გუსტავ ფლობერი – მადამ ბოვარი

რომანის დაწყებამდე ვიცოდი, რომ მთავარი გმირი თავს იკლავდა. თუმცა, ამის ცოდნას ხელი არ შეუშლია, მადამ ბოვარი წამეკითხა და შემდეგ მის ცხოვრებაზე დავფიქრებულიყავი.

ემას ცხოვრება ტრაგედიაა. ნამდვილი ტრაგიკული ამბავი, რომელიც არასწორად გაკეთებული არჩევანიდან დაიწყო და თვითმკვლელობით დასრულდა. უინტერესო და მოსაბეზრებელი ქმარი, დაუსრულებელი ოცნებები, ვერ ახდენილი სურვილი გაქცევისა, იმედგაცრუება და პროვინციული ყოფა, ყველაფერი ისაა, რაც მთავარი გმირის ცხოვრებას ახასიათებს.

გუსტავ ფლობერს “მადამ ბოვარმა” ნამდვილი აღიარება მოუტანა, თვითონ რომანი კი ლიტერატურული მსოფლიოს სენსაციად იქცა. ავტორი ბევრს შრომობდა წიგნის დაწერაზე და ნებისმიერი წინადადების დაწერისას “სუზტ სიტყვებს” ეძებდა.

“სწორედ რეალიზმისადმი სიძულვილმა დამაწერინა ეს რომანი” – ამბობს ფრანგი მწერალი და მართალიცაა, რადგან რომანში რეალიზმისაგან შორს მდგარი ადამიანის ფსიქოლოგიური სამყაროა აღწერილი. ემა ბოვარი – მეოცნებე, ვნებებით გატაცებული, მდიდრული ცხოვრების მსურველი ქალბატონია. ადვილად ემორჩილება იმწამიერ სურვილებს და არ შეუძლია ემოციების შეკავება.

მაღიზიანებს ემა, მთელი თავისი ბედნიერებით, რასაც რამდენიმე საყვარელთაგან ერთ-ერთი ანიჭებს.

მაღიზიანებს ემა, რომელსაც არ აწუხებს სინდისი და ქმარს წინანდელივით ეალერსება.

მაღიზიანებს ემა, რომელიც თავისი უჭკუობითა და უდარდელობით მთელ ქონებას დაუკარგავს ოჯახს.

მაღიზიანებს ემა – რომელიც ეგოისტია, არ ფიქრობს შვილზე და არც იმის ძალა აქვს, რომ რაიმე გამოასწოროს.

ამ მიზეზების გამო, არც ერთხელ, რომანის კითხვისას, მიგრძვნია სიბრალული მწვანეთვალება ქალბატონისადმი. ვფიქრობდი, რომ იმას იმსახურებდა რაც მიიღო, თავისი მოკლე გონებითა და გრძელი ფეხებით.

რომანი, ბევრი არაფრის მომცემი აღწერების (პეიზაჟების და ა.შ) მიუხედავად, მაინც საინტერესოდ იკითხება. რამდენიმე ფრაზა, რაც ამოივიწერე:

“თუ ნაწარმოები გრძნობას არ აღგიძრავს, ხელოვნების მთავარ მიზანს აცდენილია”.

” მე მწამს ღმერთი, ვინც გაგვაჩინა და ამქვეყნად მოგვავლინა, რათა პირნათლად შევასრულოთ ჩვენი მოქალაქეობრივი და ოჯახის მოვალეობები, მაგრამ საამისოდ ეკლესიაში სიარული როდი მჭირდება.”

“ჩემი ღმერთი არის ღმერთი სოკრატესი, ფრანკლინის, ვოლტერისა და ბერანჟესი”.

ბოლოს, მინდა გითხრათ, რომ არც ისე აღფრთოვანებული დავრჩი წაკითხულით.

რა თქმა უნდა, იყო კარგი მომენტებიც და ძალიან კარგებიც, თუმცა წიგნის აღიარებამ და მის მიხედვით გადაღებულმა ფილმებმა მაინც დამაფიქრა.

21 responses to “გუსტავ ფლობერი – მადამ ბოვარი

  1. უშუალოდ რომანის წაკითხვამდე წინ წამძღვარებული შესავალი წავიკითხე, სადაც მადამ ბოვარი დახასიათებული იყო როგორც ერთი ყოვლად უზნეო ქალი. არადა რომ წავიკითხე წიგნი, სულაც არ გამჩენია ასეთი შთაბეჭდილება: პირიქით, თანაგრძნობა გამიჩნდა მის მიმართ:/

    Like

  2. აუ,დაახლოებით 17 წლისა ვიყავი ,ეს წიგნი რომ წავიკითხე.მახსოვს გაოგნებული ვიყავი და გაბრაზებული,აღშფოტებულიც.წიგნს რას ვერჩოდი, ეს გმირი იყო ასეთი!ისიც კი,რა მეთოდითაც თავს იკლავს,მაგაზეც კი მეცინება🙂
    მაგიტაა ზუსტად კარგი წიგნი, რომ გიქმნის წარმოდგენას ადამიანის სისუსტებზე–ტითქოს ცხოვრება მოსალოდნელი სეცდომების სარკესი გახედებს,და ხედავ, რომელი გზაა არასწორი.მე მგონი ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა.
    კარგი პოსტია, ყველაფერში გეთანხმები

    Like

  3. ალბათ ყველას ჰქონია მცდელობა,ან სურვილი მაინც,
    წაშალოს ზღვარი “მაქვს” და “მინდას” შორის
    და
    ემაც
    არაა
    შორი:

    Like

    • me ew wigni orjer wavikitxe pirvelad patara viyavi da emam dzalian gamagiziana , meored vipiqr rom is mainc dzlieri qalia ,rom dinebas ar gayva ar dakmayopilda tavisi ubadruki cxovrebit ,is mebrdzolia …da aqvs dzala miyved tavis survilebs da es dzalian momwons ….

      Like

  4. გეთანხმები არც მე დავრჩენილვარ აღფრთოვანებული ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ:):)მე არაფერი მასწავლა ამ წიგნმა არაფერი დამიტოვა…

    Like

  5. ar momewona..susti nebisyofis qalia da simdidreze daxamebuli :@ am wignis wakitxva arc iyo aucilebeli cxovrebaze rom daefiqrebina chemi tavi ..isedac kargad vfiqrob..))

    Like

  6. axlaxans davamtavre es wigni…. dasawyisshi emam chemshi zizgi gamioiwvia, magram shemdgom tandatan tanagrdznoba gamichnda mis mimart.. wignit didad moxilbluli ar var es wigni namdvilad ar aris is risganac raimes swavla sheidzleba… agarasdros gamichndeba am wignis meored wakitxvis survili

    Like

  7. ამ წიგნით შეგიძლია უკეთ გააცნობიერო საკუთარი პასუხისმგებლობა იმ ადამიანების წინაშე ვისაც უყვარხარ და მიხვდე რომ მადლიერება განიჭებს უფრო მეტს სიხარულს, ვიდრე ეგოიზმი და პატივმოყვარეობა. ეს მადამ ბოვარმა სიკვდილის წინ გააცნობიერა.

    Like

  8. dges davamtavre am wignis kitxva da vetanxmebi makos:) tavidan,ver vityvi rom didad agvfrtovandi,piriqit,am cnobili gvari (floberis)gan ufro mets movelodi,magram saboloo jamshi mainc davinteresdi da mainteresebda dasasruli.emas ar gavugizianebivar tavisi saqcielit,is xom adamiania tavisi sisusteebit,romelta damarcxebac ver shedzlo.qorwinebam imedebi gaucrua,is xom im vnebebs eloda misgan rasac wignebshi kitxulobda,masac surda sxvebivit gamoecada is,rasac misi qmari ver adzlevda.mas arc erti misi sayvareli ar yvarebia,ubralod edzebda imas rac arasodes enaxa da razec ocnebobda bavshvobidan,ararealuri samyarodan.

    Like

  9. am wignma emas mimarts sxva da sxva gvarad ganmawyo..tavidan shemecoda, shemdeg shemdzulda,dzlieric momechvena tumca sabolood daucveli da susti agmochnda.isic ver gavige namdvil da vnebian siyvaruls edzebda tu pupunebas? an inkeb ertmanetis gareshe verc warmoedgina..

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s