ჰემინგუეი და მწერლების გარემო

მწერალი – საწერ მაგიდასთან. ირგვლივ წიგნის დამტვერილი თაროები. მაგიდაზე არეულობაა, ბევრი ფურცლები, “დაჭმუჭნული” ქაღალდები და სამიოდე საწერი კალამი ან ფრთა თუ მაინცდამაინც ძველ დროში გვინდა მოგზაურობა.

დღეს ასე აღარ არის და ყველაზე უიღბლო მწერალსაც კი, მაგიდაზე ლეპტოპი და პრინტერი მოეპოვება.

წარმოგიდგენიათ, როგორ წერდა თქვენი საყვარელი მწერალი?

მე წარმომიდგენია.

თუმცა, ცნება “საყვარელი” მწერალი ჩემთვის სულაც არაა საყვარელი, ამიტომ იმაზე ვწერ ვინც პირველი მახსენდება.

პირველი ვინც გავიფიქრე ჰემინგუეია. ამას ძალიან საპატიო მიზეზიც აქვს, რადგან რომანი, რომელსაც ახლა ვკითხულობ ომზეა, “მშვიდობით, იარაღო!” ჰქვია და ავტორიც ზემოთ ნახსენები ძალიან უბრალო მწერალია.

ფანტაზიორობა არ მჭირდება , რადგან ცნობები ჰემინგუეის საწერ გარემოზე რეალობაში არსებობს. ერთ-ერთი ჩემ ბლოგზეც მოიპოვება (იხ. წერა და  Coffee Shops). ამიტომ თვითმკვლელი ერნესტი წერის დროს, ზუსტად იქ წარმომიდგენია სადაც იყო. კაფეში, ზოგჯერ სხვა ამერიკელი მეგობრების გარემოცვაში ზოგჯერ კი მარტო. მაგიდაზე ნახევრად ცარიელი ყავის ჭიქა, გაზეთი და ერთადერთი რვეულია.

არვიცი რა ხდება პარიზის იმ ადგილას, სადაც ცნობილი ფოტოა გადაღებული. თუმცა ვიცი, რომ შვეიცარიაში “ჰემინგუეის კაფე” გახსნეს და სიამოვნებით წავიდოდი რომ შემეძლოს.

თემიდან რომ არ გადავუხვიო, იძულებული ვარ ჩემ თავს შევახსენო, რომ მსოფლიოში ძალიან ბევრი კარგი მწერალია. საინტერესოა ყველაფერი რაც მათ უკავშირდებათ, რადგან თვითონ ისინი არიან საინტერესო ხელოვანები და პირველ რიგში ადამიანები.

ვეცადე ჩემი წარმოსახვა და რეალობა შემედარებინა. გამეგო მართლა ჰამაკში წერდა თუ არა ვირჯინია ვულფი და მართლა ძალიან ბინძური მაგიდა ჰქონდა თუ არა ჩარლზ ბუკოვსკის (თუ ჰქონდა საერთოდ).

მაგრამ, ვერაფერი მოვიძიე.

მხოლოდ სხვა, ჩემთვის არასაყვარელი (ჰერმან ჰესე არ ითვლება) , მაგრამ აღიარებული მწერლების მაგიდები ჩემრჩა ხელში. ერთმა ფაქტორმა კი გადაწონა მეორე და იძულებული გავხდი მკითხველის აზრი გამეთვალისწინებინა.

შეიძლება რომელიმე, ქვემოთ მოყვანილი მწერლებიდან, თქვენთვის საყვარელია, ამიტომ ჩემზე უკეთ მაგიდები მოგიყვებიან მათზე🙂

 ჩარლზ დიკენსი

 ჰერმან ჰესე

 შილერი

 მარკ ტვენი

 ჯეინ ოსტინი

 ლევ ტოლსტოი

და აქვე ერთი ცნობილი, ნიუ-იორკელი მწერლის გრემ ჰილის მაგიდა.

იმისთვის,რომ უკეთ გავიაზროთ როგორ იცვლება ყველაფერი დროსთან ერთად…

11 responses to “ჰემინგუეი და მწერლების გარემო

  1. ” კაფეში, ზოგჯერ სხვა ამერიკელი მეგობრების გარემოცვაში ზოგჯერ კი მარტო. მაგიდაზე ნახევრად ცარიელი ყავის ჭიქა, გაზეთი და ერთადერთი რვეულია” – ცვაიგის ბუკინისტი მენდელი გამახსენდა :>

    Like

  2. dzaan xshirad shemovdivar shens blogze.. mec gavakkete wordpress-ze magram ver gavige dizainis shecvla suratebis damateba ..:(( dzalian gtxov iqneb damexmaro …:(((

    Like

    • ბლოგინგის გაკვეთილებია სპეციალურად დამწყები ბლოგერებისთვის. თოთორიალები ბლოგინგზე… ისწავლე და ბლოგსაც ააწყობ🙂

      Like

  3. შილერის მაგიდა ყველაზე მეტად მომეწონა🙂 აი ჰილის ოთახი კი ვერ მივამსგავსე მწერლის ოთახს : )

    Like

  4. ოო, როგორ არ მიყვარს ჰემინგუეი🙂 თუმცა ალბათ საინტერესო გარემოში უწევდა მუშაობა, ის ხომ ამერიკელი იყო❤

    და კიდევ ერთი. სახელი Graham ნებისმიერ ენაზე გამოითქმება როგორც გრემ🙂

    Like

  5. 🙂 ამ პოსტს გადავაწყდი და გავოგნდი – ”მშვიდობით, იარაღო”-ს კითხვა დავიწყე გუშინ და უკვე მიყვარს..
    რაც შეეხება სამუშაო მაგიდებს – ბავშვობიდან მოყოლებული ვცილობდი წარმომედგინა ვაჟა-ფშაველა სად წერდა და როგორ.

    Like

  6. მომწონს შენი ბლოგი – თავისი თემებით, სტილით, ფოტოებით… კარგი აურა აქვს🙂

    Like

  7. ჰემინგუეი❤ მშვიდობით იარაღოს წაკითხვა დიდი ხანია მინდა და საშველი ვერ დავაყენე. ახლა საგულდაგულოდ დავდე სოფელში წასაღებ წიგნებთან ერთად😀

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s