სიზმარი და გარყვნილი ფერიები

კაფე უსაქმურების ადგილია, მდიდრები სვამენ ცხელ ჩაის.

ეზო მოძველებული გასართობია, მოხუცები თამაშობენ დომინოს.

– საინტერესო ადგილი?

– ის უბრალოდ არ არსებობს.

* * *

ყველაფერი ასე იყო დღემდე ანუ იქამდე, სანამ შემთხვევით ერთ ადგილას არ მოვხვდი.

ზოგადად, ჩვენს ქალაქში საინტერესო ადგილები ცოტაა.   ერთადერთი, რაც მახსენდება, სახურავია (მოპირადპირე ქუჩაზე). ის ხშირადაა დაკეტილი და ალბათ ამიტომაც იწვევს ინტერესს.

შემდეგი “საინტერესო ადგილი” უბრალოდ არ არსებობს. დიდხანს ვფიქრობ მასზე და როცა ვხვდები, რომ დაღამდა ვიძინებ.

რამე აუცილებლად დამესიზმრება.

მაგალითად: როგორ მივრბივარ და თან ვერ მივრბივარ, როგორ მინდა ყვირილი და ხმა არ მაქვს, როგორ ვეხუტები დედას და ის ვერ მცნობს, როგორ მკოცნის სიმპატიური ბიჭი და ამ დროს ვხვდები, რომ სიზმარში ვარ.

აქედან გამომაქვს დასკვნა, რომ ჭკვიანი და სულელების გარდა, არსებობს გოგონების კიდევ ერთი კატეგორია. ისინი, ვისაც ხშირად (სიზმარშიც კი) არ უმართლებთ და თუ გაუმართლათ  ის უნიკალური შემთხვევა ნამდვილად არის მოყოლის ღირსი.

* * *

უცხო სახლის ეზოში ვარ, პირველად. სახლში ცეცვლია, შიგნით კი არავინ.

გარშემო არავინაა.

უკნიდან ხელს ვიღაც მადებს. ვიხედები და ოთხს ძალიან სასაცილო არსებას ვხედავ. ერთი შეხედვით ფერიებს გვანან, მაგრამ ფერიებზე უფრო მსუქნები და მოხუცები არიან.

ერთ-ერთი ყველაზე დაბალი, ყავისფერთმიანი ბებიაჩემს მაგონებს, ერთი წუთით ვფიქრობ ის ხომ არაა მეთქი, მაგრამ მალევე მახსენდება, რომ ბებიაჩემი გარდაიცვალა და მე კი არ მჯერა მისი ამქვეყნად დაბრუნების. (თან არც მინდა მჯეროდეს).

სულ ოთხნი არიან. ხელში ვარსკვლავები უჭირავთ, არავინ იცის რატომ.

წინსაფრები უკეთიათ და მიღიმიან, თითქოს პირველად მნახეს.

მეთვითონ მეცინება იმაზე, რაც ახლა გავიფიქრე. მართლა პირველად მხედავენ, მაგრამ ასეთი ღიმილი მაინც უცნაურია. ჩვეულებრივ, მიჩვეული ვარ, რომ უფროსები ქუჩაში და არც სახლში  მიღიმიან.

მსუქან ბებოებს ფერიები შევარქვი.

ერთ-ერთ მათგანს კი იმდენად არ უხდებოდა ეს სახელი, რომ იძულებული გავხდი ნამდვილი სახელი მეკითხა.

– გამარჯობათ, რა გქვიათ?

– ნუთუ ჩემს სახელს დიდი მნიშვნელობა აქვს?

მიღიმის და უკვე იმდენად, რომ ვიბნევი.

– არა… უბრალოდ მაინტერესებს.

– თუ არ აქვს მნიშვნელობა, რატომ მეკითხები?  ჯობს პირდაპირ გადავიდეთ საქმეზე.

რა საქმეზე უნდა გადავიდეს ეს გასიებული ბებო ვფიქრობ ჩემთვის და უკვე ნერვები მეშლება.

– მეეჭვება რამე სერიოზული საქმე გქონდეთ ჩემთან, მაგრამ მაინც გისმენთ.

ვცდილობ მოხუცებისდამი გულისხმიერება გამოვიჩინო (ასეთ რამეს პირველად ვგრძნობ) და მეც ვუღიმი. მაგრამ იმდენად ხელოვნურად გამომივიდა, მე თვითონვე შემრცხვა ჩემი ღიმილის და წინანდელი სახე მივიღე.

– ჩვენ, ერთი შეხედვით ფერიებს ვგავართ, მათსავით ყოვლისშემძლეები ვართ, თუმცა უფრო თანამედროვე და გარყვნილები.

მე ისევ მეცინება და ვფიქრობ, როგორ შეიძლება მათგან რომელიმე იყოს გარყვნილი. სასაცილოები კი ნამდვილად არიან. ეტყობა ღიმილი ამჯერად იმდენად ბუნებრივი მომივიდა რომ გადავაჭარბე და ერთ-ერთმა ფერიამ ეს დაცინვად მიიღო.

– ახლავე დაგიმტკიცებ, რომ მართალს ვამბობთ. ჩვენში ყველაზე უფროსს დღეში 6ჯერ აქვს სექსი, მე 3 ჯერ. სხვანაირად არ შეგვიძლია, ამიტომაც დაგვშორდნენ ქმრები. ყველაზე ახალგაზრდა და ყველაზე წესიერ ფერიას კი ჯერაც არ უკოცნიათ ბიჭისთვის, თუმცა ამ ამბავს არავის უმხელენ.  ქალური ისტორიები ჩვენი ცხოვრების ნაწილია, რა თქმა უნდა გართობის შემდეგ. ჩვენ სულ ვერთობით, ამიტომაც არც დღევანდელი დღე იქნება გამონაკლისი.

ახლა მთავარი ისაა, ერთი ნებისმიერი ადგილი ამოირჩიო და იქ წავიდეთ. რამდენიმე საათია არსად წავსულვართ და მოვიწყინეთ, ამიტომ კარგათ დაფიქრდი. გართობაზე უარი არ თქვა.

–  მე…მ..მე … არრა, არრ შემიძლია.. იცით..

ძალიან ვიბნევი. უცხოებთან ერთად სად უნდა წავიდე? მაგრამ ისინი ისეთი თამამები არიან… იქნებ წავიდე… ხო რა, წიავალ. რაც არის არის….

– მოვიფიქრებ რამეს… იქნებ თქვენ თქვათ.. მე არვიცი გასართობი ადგილები (ესეც ჩემი ქალაქიდან გამომდინარე)

– ვიცით შენნაირი გოგონების ამბავი,  ბევრი გვინახავს. მაშინ წავედით…

გადაწყდა, რომ ყველას უნდა გართობა, კაცები,  სექსი და დალევა. მეც გამოვტყდი, რომ მინდოდა ოღონდ თუ ამაზე არაფერს იტყოდნენ.

 

* * *

რაღაც ეტლში ვზივარ, ოთხ სასაცილო არსებასთან ერთად. არ მჯერა, რომ მათთან ერთად მივდივარ, იმ რაღაცის გასაკეთებლად. ცოტათი კიდეც ვნერვიულობ, მაგრამ გოგონები (ბებოებს უკვე აღარ ვეძახი) იმდენად თამამები არიან, მეც გადმომედო მათი თვისება.

იმდენი დავლიე, რომ სხვა დროს ამდენის დალევაზე აუცილებლად ვარწყევდი. ცოტათი გული მწყდება, რომ ის რაღაც აქ მოხდა და არა რომელიმე რომანტიულ ადგილას. თუმცა ეს ყველაფერი მაშინ გავაცნობიერე, როცა ღონემიხდილი ვიწექი საწოლზე, ყველაფრის შემდეგ.

 

* * *

ვიღვიძებ.

აღარც ფერიები არიან ჩემთან და აღარც სიმთვრალე მაწუხებს. მგონი არც ნაბახუსევზე ვარ.

ვხვდები, რომ ყველაფერი სიზმარი იყო, ტკბილი და იმდენად რეალური, რომ ვერ გავაცნობიერე სიზმარში ყოფნა (აქამდე სულ გამომდიოდა).

სასწრაფოდ ვიცვამ და ფეხშიშველი შევდივარ სამზარეულოში, რომ ტოსტი გავაკეთო.

– დილა მშვიდობისა, დე

–  სად გეჩქარებოდა? უკვე 3 საათია.

მეუბნება დედა და მიღიმის.

მისი ღიმილი ძალიან ჰგავს ფერიის ღიმილს.

 

* * *

5 responses to “სიზმარი და გარყვნილი ფერიები

  1. ra nacnobia chemtvis es blogiii…ici mec sul ase memarteba vigac usashvelod simpatiur bichs vkocni vealersebi da uceb megvidzebaaaa.ici rogori imedgacruebuli var xolme.ai cuxel chemtvis kargad nacnob bichs vecekvebodi mere vakoce da tkac gamomegvidza.es imito rom gushin zomaze meti vicekve da vikekluce.ase rom mag feriebze naklebi arc me var

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s