ალბერტო მორავიას “ზიზღი”

თუკი ცხოვრებაში ერთხელ მაინც გიგრძვნიათ ზიზღი, ესეიგი თქვენ და რომანის გმირ ქალბატონს შორის ერთი მსგავსებაა.

მაშინ, როდესაც მსოფლიოში უამრავი წიგნი სიყვარულსა და სიკეთეს ეხება, იტალიელი მწერალი ალბერტო მორავია, ძალიან გასაგებად აღწერს გრძნობას , რომელიც სხვა გრძნობების მსგავსად ჩნდება და ვითარდება. მისი სახელი ზიზღია, ობიექტი კი ქმარი, თუმცა მის მიზეზზე ავტორი არ მიგვითითებს.

დაბნეული მკითხველი, ვფიქრობ თვითონ უნდა მიხვდეს რამ გამოიწვია ცოლის ზიზღი მეუღლისადმი. თუკი ზოგადად არ არსებობს ობიექტური რეალობა, თითოეული ადამიანიც იქიდან დაინახავს მიზეზს, საიდაც იყურება საერთოდ.

ალბერტო მორავია, სინამდვილეში კი ალბერტო პინკერლე ნაკლებად მხატვრული წერის სტილით ხასიათდება. წერს, როგორც რეპორტიორი. თუმცა, ჟურნალისტური უნარებისა და ბევრი მსჯელობის მიუხედავად კარგად გადმოსცემს გმირების განცდებს.

რომანის მთავარი გმირები ცოლ-ქმარი მოლტენი და ემილია არიან . ორ წლიანი ბედნიერი თანაცხოვრების შემდეგ, ურთიერთობა იცვლება. ცოლს ზიზღდება ქმარი და ყველაფერი ირევა.

დამწყები რეჟისორი, სცენარისტი და ცალ მხრივად შეყვარებული მეუღლე – არშემდგარი ცხოვრების შესახებ აღსარებას ამბობს.

რომანის წაკითხვისას დაფიქრდებით იმაზე, თუ როგორები უნდა იყოთ, რომ ვინმეს არ შეზიზღდეთ.

ასევე საინტერესოა მოლტენისა და ემილიას შედარება, ოდისევსსა და პენელოპესთან, მათ შორის პარალელები.

ეს კი ფრაზები, წამით ჩემი ყურადღება რომ მიიქცია.

“ჰაერისა არ იყოს, არც ბედნიერება ვიცოდი. ჰაერს ხომ სწორედ მაშინ ედება ფასი, როცა არ გვყოფნის.”

“ასეა ცხოვრებაში: ადვილად ივიწყებ იმას, რისი გახსენებაც არ გინდა.”

ვფიქრობ წაკითხვა ღირს🙂

21 responses to “ალბერტო მორავიას “ზიზღი”

    • განხილვაზე მეტად მკითხველების დაინტერესება მინდა წიგნით🙂 ყველა თვითონ გააკეთებს დასკვნებს.

      Like

  1. მორავია ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწერალია… ადამიანური , მიწიერი განცდები და რეალობა… მისი მოთხრობების კითხვისას ხანდახან მგონია რომ სული მეხუთება…იმდენადაა გაჯერებული გონების ყოველდღიურობით და ამაოებით….მისი ხიბლიც სწორედ ეს არის : )

    Like

  2. “ასეა ცხოვრებაში: ადვილად ივიწყებ იმას, რისი გახსენებაც არ გინდა.” – მე ყოველთვის მაწუხებს,ის,რისი დავიწყებაც მინდა,ანუ არ მავიწყდება.

    Like

  3. კიდევ ერთი ბიძგი “ზიზღის” მიმართულებით🙂 დიდი ხანია მაინტერესებს ეს ნაწარმოები.

    Like

  4. ukve wavikitxee, da dzaliaan martiivi wasakitxiaaa, magraaam realuri da cxovrebiseuli, amitom girchevt waikitxot :)))))

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s