ჯორჯ ორუელი – 1984

თუ თომას მორის “უტოპია” იდეალური სახელმწიფოს აღწერაა, ჯორჯ ორუელმა რომანში “1984” ანტიუტოპია აღწერა და სამართლიანობასა და თავისუფლებაზე მორგებულ პრინციპებს, ნეგატიური და საშინელი პრინციპები დაუპირისპირა.

მოქმედება ხდება ლონდონში, ოკეანიის ერთ-ერთ ქალაქში, სადაც სოციალური პარტია აკონტოლებს და მბრძანებლობს ყველაფერს. იგი ხელმძღვანელობს სამი ლოზუნგით:

ომი მშვიდობაა

მონობა თავისუფლებაა

უმეცრება ძალაა

გარდა ამ ლოზუნგებისა, რომლებიც პირდაპირაა მოცემული, პარტია ამბობს, რომ ერთკაციანი უმრავლესობა ვერასდროს იქნება მართალი. ხოლო ის რასაც პარტია ამბობს, უდაო ჭეშმარიტებაა.  ერთკაციანი უმრავლესობა – უინსტონია, მთავარი გმირი, რომელიც თანდათან იწყებს სამყაროს სხვანაირად გააზრებას, ისე როგორც მას პარტია უკრძალავს. იწყებს დღიურის წერას, კითხვების დასმას, ძველ დროსა და მომავალზე ფიქრს და ა.შ

კონტინენტი, რომელზეც უინსტონი ცხოვრობს გამუდმებით ეომება ევრაზიასა და აღმოსავლეთაზიას. ეს სიცრუეა, რომელიც პარტიამ გამოიგონა. მისი მიზანია ხალხი მუდმივ მზადყოფნაში იყოს და პარტიას, რომელიც “ომში” გამუდმებით იმარჯვებს, კიდევ უფრო მეტად სცეს თაყვანი.

პარტიის მმართველობა სიცრუეზეა აგებული. ის არ კმაყოფილდება აწმყოს შეთხზვით და წარსულსაც ცვლის. თუ წარსული ორგან არსებობს – ადამიანის გონებასა და დოკუმენტებში, და თუ პარტია ორივეს აკონტროლებს, გამოდის, რომ პარტია წარსულსაც აკონტროლებს.

მკითხველი, მაშინ ვარდება სასოწარკვეთაში, როცა ადამიანებს ასეთ მდგომარეობაში ხედავს.  არ არსებობს გარეთ არსებული სიმართლე, არსებობს მხოლოდ “ჭეშმარიტება”, რომელსაც პარტია სცნობს და რომლისაც ყველას სჯერა. ადამიანი, რომელიც აღარ არის ინდივიდი და არ შეუძლია დამოუკიდებლად არსებობა, “მექანიკურ არსებად” იქცა.

ოკეანიაში არსებობს აზროვნების ტიპი, რომელსაც “ორაზრი” ჰქვია. იგი ადამიანებისგან მოითხოვს, ერთმანეთის პარალელურად სჯეროდეთ ორი ურთიერთსაპირისპირო ცნებების. მაგალითად უინსტონს, რომელსაც რომანის ბოლოს აწამებენ და გადაჰყავს 101 ოთახში, აიძულებენ კითხვაზე 2+2 ფიქრობდეს 5ს. “ორაზრის” პროცესი გაუცნობიერებლად, ინსტინქტურად უნდა ხდებოდეს. მთავარია პარტია ასე თვლის და მერე რა, თუ ლოგიკურ შეცდომაზე უნდა დავხუჭოთ თვალი.

აქვე მნიშვნელოვანია სექსის ცნება. მას, როგორც ბავშვის კეთების გზას ისე განიხილავენ. სექსი არ არის სიამოვნება, მისი საშუალებით არც სიყვარულს განიხილავენ, რადგან იგი უბრალოდ არ არსებობს. ყველაფრის მიზანი ადამიანის ემოციებისა და ინდივიდუალიზმის ჩახშობაა, რომელიც მათ უსიცოცხლო ავტომატებად აქცევს. ნადგურდება ფსიქოლოგია და ადამიანის სულიერი ზრდა აღარ არის ბუნებრივი პროცესი.

პარტიის წევრებმა სოციალიზმი აქციეს იარაღად, რომელიც ნამდვილი სოციალიზმის პრინციპებისგან შორს დგას, და რომელსაც უბრალოდ მიაწერენ პარტიის ბინძურ ქმედებებს.

ეპიზოდი, რომელმაც ჩემზე ძალიან იმოქმედა, ხდება რომანის ბოლოს, როდესაც ფანატიკოსი მამაკაცი, რომლის ძილიც სხვებივით კონტროლდებოდა, სიზმარში “ძირს დიდი ძმა” წამოიძახა. ის ნანობს ფრაზას და უხარია, რომ მიეცა გამოსწორების შანსი. იგი იმყოფება დამნაშავეების ოთახში, სადაც მისი პატარა ქალიშვილის წყალობით მოხვდა. მამაკაცი ამაყობს, რომ შვილმა “ჩაუშვა”, ანუ ის ნამდვილად დგას პარტიის სამსახურში.

1984 იმიტომ არის დამთრგუნველი, რომ სხვებთან შედარებით გონიერმა და მოაზროვნე უინსტონმაც კი ვერ შეძლო პარტიის დამარცხება. თითოეული მისი “იდუმალი” ქმედება, პარტიის წინააღმდეგ მიმართული, თავიდანვე კონტროლდებოდა. კამერები, რომლებიც ყველგან არიან არ აძლევს ადამიანს თავისუფლად არსებობის საშუალებას. იგი მარცხდება და ბოლოს გაცნობიერებულად, მთელი თავისი არსებით უყვარდება დიდი ძმა.

საბჭოთა კავშირში ტაბუდადებულმა ჯორჯ ორუელმა, აქაც “ცხოველების ფერმის” მსგავსად, იმდროინდელი ეპოქა აღწერა. დიდი ძმა, რომელიც ოკეანიის კულტი და ბელადია, მოგვაგონებს სტალინს. ხოლო მტრის ხატი, ნაწარმოებში გოლდსტეინი, ევროპას განასახიერებს. 1984 არის იგივე 1948 წელი, ბოლო ორი ციფრის გადანაცვლებით, როდესაც ეს წიგნი გამოიცა.

„1984″ არის გაფრთხილება, რომ გონს მოვეგოთ. თუ ვერ გავაცნობიერებთ რა საფრთხე გვემუქრება ავტომატად ქცეულ ადამიანთა საზოგადოებაში, ჩვენც რომანის გმირებივით დავკარგავთ ინდივიდუალურობას, სიყვარულს, კრიტიკულ აზრსა საერთოდ, აზროვნების უნარს.

15 responses to “ჯორჯ ორუელი – 1984

  1. როგორ მახსოვს, თავის დროზე ეს და “ცხოველების ფერმა” ყდების გამო ვიყიდე. ამის შედეგად ორი ყველაზე მაგარი წიგნი შევიძინე🙂

    1984 რაც შეეხება, გაცილებით მომცველი და ფართოა, ვიდრე “ცხოველების ფერმა”, წიგნმა ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. პირველი წაკითხვის შემდეგ კიდევ რამდენიმეჯერ გადავიკითხე და მართლაც XX საუკუნის ერთ–ერთი უდიდესი ნაწარმოებია.

    Like

    • გეთანხმები, ცხოველების ფერმა ეპოქის აღწერა უფროა, ეს კი აღწერასთან ერთად ჭკუას გვასწავლის.

      Like

  2. არც კი ვიცი, რა ვთქვა… შესანიშნავი ნაწარმოებია და სამწუხაროდ, ყოველთვის აქტუალური…

    Like

      • გეთანხმები მარიტა , როცა ასეთ წიგნებს :”ბინდი” და ”გოგონა ტატუთი” ჩაანაცვლებენ თუ უკვე ჩანაცვლებული არ ყავთ:/

        Like

  3. ძალიან საინტერესოა, მაგრამ ბევრი ვერ იგებს, მაგალითად რამდენიმე ჩემმა ნაცნობმა ჩემი რჩევით წაიკითხა და დიდად არ მოწონებიათ, ამიტომ უბრალოდ ჩავთვალე რომ ვერ გაიგეს🙂

    Like

  4. 1984″ არის გაფრთხილება, რომ გონს მოვეგოთ. თუ ვერ გავაცნობიერებთ რა საფრთხე გვემუქრება ავტომატად ქცეულ ადამიანთა საზოგადოებაში, ჩვენც რომანის გმირებივით დავკარგავთ ინდივიდუალურობას, სიყვარულს, კრიტიკულ აზრსა საერთოდ, აზროვნების უნარს.
    << მეშინია რომ უკვე დაკარგული გვაქ და სხვები გვმართავენ წარმოგიდგენია ერთი კვირა ტელეფონის და დენის გარეშე რა აურზაური მოხდება? წარმოგიდგენია შეწყვიტონ ნავთობის მიცემა ხალხისთვის რა მოხდება? ინტერნეტში ვინ სად შედის და რას აკეთებს ხო უკვე ზეპირად იციან ან კიდე პლასტიკური ბარათები რომელშიც ჩიპებია დამონტაჟებული , ერთი სიტყვით თუ რამე მოხდება მომავლისთვის ასერომვთქვთ ვინმე გამიჩნდეს და გვმართოს მაინც ვერ მივხვდებით ისე ვიქნებით ''დაჰიპნოზურები''

    Like

  5. ძალიან საინტერესო და დღევანდელ დგზე მორგებუი წიგნია..გირჩევთ ყველამ წაიკითხოთ

    Like

  6. უბრალოდ შედევრია,სიტყვებით შეუძლებელია დაახასიათო,დასრულების შემდეგ რამდენიმე დღე აზრზე ვერ მოვედი იმდენად დათრგუნული ვიყავი,ერთხელ კიდევ გადავიკითხე შემდეგ მეუღლესთან ერთად და განვიხილავდით ერთად,წიგნი მასების მართვასა და დიქტატორობაზე,ჩემი აზრით ყვეა დიდი ბელადის და ტირანის სამაგიდო წიგნია🙂

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s