“ჩაკლული სული” ანუ ღმერთის განდევნა

თუკი გინდათ გაიგოთ, რატომ იყო საბჭოთა კავშირი ცუდი, 1984 თან ერთად უნდა წაიკითხოთ გ.რობაქიძის “ჩაკლული სული”.

სახელი შემთხვევით არ აურჩევია მწერალს, საბჭოთა ეპოქაში სწორედ ადამიანის სულის განადგურებას და მასში ღმერთის გაქრობას ცდილობდნენ.

რომანის მთავარი გმირი თამაზი, მწერალია, რევოლუციის მოწინააღმდეგე და არა კომუნისტი, თუმცა ეს არაფერს ცვლის. მან იცის, რომ თითოეული მისი და მისი თანამოაზრის ქმედება, დაუპირისპირდეს საბჭოთა კავშირს, მარცხისთვისაა განწირული.

თამაზის გამოსვლა, როდესაც ის კომუნისტების მიერ “სისხლის დაღვრასაც” ამართლებს, სწორედ იმის დადასტურებაა, რომ საბჭშოთა კავშირი ადამიანი ვერ ამბობს, იმას რასაც ფიქრობს.

რა ხდება მაინც იმ დროს?

“მეფობს ორპირობა, ორგულობა, უნდობლობა, ღალატი, შიში”

როგორ იზრდება ახალი თაობა?

“ახალი ადამიანი იბადება, უღმერთო. მისთვის არ არსებობს საიდუმლო. არავითარი რიდი, არავითარი მოწიწება, არავითარი მისტიკა. შიშველი ყოფიერება, ნივთიერი, არსად მეტაფიზიკური, ფესვებშიც კი არა. ღმერთის ამოძირკვა ყოფიერებიდან – ეს არის კულტურის ახალი მიჯნა”.

ადამიანები ფიქრობენ, რომ გრიგოლ რობაქიძე ფაშისტია, იმას კი ვერ აცნობიერებენ, რომ მისი წიგნის (ადოლფ ჰიტლერი)  მიზანი , იგივეა რაც გამსახურდიას შემოქმედების დიდი ნაწილი, ანუ ბრძოლა გადარჩენისთვის.

მკვლევარები ფიქრობენ, რომ თამაზი იგივე გრიგოლ რობაქიძეა და მწერალმა, ყველაფერი თქვა ამ პერსონაჟით.

ჩემი თანატოლები ფიქრობენ, რომ გრიგოლ რობაქიძე საქართველოდან “გაიქცა”, მათი აზრით “თუ რამის გაკეთება უნდოდა აქ უნდა გაეკეთებინა”.

ჩემი კლასელები ფიქრობენ, რომ სტალინი იყო კარგი, ალბათ იმიტომ, რომ მათ ჯერ კიდევ არ წაუკითხავთ “ჩაკლული სული” სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ.

სტალინი რომანის, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. განხილულია მისი დამოკიდებულება რელიგიისადმი, ადამიანებისადმი, ძალაუფლებისადმი.

“სტალინის ჰოროსკოპი” ერთ-ერთი თავის სათაურია და მთლიანად ბელადის პიროვნებაზეა საუბარი. ვკითხულობთ და წარმოვიდგენთ, როგორ იღიმება “ჯუღა” ულვაშებში, როგორ დასცინის მოწინააღმდეგეს და გამოჰყავს იგი წყობიდან.

მიუხედავად იმისა, რომ მას მწერალი არსებას უწოდებს და არა ადამიანს, სტალინი როგორც ადამიანი, მაინც ამოუცნობი რჩება. “ის გველივით იცვლიდა კანს და ამით ხელშეუხებლად ინახავდა შინაგან არსებას”. იგი ფიქრობდა, რომ მტრის დასაძლევად ორი რამ იყო საჭირო: თავდაჭერა და ირონია. გამოსდიოდა კიდეც…

იგი მოკლებული იყო ადამიანურ სითბოს ჯერ კიდევ ბავშვობაში, როდესაც ლოთი მამა ბავშვების თვალწინ სცემდა დედას. როგორც ჩანს, სტალინის ფსიქოლოგიაზე ამან დიდი გავლენა იქონია და მომავალში ამდენ ტრამვა გადატანილს, ვეღარ წარმოედგინა რაიმე, რასაც ვერ გადალახავდა.

“არ იყო ადამიანი, საკუთარი თავი არ დაეჭირა ამ კაცზე ფიქრში. ხანდახან მაცთუნებელი აზრი მოდიოდა: რა მოხდებოდა, ის რომ დაემხოთ? აზრს შიში კლავდა. ლენინს არ მოუგროვებია ამდენი ძალა თავის არსებაში. არც ერთ დიქტატორს მსოფლიო ისტორიაში ამდენი ძალაუფლება არ მოუპოვებია. ეს ფენომები აწვალებდა ყველას – კომუნისტსაც, არაკომუნისტსაც. ყველა გრძნობდა მის დემონურ ძალას”.

გრიგოლ რობაქიძე, ხშირად ახსენებს დოსტოევსკის. “ეშმაკნი” არის წიგნი, რომელზეც შენიშვნები გააკეთა თამაზმა და ამის გამო დააპატიმრეს. ავტორმა აქ მკითხველში არა მარტო საკუთარი ნაწარმოებების წაკითხვის არამედ სხვა მწერლების გაცნობის სურვილიც გააღვიძა.

ასევე, მნიშვნელოვანია რომანის შემდეგი ეპიზოდიც:

“საქართველოს ერთ კუთხეში კომკავშირელებმა სასწაულმოქმედ ხატზე მიიტანეს იერიში. საყდარში შეცვივდნენ, ერთმა დაამხო წმინდანის ხატი და ცოფისაგან დაბრმავებული ფეხით ზედ შედგა.
“აბა დამსაჯოს თქვენმა ყოვლისშემძლე ხატმა! “ სახეში მიახალა უძრავად მიშტერებულ მდუმარე გლეხბს. ერთმა მოხუცმა გლეხმა დაარღვია სიჩუმე, წყნარად მიუგო: “მეტი რაღა გიყოს?” უკვე გაუგიჟებიხარ და ეგ არის”. თამაზს გაუხარდა. მოხუცის გაურყვნელ ტვინში, როგორც ჩანს, კვლავ მოქმედებდა თავისი მოდგმის გენია.

“ჯადოს ახსნა” , “ღმერთის ტკივილი”, “სიკვდილის ხახა”, “ყველა საზღვრის წაშლა” – ის თემებია, რომლებზეც მოაზროვნე და მწერალი გრიგოლ რობაქიძე “ჩაკლულ სულში” საუბრობს.

10 responses to ““ჩაკლული სული” ანუ ღმერთის განდევნა

  1. არ მეგონა, დღეს თუ ვინმეს კიდევ მიაჩნდა სტალინი დადებით პიროვნებად…
    ჩემი აზრით, საუკეთესო თავი ამ ნაწარმოებში სწორედ სტალინის შესახებაა (თუ საერთოდ შეიძლება რომელიმე თავის გამოყოფა). ასე კარგად არავის დაუხასიათებია მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები (რა თქმა უნდა, ჩემი აზრით, უარყოფითი მხარეები ჭარბობს).

    Like

  2. aris momentebi rodesac stalini hitlerad momechvena xolme . ra gansxvavebaa 50 milionze meti udanashulo adamiani mokla , ubrlaod eshinoda diaxac eshinoda stalins rom mas moklavdnen amitom yvela echvmitanils xvrettda.markismis teorias gadauxvia da amitomac mis xelmdzgvanelobas stalinismad moixsenieben .

    Like

      • ეგრეთუა უმეტესობა 99% სახელმწიფო ლიდერი ჩადის ბოროტებას რა პროპაგანდობა ან ტყუილებსი თქმა და სახელმწიფოს ფულის მოპარვა ბოროტება არა?:)

        Like

    • რა თქმა უნდა, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი აზრია. ყველა ლიდერი რაღაც ფორმით მაინც ჩადის ბოროტებას, დაფარულად ან დაუფარავად.

      Like

  3. “თავდაჭერა და ირონია..” მართლაც… ირონია ისე ანადგურებს და ამწარებს ადამიანს, რომ … ფაქტი სახეზეა.

    საინტერესო და მრავალფეროვანი პოსტი იყო როგორც ყოველთვის. აი რაც ბლოგერობა დავიწყე და ბლოგერი გავხდი ხო უამრავ ბლოგს ვნახულობ, ვათვალიერებ, ვკითხულობ კომენტარებს ვტოვებ, მაგრამ შენი ბლოგი არის ერთადერთი რომელსაც კომპიუტერის ჩართვისას ფეისბუქის, ჩემი ბლოგის და ა.შ. გახსნის შემდეგ მაშინვე შენსასაც ვრთავ რომ იქნებ დადო ახალი პოსტი და სულმოუთქმელად ვკითხულობ ხოლმე… სხვა არცერთ ბლოგზე არ ვარ ასე და გამიზნულად არცერთი ბლოგის ლინკს არ ვწერ რომ ვნახო “არიქა რა დადო”-მეთქი : ))

    მომწონს შენი წერის სტილი, პიროვნება, ინტერესები…
    ნუ მოკლედ, მადლობა რომ ხარ.. ))

    Like

  4. ამართლებ კიდეც. იმედგაცრუებული მე ჯერ არ დავრჩენილვარ პოსტებიდან : ))

    პ.ს. ახალი დიზაინი მშვენიერია, წითელს ვიყავი მიჩვეული მაგრამ ამასაც მივეჩვევი მალე ალბათ:)))))

    Like

  5. Pingback: ვასილე ერნუს “დაბადებული საბჭოთა კავშირში” | Le blog de Marita·

  6. Pingback: ვასილე ერნუს “დაბადებული საბჭოთა კავშირში” | Le blog de Marita·

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s