აურზაური ანუ როგორ ვუყურებ ცხოვრებას?

ის ვინც ადამიანებს საბრალოს უწოდებს, თვითონაა საბრალო. ასეთი დასკვნა გამოვიტანე უბრალო ფიქრის დროს, როცა ჩემ თავში აურზაური ხდებოდა. პროცესი, რომელიც გამუდმებით ხდება ჩემში, ბოლო დროს განსაკუთრებით.

დედა მეუბნება, რომ ყველაფერს სერიოზულად ვუყურებ, რომ უნდა დავიკიდო რაღაცეები.

ვხვდები, რომ ტყუილად მომწონს წარწერა Keep calm and carry on, ან მომწონს იმიტომ, რომ ჩემგან შორსაა. ვიცი, ვერასოდეს ვიქნები წყნარი.

გუშინ ვამბობდი, რომ სიმშვიდე მინდა. მომინდა უცებ, საწოლში წყნარად ვწოლილიყავი, მომავალზე მეოცნება, როგორც ამას სხვები აკეთებენ, მე კი უბრალოდ ვფიქრობდი, რომ აღარ მომწონს ჩემი ოთახი, რომ მომბეზრდა ეს ჭერი, რომ რაღაც უნდა მოვიმოქმედო, რომ გავიზრდები ბინა გავყიდო ან გავიქცე… და ისევ ყველაფერ ვგეგმავ.

გეგმები, მიზნები, ხვალინდელი დღე.

დედაჩემის სიტყვები, რომ მე არ ვოცნებობ და არც სხვებს ვაცლი ოცნებას.

ნუთუ არ შეიძლება ერთი დღე ვიცხოვრო გეგმის გარეშე, სპონტანურად შემიყვარდეს ვინმე, დაფიქრების გარეშე გავცე სიყვარული?

მეც იმ ფილმის გმირი ვარ „სიყვარულით პარიზიდან“, დიპლომატი, რომელიც გადამწყვეტ მომენტშიც კი საქმის აწონ-დაწონვას ცდილობს.

სხვა კი, მარტივად რომ უყურებს ყველაფერს, გაცილებით ბედნიერია, თუნდაც იმ მცირედით, შენ რომ არ კმაყოფილდები.

არა… მე ხომ ზუსტად უნდა ვიცოდე ყველაფერი, ისე როგორც ბავშვობაში.

მახსენდება ჩემი თაროები, დღიურები თარიღის მიხედვით დაწყობილი, ფანქრები ფერების, წიგნები სიდიდის.

მახსენდება მეცადინეობის დაწყება ზუსტად 7ზე   და საკუთარ თავზე დიდი პასუხისმგებლობის აღების გამო დაკავებული საათები სახლში, გაცდენილი საათები მაგდონალდში.

მახსენდება ზაფხულში გაკეთებული ცხრილი, ერთი კვირის კალენდარი წინასწარ. სადაც დაწყებული კბილების გახეხვიდან დამთავრებული სიზმრით, ყველაფერი მეწერა წინასწარ.

ეს ხომ  ფ ა ნ ა ტ ი ზ მ ი ა,  შ ე შ ლ ი ლ ა დ   ყ ო ფ ნ ა, ა რ ა ნ ო რ მ ა ლ უ რ ო ბ ა.

და ნუღა წავალ შორს, როცა ყველაფერი ახლა ხდება, აწმყოში.

ისევ სიზუსტე, დრო, რომელიც არ მყოფნის, წესრიგი, სიმკაცრე, ნერვიულობა, დაძაბულობა.

დამღალა ჩემივე შექმნილმა სამყარომ და დავიღალე საკუთარი თავით.

ვსვამ უამრავ კითხვას და ვგრძნობ როგორ მტკივდება თავი ამდენი ფიქრით, ვკითხულობ, ვწერ, ვქმნი და ისევე მიყვარდება ხელოვნება, როგორც მათემატიკა მძულს ანუ ძალიან.

და საკუთარ თავში ვატარებ ორ ურთიერთსაპირისპირო ცნებებს, როგორც დიონისო.

საკუთარ თავზე ვიღებ ზედმეტ პასუხისმგებლობას, როგორც ავთანდილი, ჭეიშვილის მოთხრობიდან.

და მე ძალიან მიყვარს ლიტერატურა, როგორც ვასიკოს.

უბრალოდ მიკვირს, საშინელ სიზუსტესთან ერთად, როგორ შეიძლება მიყვარდეს ხელოვნება, ადამიანებთან ურთიერთობა და ნამდვილი ემოციები, როცა საკუთარი თავი წარსულიდან მოსული დაუნდობელი და სასტიკი დამპყრობელი მგონია?

ჩემი ცხოვრება ასეთია. თუმცა არსებობს უკეთესიც…

12 responses to “აურზაური ანუ როგორ ვუყურებ ცხოვრებას?

  1. სიმართლე გითხრა რაღაცაში მგავხარ , მეც ვეძებ დროს დასაწყნარებლად რაიმის შესაქმნელად:დასახატად წასაკითხად,მაგრამ თითქოს დრო არ მყოფნის და ალბათ იცი რატომ? როცა ვამბობ მაგალითად ნახევარ საათში წიგნს წავიკითხავ ან ჩემ ნახატს დავამთავრებ, ანუ ზუსტად ნახევარ საათში უნდა დაიწყო ან კიდე ვერასდროს ვერ იზავ და მორჩები მერე ყველაფერი გერევა თავში ,.რასაც ამბობ უნდა გააკეთო და რაც მთავარია დროულად.
    ხელოვნება მეც ძალიან მიყვარსსსს🙂 კიდევ ერთი შესანიშნავი ჩანაწერი იყო გილოცავ😉

    Like

    • თამი დიდი მადლობა, შენი კომენტარები ყოველთვის საინტერესოა. დრო ალბათ არასოდესაა საკმარისი, რადგან იმასაც ვერ ვაკეთებთ რისი მოსწრებას შეგვიძლია, თუნდაც ახლა იმაზე ლაპარაკს რომ დრო არ გვყოფნის გაცილებით სასარგებლო რამის გაკეთება შეიძლება. რაც შეეხება ხელოვნების სიყვარულს, მიხარია იმდენი ადამიანის არსებობა, რამდენიც მასზეა შეყვარებული.

      Like

  2. სანამ ამ პოსტს წავიკითხავდი, ვაპირებდი 2012 წლის ორგანაიზერი მეყიდა და “კბილების გახეხვიდან – სიზმრამდე” ყველაფერი ჩამომეწერა. მოკლედ გადავიფიქრე.

    Like

  3. Keep calm and carry on – მიყვარს ეს ფრაზა. ხანდახან მაქვს ხოლმე გადახვევები, მაგრამ ძირითადად ვასრულებ და ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს😉

    Like

  4. გეგმებს მეც ვაწყობდი, მაგრამ არ მახსოვს ერთხელ მაინც ზუსტად შემესრულებინოს. ორგანაიზერი წლების მიხედვით მაქვს მაგრამ შიგნით აღწერილი არცერთი დღე რეალობას არ შეესაბამება. ამიტომ ერთ დღეს გადავწყვიტე რომ აზრი არ ქონდა რამიმეს დაგეგმვას, პირველი, ხშირად აზრი მეცვლება და სულ სხვა მიმართულებით მივდივარ. მერორე, ყოველთვის რაღაც მოულოდნელი ხდება და ყველაფერი თავდაყირა დგება. ამიტომ მივდევ ფრაზას არასდროს გადადო ის ხვალისთვი რისი გაკეთებაც დღეს შეგიძლია ვაკეთებ მაქსიმუმს(ან საერთოდ არაფერს :D) და ჩემდა გასაოცრად არასდროს მელევა საქმე :D:D:D ასე უფრო საინტერესოა , განსაკუთრებით დასვენების პერიოდი, სკოლის დღეებში დაწერის გარეშეც ერთია ჩემი გრაფიკი სკოლა წიგნები სკოლა წიგნები😀

    Like

    • გეთანხმები, ისე არასდროს ხდება როგორც ჩვენ წარმოგვიდგენია, რაღაც ყოველთვის იცვლება. ამიტომ, მეც ვცდილობ შევცვალო ცხოვრების სტილი და თუ მოულოდნელობები მოხდება ამის გამო არ ჩავვარდე დეპრესიაში:))

      Like

  5. ძალიალიან კარგი იყო. მეც შენნაირად ვარ უმეტესად. არ შემიძლია რაღაცის გაკეთება აწონვ–დაწონვის გარეშე.. მაგრამ ყოფილა ისეთი შემთხვევებიც, როცა დაუფიქრებლად მიმიღია გადაწყვეტილება, და არც კი მინანია. :))

    Like

  6. memgoni ggavarrr,aris saatebi roca minda ubralod davjde vifiqro an ragac vwero imis damiuxedavad rom weris nichi ar makvs,an wynar musikas movusmino,roca vfiqrob xan mdzuls chemmi tavi xan sxva mdzus,xan chemi namoqmedari mdzuls xan sxvisi…..da am dros vxvdebi rom zedmeti fiqrisada ocnebisgan tavi mtkivdeba imitom rom rac unda davgegmo yvelaferi sapirispirod xdebaaa…..

    Like

    • მართალი ხარ, ხშირად გეგმებს საწინააღმდეგო მხარეს მივყავართ. მაგრამ მე მაინც მიყვარს დაგეგმვა, როცა ყველაფერი ვიცი ზუსტად:)

      Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s