მწარე ნოემბერი, ტკბილის ნაცვლად

რაც უფრო დიდი დრო გადის უკანასკნელი პოსტის დაწერიდან, უფრო მიჭირს რაიმე ახლის გამოქვეყნება. იმის გათვალისწინებით, რომ ზამთარია, ახალი იდეები ცოტაა ან არ არის,  პოსტებს თითქმის აღარ ვწერ.

დღეს პარასკევია, სამართლის გაკვეთილი მაქვს და ვაპირებ ბოლომდე მივიყვანო, დაწყებული საქმე. Scribd-ს სპეციალურ გვერდზე ავტვირთო ის, რასაც ვისწავლი. თუმცა ბლოგზე სამართლის კატეგორია წავშალე, რადგან შენიშვნა მივიღე ამასთან დაკავშირებით. მკითხველების ნაწილი თვლის, რომ სამართალი ჩემი ბლოგს არ უხდება, არ შეესაბამება. არცაა გასაკვირი, პოსტები ხელოვნებასა და მოგზაურობა შორსაა სამართლისგან. თუმცა, სავარაუდოდ ჩემი მომავალი პროფესიაა (დიპლომატიასა და სამართალს შორის უნდა გავაკეთო არჩევანი) და მასზე წერას არც კურსების დამთავრების შემდეგ შევწყვეტ.

ჩემ ცხოვრებაში, ბოლო დღეების განმავლობაში არაფერი ხდება. უფრო სწორად ისეთი არაფერი, მოსაყოლად რომ ღირდეს. ყოველი მომდევნო დღე წინა დღეს გავს, ყოველ ორშაბათს იგივეს ვფიქრობ – მალე დადგეს პარსკევი. ველოდები არდადეგებს, იმედი მაქვს საინტერესოდ გავა ის სამი კვირა მაინც.

იმედი მაქვს, რომ როდესმე ამ გოგოსავით გავატარებ თავისუფალ დროს (თუკი ის მექნება)

იმედი მაქვს, ასეთ ადამიანებს დავათვალიერებ, იქ სადღაც შორს. და სურათებს გადავიღებ აუცილებლად.

იქამდე კი ყოველ დღე: მივდივარ სკოლაში, გაკვეთილებზე, მოვდივარ სახლში, ვჭამ, ვმეცადინეობ და ვიძინებ. ასეთი მრავალფეროვანია ჩემი მდგომარეობა :)) თუმცა რაღაცეების კითხვას მაინც ვასწრებ და იშვიათად, მაგრამ მაინც კარგ ადგილებზე მივდივარ.

***

გუშინ თოვლსა და ყინვაში,თხელი პიჯაკით, კიდევ უფრო თხელი მაიიკითა და მაღალი ქუსლებით, ვიმყოფებოდი Tbilisi Fashion Week ზე. აქამდე არ ვყოფილვარ, და ცოტათი განსხვავებული გარემო მაინც მესიამოვნა. რამდენიმე ჩვენებას დავესწარი და კმაყოფილი დავრჩი. განსაკუთრებით Tamanini მომეწონა. იმ ჩვენებებს რომლებსაც ვერ დავესწარი, ამარტას ყდებიდან დავათვალიერებ, რომელიც სტუმრებისთვის უფასო აღმოჩნდა. გარდა ამისა, გადავიღე სურათები, ვნახე რამდენიმე ნაცნობი და ბევრი უცნობი სახე და ა.შ

 

***

ამ ორი თვის განმავლობაში წავიკითხე “დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა”,  ა. ყაზბეგის “ელგუჯა” და “ხევისბერი გოჩა”.

რაც შეეხება განცდებსა და შთაბეჭდილებებს, გეტყვით რომ ალექსანდრე ყაზბეგმა უდიდესი გავლენა მოახდინა და ბევრ რამეზე დამაფიქრა.  კ.გამსახურდია კი ვფიქრობ, ჯერ კარგად უნდა შევისწავლო, რომ აზრი ჩამომიყალიბდეს. ზოგი რაღაც არ მომეწონა, ზოგი პირიქით. თუმცა მის ქარიზმულ ენას, მთის ენა ვარჩიე, პირდაპირი და სულის შემძვრელი. შეიძლება იმიტომაც, რომ ამ ეტაპზე სულის შემძვრელი განცდები მესაჭიროებოდა, უაზრობით მობეზრებულს.

***

იმედია, შემდეგ პოსტს რამეს მივუძღვნი და ასეთი არეული არ გამოვა.

***

კომენტარების რაოდენობა 1000ს მიაღწევს მალე და ვფიქრობ რამით ხომ არ წავახალისო მეათასე კომენტარის ავტორი. თუმცა ჯერ ვერაფერი მოვიფიქრე… იქნებ დამეხმაროთ?

5 responses to “მწარე ნოემბერი, ტკბილის ნაცვლად

  1. (1) ბლოგის ფერები, გაფორმება და შრიფტის ზომა/სტილი მომწონს. იშვიათად მომწონს ხოლმე ქართულ ბლოგებში
    (2) სამართალს და დიპლომატიას შორის პირველის არჩევას გისურვებდი
    (3) გვაჩვენე შენი სურათი ქუსლებზე, TFW-ზე ))

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s