გაიღიმე, ვუდი

ორი დღით ვაჯობე საკუთარ უნამუსობას , როცა პოსტის წერა დავიწყე. წინააღმდეგ შემთხვევაში ერთი თვე პოსტის გარეშე ჩაივლიდა. ვერ გეტყვით, რომ ძალიან მოუცლელი ვარ ან ბლოგი არ მახსოვდა, უბრალოდ მოხდა ისე როგორც უმეტესად ხდება ხოლმე, არაფერი მქონდა სათქმელი. თან, ძალიან მოცლილიც რომ არ გეგონოთ გეტყვით, რომ როგორც ყველა 17 წლის ახალგზარდა , რომელიც ცოტათი მაინც  ფიქრობს მომავალზე, მეც დავდივარ სკოლაში და გაკვეთილებზე, ვმეცადინეობ და ა.შ

ცივი ზამთრის თითქმის ერთმა თვემ ჩვეულებრივ ჩაიარა.

არ ვყოფილვარ macy gray ს კონცერტზე, არ დამიწყია ხატვაზე სიარული, არავის დავუპატიჟებივარ კაფეში კრუასანზე , არ გადავსულვარ ცალკე სახლში საცხოვრებლად, არ დამიწერია წიგნი… იმდენად არ მომხდარა ის რაც მინდოდა, ისიც კი არ მოხდა, რაც აუცილებლად უნდა მომხდარიყო – არ მომცეს დაპირებული სერთიფიკატი სამართლის კურსებიდან და არ გამიმართლა აიფონის ყიდვაში, რომელსაც საშინელი ელემენტი აღმოაჩნდა.

თუმცა ცოტათი სასიამოვნო ამბებიც ხდება, მაგალითად როგორ დავდივარ ანტრეში სენდვიჩის საჭმელად და როგორ ვსვამ ყოველ ღამე მაგკოფეს.

როგორ მომეწონა “ამერიკული გოთიკა”.

როგორ მოვპარე მეზობელს wifi, რომელმაც აიფონში ლექსიკონი, art lite და რაღაცეები გადმომაწერინა.

როგორ ვიყიდე სკოტ ფრენსის ფიცჯერალდის “ნაზია ღამე” ინგლისურად. ცოტათი მწყდება გული, რომ ფრანგულად ვერ ვკითხულობ, თუმცა ამასაც გამოვასწორებ მომავალში.

როგორ ვუყურებ ყოველ დღე “სიცრუის თეორიას”.

როგორ მიხდება წითელი.

როგორ ვგრძნობ, რომ ვიზრდები.

და ყოველ ღამე, ძილის წინ ერთ რამეზე ვფიქრობ. ვიცი რომ კიდე ხუთი თვე ასე ვიქნები, მერე კი თითქმის იძულებული ვიქნები რამე მოვიფიქრო. ვფიქრობ სტუდენტობაზე, საფრანგეთზე და საქართველოზე. ყველაზე მეტად კი ჩემ თავზე ვფიქრობ, რომელიც ვერ წარმომიდგენია რას აპირებს მომავალში.

ვნახულობ უცხო უნივერსიტეტებს, კოლეჯებს, პროგრამებს, რომლებიც მომწონს და რატომღაც, რომ არ მომწონდეს:)

ჩემ ცნობიერებაში, როგორც წარსულის გახსენებისას, სურათები ენაცვლება ერთმანეთს და წარმოვიდგენ ჩემ თავს იქ, სხვა სამყაროში, პერსპექტიულს და ფრანგულად კარგად მოლაპარაკეს.

შემდეგ კი მახსენდება საქართველო, აქაური გარემო და ყველაფერი ის რაც, უცხოეთის პარალელურად არსებობს ჩემ გვერდით.

რაღაც გამოწვევის წინაშე ვდგავარ, რომელიც არ გადაწყდება თავისით და ვიცი ყველაფერი ჩემზეა დამოკიდებული.

ვიცი ისიც, რომ პოსტი, ძალიან პირადული გამოვიდა:)  არასდროს მომწონდა პირადული პოსტები, ყოველთვის ვცდილობდი ზოგადად მეწერა ან წაკითხულ წიგნზე, დღეს კი არ მისაუბრია “შაგრენის ტყავზე” და ალბათ თქვენთვის უინტერესო ამბები მოვყევი.

თუმცა, ბოლოს მაინც, ტკბილი დესერტივით, კარგი სურათები შემოვინახე.

გაიღიმე, ვუდი:)

11 responses to “გაიღიმე, ვუდი

  1. ძალიან მომწონხარ მართლა )) ყოველთვის მაოცებ, როცა აქ შემოვდივარ და ვხვდები რომ ამას 17 წლის გოგო წერს…

    მაინტერესებს როგორი ხარ : )))

    Like

  2. მეც ძალიან მაინტერესებს როგორია ეს საოცარი 17 წლის გოგო

    Like

  3. kargi azrovneba gaqvs dzalian mitumetes jer 17 tslis xar da bevrad srulfasovani xar chems tvalshi. momtsons sheni gemovneba tsignebshi albat imitom rom chemsas 90% emtxveva tu metit ara da mokled dzalian kargi gogo xar! tsarmatebebi tsxovrebashiii🙂

    Like

  4. chemma klaselma mitxra,rom arsebobs 17 wlis gogonas blogi ,romelic sainteresod wers saintereso temebze,(mapatiet tavtologiistvis),mec davinteresdi da shemovedi dges pirvelad am blogze,ori postis wakitxvis shemdeg gamichnda asetii mosazreba rom es goona ris mshvidi,chkviani da ganatlebuli gogona,aseve lamazi saxelt,,romeli dzalian dzalian sainteresot wers,da vdeb pirobas rom dgeidan piradad sheni da am blogis yoveldgiuri mkitxveli gavxdebi tu internetma ar momishala nervebi da kompiuteri ar davamtvrieee:))))

    Like

  5. მე მომწონს პირადული პოსტები და მითუმეტეს ისეთი ადამიანის რომელიც ასე ძალიან საინტერესოა❤

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s