(უ)ღმერთო

„თუ ჭაბუკი ყველამ შეიძულა, ჩანს ის რაღაცას წარმოადგენს.“ გოეთე

ეს ფრაზა დიდი ხნის წინ მოვისმინე ქუჩაში. მაშინ გაკვეთილზე მივდიოდი. ვერც მივხვდი, როდის გავყევი უცხო ადამიანების საუბარს, რომელმაც ჩემი უბნიდან ძალიან შორს წამიყვანა. ვუსმენდი მათ კამათს, რომელიც არ გავდა ჩვენსას. ისინი ძალიან ჩუმათ, თითქმის უხმოდ ლაპარაკობდნენ , თან ერთმანეთის ნათქვამს უარყოფდნენ. არ იღლებოდნენ და მიკვირდა, საიდან ჰქონდათ ამდენი სიტყვების მარაგი. ბოლოს, როცა მივხვდი, იქ ყოფნით ვიღლებოდი, წასვლა დავაპირე. ნაბიჯები ავაჩქარე, მინდოდა გამემსწრო მათთვის და ამ დროს ჩამესმა სიტყვები, რომლებიც დღემდე მახსოვს.

September 20 (გულგრილი ადამიანის თვალით)

დღეს ჩვენს კლასში ახალი მოსწავლე გადმოვიდა. ძალიან წვრილია, სუსტი. ყავისფერი თმა აქვს და თვალებს გამუდმებით აქეთ იქით აცეცებს. როგორც წესი, ახალი მოსწავლე მასწავლებელს ელოდება, რომ კლასის წინაშე წარადგინოს (საშინელი მომენტი), მან კი არ დაუცადა, ყველას მოგვესალმა და ბოლო მაგიდაზე დაჯდა. მისი გაცნობა არც მიფიქრია. საერთოდ რაც მე არ მეხება არც მაინტერესებს.

September 25 (უაზრო ადამიანის თვალით)

კლასში ძალიან ბევრნი ვართ, ძლივს ვეტევით. ისედაც არ გვყოფნის მაგიდები, ეხლა კიდევ ახალი მოსწავლე დაგვემატა. ვიღაც ბიჭია, უცნაური. ვეკითხებოდი უბნელების სახელებს არავის იცნობდა.
თავისთვის ზის ბოლო მერხზე და არავის აწუხებს. ისე კი ვიფიქრე ახლოს გავიცნობ თქო, მაგრამ იმ დღის მერე,საერთოდ რაზეა ლაპარაკი…

October 13 (მესამე ადამიანის თვალით)

სიტყვები, რომლებიც უცხოების საუბრისას გავიგონე, ჩემს მეხსიერებაში რამდენიმე წელი ინახებოდა. არ ვიცოდი მათი მნიშვნელობა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ როდესმე აზრს შეიძენდნენ.
მას მერე, რაც ჩვენ კლასში ახალი მოსწავლე გადმოვიდა, ყველაფერი შეიცვალა. ჩემი ცნობიერება მთლიანად აირია და რაღაც არანორმალური ფორმები მიიღო.
ერთხელ, კამათისას, თითქმის მთელი კლასი ჩემ საწინააღმდეგოს ამბობდა. მიჭირდა ყველას მოგერიება და ვაპირებდი გავჩუმებულიყავი, როცა ახალმა ბიჭმა კამათში ჩარევა გადაწყვიტა. მაშინ თქვა, რომ არ სჯეროდა სასწაულების, რომ რელიგია ჭკვიანმა ადამიანებმა მოიგონეს, რომ ღმერთისთვის არასოდეს უთხოვია დახმარება.
უცებ ყველა გაჩუმდა.
გარემო ზიზღით და სიძულვილით აივსო.

* * *
როდესაც, ჩემმა კლასელებს მისი ცემა მოუნდათ, გადავარჩინე.

როდესაც მასწავლებლებმა მისი გაგდება გადაწყვიტეს, დავიცავი.
როდესაც მშობლებმა მასთან ურთიერთობა ამიკრძალეს, უფრო დავუახლოვდი.

დღემდე ასე ვართ.
მე ვეძებ, ის არა. მე მჯერა, მას არა.

მიკვირს, როგორ ვუგებთ ერთმანეთს ან როგორ ემთხვევა ჩვენი აზრები.
მე ღმერთთან, ის უღმერთოდ…

12 responses to “(უ)ღმერთო

  1. სულ ტყუილად გიკვირს. სწორედ ეგაა ნორმალური. ვისაც მარტო თავისნაირად მოფიქრალი მოსწონს, ის ვერ ყალიბდება კარგ ადამიანად.

    Like

    • კარგია თუ ცუდი, ეს ამბავი არ გადამხდენია. უბრალოდ იდეა დაიბადა რეალური ამბიდან და დანარჩენი თავისით მოხდა. დარწმუნებული ვარ ისე მოვიქცეოდი, როგორც აღვწერე მესამე ადამიანის პირით🙂

      Like

  2. ძალიან ძალიან კარგია : ) საოცრად წერ მარტო ამ პოსში კი არა საერთოდ ძალიან გარგი პოსტები გაქვს :))

    Like

  3. მომეწონა როგორც თითვეული შენი ჩანაწერი… ისე თუ მაგ ბიჭს ვინმე ყვრაებია ცხოვრებაში ღმერთი მასსში ყოფილა უბრალოდ არ ჯეროდა და არ სჯერავს მისი იმიტომ რომ არ ყავს ის აღმოჩენილი და არც ეძებს, მაგრამ მოვა წამი როდესაც დასჭირდება რამეზე ირწმუნოს…

    Like

  4. შეგნებულ ადამიანს არ გაუჭირდება მისგან ამ მხრივ განსხვავებულ ადამიანთან ურთიერთობა.მაგრამ,სამწუხაროდ,ასეთი ძალიან ცოტაა.

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s