კონსტანტინე გამსახურდია – დიონისოს ღიმილი

“ადამიანის ცხოვრებაში არის ისეთი მომენტი, როცა მას გარე სამყაროს მზერა მოსწყინდება და მხოლოდ საკუთარი სულის დაკვირვება და მარტოობა მოენატრება”

მთავარი გმირი, კონსტანტინე სავარსამიძეა.

ადამიანი, რომელიც გაიქცა საქართველოდან, აჭრა ვენახი, დაივიწყა მამა და მაინც სამშობლოს ეძებს.

ადამიანი, რომელიც მოგზაურობს პარიზში, ბერლინში, ინდოეთში, თუმცაღა მაინც უბედური და მარტოსულია. “მოგზაურობა” მისთვის საკუთარი ადგილის ძიების უშედეგო ცდაა და არა სასიამოვნო პროცესი.

ავტორი, კონსტანტინეს გრძელ, მიუვალ გზაზე ატარებს. მისი სვლა სულიერ სამყაროსა და სივრცეში მარტოობის დაძლევისა და სიყვარულთან თანაზიარების სურვილია. თუმცა ეს გზა ტრაგიკულია. გმირი, ხომ ვერსად პოულობს “საკუთარ თავსა” და “სამშობლოს”.

ევროპაში მოგზაურობა პროცესია. კონსტანტინე უამრავ ადამიანს ხვდება, სხვადასხვა მოვლენაში მონაწილებს. ეს მისთვის ტანჯვაა, რადგან არ არის “სამშობლოში”, თუმცა საქართველოში დაბრუნებისას კიდევ უფრო მძაფრდება მისთვის უსამშლობლობის განცდა.

“ხომ აუტანელია: ქვეყანაზე საკუთარი “შინ” არა გქონდეს, ცაში ღმერთი არ გეგულებოდეს და არც არავის უყვარდე ამ გაუხარებელი ცხოვრების ბნელ ღამეში?!”

კონსტანტინე გაორებულია, ამიტომაცაა მასში დიონისე, რომელიც თავის თავში ერთდროულად ატარებს სიკვდილსა და სიცოცხლეს, სიყვარულსა და სიძულვილს.

ყოველთვის საინტერესოა რომანის კითხვისას, ავტორის გამოცნობა და პარალელის გავლება მის ბიოგრაფიასთან. ასეთი მომენტი “დიონისოს ღიმილის” კითხვისას განვიცადე.

კონსტანტინე გამსახურდია ნიცშეს თაყვანისმცემელი იყო. ნიცშეს იდეა, ეცადოს ადამიანი განღმერთდეს და გახდეს “ზეკაცი”, კონსანტინეშიც აისახება.  რომანის გმირი, საკუთარ თავთანაც წაიჩოქებს, მაგრამ მალევე შეამჩნევს საკუთარ “სიპატარავეს”, ლომის ნახვისას ზოოპარკში. “მე, ჩვენი დროის ახალ ქრისტედ მომქონდა თავი, დამცინოდა კიდეც აბისინიის ჯუნგლების უგვირგვინო მეფე. ჩემი სტუმრობა მას ისე არაფრად ჩაუგდია, თითქოს მე უმნიშვნელო ბუზი ვყოფილიფავი, მისი ფერხთით დაგდებული ცხენი ჩონჩხს გარს რომ ეხვია”.

ამ ეპიზოდამდე კი ამბობს: “ყოველი ქრისტიანი თვით უნდა გახდეს ქრისტე და აჰა, მე დავძლიე ჩემი ადამიანური სივაგლახე, მე საცოდავმა და უბინაო მწირმა”.

“უბინაო” გმირის ამგვარი მდგომარეობა, ერთის მხრივ ევროპული ცივილიზაციის კრიზისითაა გამოწვეული. მსოფლიოში, სადაც რაციონალური (ევროპული) ებრძვის ემოციურს (აზიური), კონსტანტინე შუაში გადებული ხიდია. ნიცშეს თანახმად, თანამედროვე ადამიანი ცალმხრივად განვითარებულ კულტურაში ცხოვრობს, ხოლო მეცნიერების,ლოგიკის განვითარებამ კაცობრიობას ტრაგიკული კვალი დაამჩნია.

გაევროპელებული ქართველი, სავარსამიძე აზრნაურობას დაცინის. ეს არცაა გასაკვირი, რადგან იგივე კონსტანტინე გამსახურდია ადამიანებს აზნაურული ფსიქოლოგიისგან დაძლევისა და დათრგუნვისკენ მოუწოდებს.

სავარსამიძე ხშირად ირგებს ნიღბებს და ცდილობს ამ გზით, ეზიაროს საკუთარ არსებას.

კონსტანტინეს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ ქალებსაც. ავტორი აღწერს გმირის სექსუალურ მისწრაფებებს, თუმცა პარალელურად მას ახვედრებს ქალს, რომელსაც კონსანტინე ღვთისმშობელს ადარებს. ეს ქალი ჯენეტია, რომელიც რომანის ბოლოს, კონსანტინეს თვალში, კარგავს თავის ეშხსა თუ მიმზიდველობას.

სავარსამიძე და მარტოობა განუყოფელია.

“უდაბნო ! უდაბნო! დიდი ქალაქის დიდი ქუჩაა ჩემი უდაბნო.”

რომანის გმირი, ვერ პოულობს საკუთარ თავს, თვითშემეცნების გზაზე.

ფრაზები “დიონისოს ღიმილიდან”

“სიძულვილი… ჰმ…
სიყვარულზე უფრო ძნელი დასაფარავი ყოფილა თურმე!..”

“…სიყვარული კორექტურულ შეცდომას გავს, სადაც არ გგონია იქ შეგეპარება…”

“თანამედროვე ოჯახი, ბაბილონის გოდოლია, რამდენი სულიცაა – იმდენი ქვეყანა”

“კალამი არტილერიაზედაც უმძაფრესი იარაღია”

“პოლიტიკურ დამარცხებას მუდამ დიდი შემოქმედებითი ნაყოფიერება მოჰყვება”

4 responses to “კონსტანტინე გამსახურდია – დიონისოს ღიმილი

  1. დოსტოევსკისთან დაახლოებით ასეთი რამ ამოვიკითხე: ” იცოდეთ, რომ ყველა, ვინც ვეღარ უგებს თავის ერს და კარგავს მასთან კავშირს, მაშინვე ხდება გულგრილი.” რატომღაც მაშინვე კონსტანტინე სავარსამიძე გამახსენდა… რომელსაც ცხოვრების ნახევარგზაზე შემოაღამდა…

    Like

  2. არ მაქვს წაკითხული.. იმდენად დამაინტერესა შენმა მონათხრობმა რომ ყველანაირად ვეცდები არდადეგების დროს წავიკითხო … ♥
    ____________________

    “სიძულვილი… ჰმ…
    სიყვარულზე უფრო ძნელი დასაფარავი ყოფილა თურმე!..”

    Like

  3. უსაზღვროდ საინტერესო რომანია….ისე მიყვარს,
    როგორც ადამიანი შეიძლება შეიყვარო…ჩემი ცხოვრების ნაწილია “დიონისეს ღიმილიცა “და მთელი კონსტანტინეს შემოქმედება

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s