წიგნის გავლენა და გარემოებები

“წიგნის ზეგავლენა იმისაგანაა დამოკიდებული, თუ რა მომენტში წააწყდები მას, ვინ გაძლევს, ვინ გირჩევს და სად, ყველაფერი შთაგონება ამ ქვეყანაზე.”

ფრაზას კ.გამსახურდიას “დიონისოს ღიმილში” გადავაწყდი და გადავწყვიტე დამედგინა მისი სისწორე ან პირიქით. აქამდე არასოდეს დავფიქრებულვარ კითხვაზე: “რა ფაქტორები განსაზღვრავს წიგნის გავლენას?”. ალბათ იმიტომ, რომ პასუხი იყო ცალსახა და კონკრეტული. ვფიქრობდი, რომ ნებისმიერი წიგნი თუ მას ტყეში წავიკითხავდი, იგივენაირ გავლენას მოახდენდა ჩემზე, როგორსაც იგივე წიგნი სახლში რომ წამეკითხა. იგივენაირად მომეწონებოდა ან შემძულდებოდა. თუმცა გავიდა დრო, მეტი ადამიანის აზრი მოვისმინე, მეტი ვიცხოვრე და ალბათ ყველაფერმა ერთად “გამზარდა”.

გადავწყვიტე, რომ წიგნი როგორც ცალკე ერთეული არ მიყვარს. მე ის მიზიდავს, კონკრეტულ დროში, კონკრეტულ გარემოში, გარკვეული ხასიათისა თუ განწყობილების ქვეშ მყოფს.

ვიხსენებ წაკითხულ წიგნებს და პირველი რაც მახსენდება ჩემი იმდროინდელი მდგომარეობაა. შემდეგ კინემატოგრაფიული კადრებივით იცვლება სურათები იმ გარემოზე სადაც ვკითხულობდი. ამის შემდეგ მახსენდება ჩემსა და ავტორს შორის რაღაც კავშირი და სიტყვები ან შთაბეჭდილებები რაც წაკითხვის შემდეგ დამრჩა.

მ.ჯავახიშვილი  როგორც პიროვნება ისე შემიყვარდა ზუსტად ერთი წლის წინ. ჩემი მდგომარეობა იყო ყველაზე რთული მაშინ და გაუსაძლისი, როგორც რომელიმე მარტოსული პოეტის სულიერი მდგომარეობა. მახსოვს ყოველი დღე დათრგუნული, ბევრი ფიქრი ბრძოლაზე. მახსოვს ყოველ დღე, როგორ იღვიძებდა ჩემში უსამართლობის დაძლევის სურვილი, როგორ მემატებოდა სიმტკიცე და რაც უფრო ცუდი შედეგი მოჰყვებოდა დაუსრულებელ კამათებს, მით უფრო მჯეროდა, რომ როდესმე ვიპოვიდი ჩემს სიმართლეს. სიმართლეს, რომელიც იქნებოდა ამ ბრძოლის შედეგი.

ამ დროს გამოჩნდა მ.ჯავახიშვილი, რომელმაც თითქოს თანაგრძნობა გამიწია. ვკითხულობდი და მეგონა, რომ  ადამიანი რომელიც მთელი ცხოვრება უსამართლობას ებრძოდა, მეც ამიყვანდა ამ სიმაღლემდე. ვცდილობდი ვყოფილიყავი მისი იდეების “მემკვიდრე” ანდაც უბრალოდ, კარგი მკითხველი.

და ამ ყველაფრის გახსენების შემდეგ ვხვდები, რომ გავლენა მხოლოდ “ლამბალო და ყაშას” არ მოუხდენია. გავლენა – ის ემოციები რაც დამრჩა, ის დამოკიდებულება რაც შევიცვალე, შეხედულებები რაც ჩამომიყალიბდა, ყველაფერი მოხდა იმ დროისა და ცხოვრების მაშინდელი პერიოდის გათვალისწინებით. მიხარია, რომ ჯავახიშვილი არ წავიკითხე სიყვარულით სავსემ ზაფხულში. ზამთარი საუკეთესო დრო იყო მისი გაცნობისა და შეყვარებისთვის , მასავით მტკიცე, უსიტყვო და ამაყი.

მახსენდება “სამი მეგობარი” და მასთან დაკავშირებული დეტალებიც. ტირილი, რომელიც როგორც წესი არ მახასიათებს, ფურცლები ძალიან ძველი და ყვითელი, აუარებელი ადამიანური სითბო და თანაგრძნობა. არ შეიძლება ოდნავ უფრო მეტად არ შეგიყვარდეს მეგობრები მისი წაკითხვის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ისედაც ძალიან გიყვარს. სამი მეგობარი თითქოს “მისწრება” იყო ცხოვრებაში ურთიერთობების, სიკეთისა და ერთგულების ძიების დროს. სიყვარულს წიგნი, იმსახურებს ავტორთან და გარემოსთან ერთად.

წიგნი რომელსაც ათვალიერებთ ყოველ დღე მაღაზიის ვიტრინაში ანდაც ავტორი, რომლის გამოც უკანასკნელ თეთრებს ხარჯავთ თავის და უნებურად გიყვარდებათ.

უამრავი მაგალითი არსებობს იმისა, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს გარემოებებს წიგნთან მიმართებაში. მე მახსოვს უამრავი დეტალი, რომლებსაც კითხვისას არც ვაქცევდი ყრუადღებას. მაგალითად ბავშვობაში წავიკითხე მოთხრობა მშობლებზე, რომელსაც პირველ გვერდზე დედაჩემის სახელი და გვარი ეწერა და მიანიშნებდა, რომ დედაჩემის წიგნებიდანაა და მასაც ჩემხელას წაუკითხავს იგივე ნაწარმოები. მაშინ უბრალოდ გამიხარდა, ახლა კი ვხვდები რამხელა გავლენა მოუხდენია თითქოს უმნიშვნელო დეტალს.

გამიხარდება, თუკი თქვენც გაიხსენებთ წაკითხულ წიგნებს და მათთან დაკავშირებულ საინტერესო გარემოებებს.

 

15 responses to “წიგნის გავლენა და გარემოებები

  1. გეთანხმები. წიგნის ბოლომდე გაგებას და შეთვისებას სჭირდება გარკვეული განწყობა.მაგალითად, პალანიკი ვერაფრით ვერ წავიკითხე ზაფხულში, სამაგიეროდ შემოდგომაზე ერთი ამოსუნთქვით გადავაბულბულე.ასე ორუელიც.და ისედაც ზაფხულში მძიმე წიგნებს ვერ ვკითხულობ, ზედმეტად ვლაითდები ეტყობა და იმიტომ🙂

    Like

    • ორუელის “ცხოველების ფერმა” გაზაფხულზე წავიკითხე. 1984 თაროზე მიდევს და გული არ მიმიწევს რომ წავიკითხო. ვიცი, რომ ძალიან მომეწონება მაგრამ განწყობას ველოდები შესაფერისს. ყველა წიგნი ასეა ალბათ🙂 ზაფხულში მეც მასე ვარ..

      Like

  2. კითხვის სეზონურობას არ დავკვირვებივარ. ის კი მაქვს შემჩნეული, რომ ზაფხულში უფრო მეტს ვკითხულობ და გამოცდების დროს მძიმე წიგნებს ვერიდები🙂

    Like

  3. წიგნის წაკითხა ნებისმიერ წუთს, წამს შემიძლია…ამისთვის განწყობის შექმნა არაა საჭირო..

    Like

  4. გააჩნი ჩემს განწყობას და იმის მიხედვით ვკითხულობ. მაგალითად ჯ,სტაინბეკის ”მრისხანების მტევნები” რომ წავიკითხე გარკვეული დროის მანძილზე აღარ მინდოდა წამეკითხა მისდაგვარი მძიმე წიგნები, ამ შემთხვევაში პაულო კუელოს ვმართავ ხოლმე თითვეულ მის წიგნს 3 დღეში ვკითხულობ ხოლმე და ახლა მის მეხუთე წიგნს ვკითხულობ ”ვერონიკამ გადაწყვითა თავისმოკვლა”-ს და სანამ გამოვიტანდი ბიბლიოთეკიდან ინტერნეტში წავიკითხე ერთს ეწერა რო ცოტა მოსაბეზრებელი წიგნიაო და შუა გზაში შევწყვიტე კითხვაო, ალბათ მართლაც ამ კომენტარმა ჩემზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და ხანხადახან მეც გამიჩნდა გრძნობა მობეზრების და უკვე მეორე კვირაა ვკითხულობ მაგრამ არ შევწყვიტავ, ბოლომდე მივიყვან! ზამთრისთვის კი მოვიმარაჰგებ კი დაგეგმილი მაქ დოსტოევსკი. ძალიან მომეწონა შენი სტატია ყოჩაღ, მე ზღვის პირას მიცდია წაკითხვა მაგრამ მაინც ვერ ვიღებ იმდენ სიამოვენბას როგორც სახლში წამოგორებული ლოგინზე აბსოლითურ სიწყნარეში!🙂

    Like

    • მეც მქონია მობეზრების გრძნობა კითხვის დროს, მაგრამ ბოლომდე ვკითხულობ ხოლმე. არ მიყვარს შეწყვეტა. რაც შეეხება პაულო კოელიოს, მძიმე წიგნის წაკითხვის შემდეგ ერთგვარი განტვირთვაა:))

      Like

  5. ოხ ეს წიგნები…. ხანდახან როგერი მაცდურები არიან… თან განწყობა თუ არ გაქვს არ გკადრულობენ.. ბოლომდე თუ ვერ წაიკითხავ დაგიწუნებენ და თავიანთ შინაარს სულ მთლად დაგიმალავენ… ადამიანებს გავნან… პრინციპში არიან კიდეც, უკეთესები…

    შემომიარეთჩემს ბლიოგზე http://xinvisiblex.wordpress.com

    Like

  6. ვიხსენებ წაკითხულ წიგნებს და პირველი რაც მახსენდება ჩემი იმდროინდელი მდგომარეობაა. შემდეგ კინემატოგრაფიული კადრებივით იცვლება სურათები იმ გარემოზე სადაც ვკითხულობდი. ამის შემდეგ მახსენდება ჩემსა და ავტორს შორის რაღაც კავშირი და სიტყვები ან შთაბეჭდილებები რაც წაკითხვის შემდეგ დამრჩა. << absoliturad gemtxvevi damixaria.
    shens chamotvlil wignbs "samoseli pirveli" ,"gzaze erti kaci midioda" unda shevmato !!

    Like

  7. გეთანხმებიი, მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს, სად და როდის კითხულობ წიგნს, რა განწყობაზე ხარ და რას ელი წაკითხულიდან, როცა დრო არ მაქ და კითხვა მენატრება ყოველთვის წარმოვიდგენ ხოლმე ადგილს სადაც ვკითხულობ და ეს ადგილი განწყობის მიხედვით, ყოველთვის სხვადასხვააა🙂

    Like

  8. ასევე მემართება ფილმებზე, (ჩემთვის ეს ორი ანუ კონო და წიგნი, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა)🙂

    Like

  9. წიგნები წიგნები და კდიევ ერთელ წიგნებიი ჩემიიი ცხოვრებაა მისით ვარსებოობბ მირჩევნიაა სიწყნარეში წავიკითხო ხოლმე მაგრაამ ხმაურიც რომ იყოს ისე ვიძირები წიგნის სამყაროში ალბათ სანამ თავში არ ჩამარტყავენ რამეს მანამდე ვერრ გამომაფხიზლებე:dწიგნის კითხვაა “სამმა მუშკეტერმა” დამაწყებინა ჯერჯერობით ბევრი არ წამიკითხავს ამიტომ მიდნა გთხოვოთ რაე კარგი წიგნი მირჩიეთ რაა

    Like

  10. გეთანხმები,ყველა წიგნს სჭირდება გარკვეული ასაკი,განწყობილება,გარემოება,მე მაგალითად “ოსტატი და მარგარიტა” წავიკითხე სკოლის ასაკში და ვერ გავიგე,ვერ აღვიქვი,ეხლა წელახლა უნდა გადავიკითხო,ძალიან ბევრჯერ შემიცვლია აზრი წიგნზე,როცა სწორ ასაკში წამიკითხავს

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s