოწყალებაც ხელადვე ქრება.”

ასეთია დენიც, რომელიც რომანის გარეთ ყველა გამდიდრებული ადამიანია.

სტაინბეკი აღწერს რეალურ სიტუაციებსა და პიროვნებებს.

ყველაფერი იმდენად რეალურია, რომ გგონია შენ გარშემო ხდება.  არ ვიცი, იყო თუ არა ჯონ სტაინბეკი ნამყოფი საქართველოში, თუმცა სადაც არ უნდა ყოფილიყო მაინც დაწერდა ამ რომანს, შეიძლება სათაური ყოფილიყო განსხვავებული. ადამიანები ხომ აქაც და იქაც, ყველგან ერთნაირები არიან.

პილონი, მეკობრე, ხესუს მარია, ჯო პორტუგალიელი – ერთი შეხედვით ნამდვილი, იდეალური მეგობრები.

თუმცა თითოეულ მათგანშიც ისევე როგორც ყველა ადამიანში, არიც მცირედი ნაწილი ანგარებისა და შურის.

მეგობრები ერთი შეხედვით – “ერთნი” არიან, თუმცა როცა ღვინო მოუნდებათ, საკუთარ თავზე ფიქრობენ, მზად არიან ფული მოიპარონ და მეგობრის ნივთი გაყიდონ საკუთარი სიამოვნებისთვის.

დენი ტოვებს სახლს და იდილიაც ინგრევა.

მეგობრები ყველაფერს აკეთებენ დენის დახმარებისთვის, თუმცა სტაინბეკის თქმით “ზოგ საქმეში კაცს მეგობრებიც კი ვერაფერს უშველიან”. 

ტორტილა ფლეტში  დაკრძალვა ისეთივე  წესებით ჩატარდება, როგორც ჩვენთან. ადამიანები იმზადებენ შავ კოსტიუმებს და აკვირდებიან რამდენი ადამიანი მივიდა გარდაცვლილთან.

სიკვდილი, საზოგადოებრივი მოვლენაა და არა პირადული.

“სანამ კვდება ადამიანი, იგი შეიძლება უყვარდეთ, სძულდეთ, ენატრებოდეთ, დასტიროდნენ კიდეც, მაგრამ რაკი მოკვდება, ხელად საზოგადოებრივი ზეიმის რთულ ფორმალობათა მთავარ სამკაულად გადაიქცევა.”

დენიც გარდაიცვალა და ასე დაიშალა მეგობრობა.

5 responses to ““ტორტილა ფლეტი” ჯონ სტაინბეკი

  1. მეც ვამსგავსებ სტაინბეკს და ჰემინგუეის… და ორივე ძალიან მიყვარს : )

    Like

  2. სტაინბეკს ძალიან კარგი წიგნები აქ დაწერი და უმეტესობა რეალურ ღატაკურ ცხოვრებაზეა. წაკითხული მაკ „მრისხანების მტევნები” და ”ქარხნების გზაზე” მასში გამოხატული სადამდე შეიძლება მიაღწიოს ადამიანმა გაღატაკებისას და თუ როგორ იყენებენ ასეთ ხალხს ძალინ მძიმე წასაკითხი იყო ჩემთვის ”მრისხანების მტევნები” ხელში თუ ჩამივარდება შენს მიერ შემოთავაზებული წიგნი აუცილებლად წავიკითხავ🙂

    Like

  3. მაგ წიგნს რომ მოვრჩი, ღნავილი დავიწყე და ბლომად ცრემლები მივაპკურე.🙂

    Like

  4. სტაინბეკი ნამყოფია საქართველოში, თანაც ორჯერ. დეტალურად აქ შეგიძლია ნახო) http://lashachkhartishvili.blogspot.com.es/2012/07/blog-post_9282.html
    წიგნიც აქვს დაწერილი სადაც ბევრი თბილი სიტყვით იხსენიებს საქართველოში მოგზაურობას.

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s