ჰაინრიხ ბიოლის “კლოუნის თვალთახედვა”

დაიბადა გერმანიაში, კათოლიკურ ოჯახში 1917 წელს.
გარდაიცვალა 67 წლის ასაკში.
იყო მწერალი, ნობელიანტი და დასავლეთ ევროპის მწერალთა გაერთიანების პენ-კლუბის თავჯდომარე.

თუმცა ყველაზე მეტად იყო “ადამიანებზე შეყვარებული შემოქმედი” – ჰაინრიხ ბიოლი.

ძალიან რთულ და მძიმე დროში მოუხდა მოღვაწერობა, საკუთარი თვალით ხედავდა ომს და ამიტომ, მტკივნეულად გამოხატავდა იმდროინდელი საზოგადოების წარმომადგენელთა ფსიქოლოგიურ განწყობილებას, მათ სოციალურ მდგომარეობას.

ეწინააღმდეგებოდა ვიეტნამის ომსა და საბჭოთა კავშირში “განსხვავებულად მოაზროვნეთა” ჩაგვრას.

დიდი აგზნებით ერეოდა მსოფლიოს დევნილთა საქმეში.

ქართველი რომ ყოფილიყო, ალბათ “სულიერ მამას” უწოდებდნენ. არადა ნამდვილი მწერალი იყო და ამბობდა: “ჩვენ, მწერლები, ასეთებად გავჩნდით – ყველაფერში უნდა ჩავერიოთ. ვერევით მაშინ, როცა განტევების ვაცს ეძებენ და იმედებს მარხავენ. იდეალისტურად ჟღერს, მაგრამ ეს ასე არაა. ჩარევა ერთადერთი შესაძლებლობაა, რეალისტად დარჩე.”

ჰაინრიხ ბიოლი, ერთი წიგნით და ძალიან ბევრი ფიქრით შემოვიდა ჩემში. შემოვიდა კი არა, შემოიჭრა და ნამდვილი აზრთა ქაოსი გამოიწვია. თუმცა, როგორ შევადარებ ამ “არეულობას” იმდროინდელი არეულობისგან, რომელიც მეორე მსოფლიო ომის დროს მიმდინარეობდა და რომელიც ასე კარგად აღწერა წიგნში “კლოუნის თვალთახედვა”. წიგნში, რომელიც წავიკითხე და გამიჩნდა სურვილი ყველას წაეკითხა, მერე ერთად დავმსხდარიყავით და გვესაუბრა იმ დროზე, გერმანიის საზოგადოებრივ ცხოვრებაზე, განწყობებზე, ოჯახურ ურთიერთობებზე და ა.შ

“კლოუნის თვალთახედვა” სახელითაც მიგახვედრებთ, რომ ამბავი რომელსაც მწერალი გვიყვება ეხება კლოუნს, ხელოვან ადამიანს, განსხვავებული ცხოვრებით, ხედვითა და პრობლემებით. მისი სამშობლო გერმანიის ქალაქი ბონია. ქალაქი, სადაც ცხოვრობენ ფსევდო-მორწმუნეები და მარი, რომელიც კლოუნის ერთადერთი საყვარელი ადამიანია და რომელიც მიატოვებს შნირს ( ასე ჰქვია ჩვენი რომანის გმირს).

“ჩემმა ძმამ ლეომ რჯული შეიცვალა, გაკათოლიკდა და ახლა თეოლოგიას სწავლობს. ჩემი მშობლები, მას შემდეგ რაც ჩემი და ჰენრიეთე დაიღუპა ჩემთვის აღარ არსებობენ.”

რომანის კითხვისას, ყველაზე უარყოფით დამოკიდებულებას ჩემში კლოუნის დედა იწვევს, რომელიც თავისი სისასტიკით საკუთარ შვილს სასიკვდილოდ იმეტებს და იმიტომ, რომ ებრაელები გერმანიის მტრებად მიაჩნია, ახალგაზრდა ქერა კულულებიან ქალიშვილ – ჰენრიეთეს სამხედრო ნაწილში წერს. ჰენრიეთე ბრძოლაში გარდაიცვლება, დედა კი ამბობს რომ მან თავისი ვალი მოიხადა.

არანაკლებ საშინელი სიმძაფრითაა აღწერილი მომენტი, როდესაც ტანკსაწინააღმდეგო ხელყუმბარების გამოცდას პატარა ჭორფლიანი ბიჭუნა შეეწირება, მის სიკვდილს კი შემდეგნაირი რეაქცია მოჰყვება: “საბედნიეროდ, გეორგი ობოლი იყო.”

რომანში მოთხრობილია კლოუნის ადამიანებთან ურთიერთობისა და განცდების შესახებ. შნირი ვერ ეგუება ადამიანებს, რომელთა ერთადაც ცხოვრობს და ეპოქას, რომელშიც უწევს არსებობა.

ფრაზა, რომელიც ამოვიწერე

“მწამს, ზოგიერთი ცოცხალი მკვდარია, ზოგიერთი მკვდარი კი ცოცხალი”.
“ათეისტები მოსაწყენი ხალხია, მუდამ ღმერთზე ლაპარაკობენ”.

იმედი მაქვს ეს არ იქნება ჰაინრიხ ბიოლის პირველი და უკანასკნელი წიგნი, რომელიც წავიკითხე. წინ მელის დიდი სიამოვნება მისი სხვა რომანების წაკითხვის, თქვენ კი გირჩევთ, ეხლავე მოიძიოთ “კლოუნის თვალთახედვა” და გამიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები : )

43 responses to “ჰაინრიხ ბიოლის “კლოუნის თვალთახედვა”

  1. აუცილებლად წავიკითხავ, დამაინტერესა )))

    Like

    • ინტერნეტში არ არის და ისე არ იქნება ძნელი მოსაძიებელი🙂 ბიბლიოთეკებში ან ნაცნობებში..

      Like

  2. ბიოლის “უკაცო სახლს” ვკითხულობ ახლა, ძალიან მომწონს, სერიოზული მწერალია. ამის შემდეგ “კლოუნის თვალთახედვას” გავითვალისწინებ წასაკითხად😉

    Like

    • უკაცო სახლისნაირი ფსიქოლოგიურად მიმე მოთხრობა დიდი ფუფუნებაა.ძალიან დამთრგუნველი,სევდიანი, ,,საბრალო” ისტორია.ფინალზე ლაპარაკი ზედმეტია.უსერიოზულესი ნაწარმოებია. იშვიათად მეგულება წიგნი,რომელშიც პატარა ბავშვების სახით იყოს გადმოცემული ომის შედეგად აღწერილი ტკივილი და ტანჯვა ადამიანებში.ეს პატარა მარტინმა და მისმა მეგობარმა დამანახა.საერთდო როგორც ჩანს სჩვეია ბიოლს სხვისი გადმოსახედიდან პრობლემების წარმოჩენა,მაგალითად,კლოუნის თვალთახედვა.ჩემთვის ამ ისტორიის და ავტორის სათქმელის გადმოცემის ,,მეთოდი” ,,გზა” თუ ,,ხერხი” ძალიან მძიმე აღმოჩნდა ფსიქოლოგიურად.უბრალოდ ისე ვიყიდე ეს წიგნი,როცა არც მიფიქრია სპეციალურად მეყიდა და თურმე რამხელა ბედნიერება გამიკეთებია საკუთარი თავისთვის.

      Like

  3. ძალიან კარგი პოსტია, წიგნმა დამაინტერესა, ნეტა ამ წიგნის ონალინ ვერსია არ იქნება ქართულად?

    Like

  4. კარგია მგონი საინტერესო ბლოგს წავაწყდი🙂

    ეს მოთხრობა ძველი ლიტერატურული ჟურნალები მაქვს და იქ ვიპოვე… ნახევარი და ძალიან მაინტერესებს მეორე ნახევარი და სადმე ხო არდევს ქართულად?🙂

    Like

  5. “უკაცო სახლი” ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ნაწარმოებია. “კლოუნის თვალთახედვაც” საინტერესო ჩანს. აუცილებლად მოვიძიებ და უკეთ გავიცნობ ბიოლს : )

    Like

  6. ბევრი წლის წინ წავიკითხე და იმის მერე სულ ვეძებ მონოგამ კაცს, რომელიც ჯერ არასოდეს შემხვედრია🙂

    Like

  7. ვკითხულობ ‘კლოუნის თვალთახედვას’ ძალიან მომწონს.

    Like

  8. dzalian magari wignia:) 2 dgeshi cavikitxe da ro mtavrdeboda guli mwydeboda mindoda kidev gagrdzelebulikoo<3

    Like

  9. ახლა ვკითხულობ, ჯერ–ჯერობით უმაგრესია… :))) ნელ–ნელა ყველა კვანძი გაიხსნება და შთაბეჭდილებებიც ბლოგზე🙂

    Like

    • ძალიან მძიმე ,,მესიჯი” ასევე ,,მძიმე” მეთოდის წარმოჩენის ხარჯზე.მარტინი და მისი მეგობარი ძირითადად ჩემთვის უმთავრესად სუპერ პერსონაჟები. მათი ხედვით დანახული ძალიან ბევრი ადამიანური ღირებულებები. ომი საშინელებაა,როცა ომზე ლაპარაკიც კი არ არის ერთი ორი შემთხვევის გარდა ისიც არა დეტალებში და სწორედ ომის ისასტიკეს და საშინელებას ვგრძნობდი,როდესაც ამ წიგნს ვკითხულობდი.რა ვქნა,ბევრად ცნობილ და იმ 50 თეულში შესულ წიგნს არ მოუტანია ჩემთვის ასეთი ემოცია რაც ბიოლის ,,უკაცო სხლმა ” მომიტანა…

      Like

  10. xalxo gapicebt ra mogewonat am wignshi. wavikitxe da iseti shtabechdileba damrcha ro es kaci ateistia. gasagebia zalian gapanatebuli arian katolicizmit es xalxi gansakutrebit mari da amas es shniric {d:DD:D:} ver egueba magram mtlianad qristianobis dogma es chemi azrit miugebelia. me am shnirze damrcha iseti shtabechtileba titqos mis tvalshi yvela debilia da bevr shecdomas ushvebs mis tavze ki didi warmodgena aqvs. titqos cxovrebisganaa dabogmili da yvelas da yvelapers shurit da siborotit uyurebs.

    Like

    • ათეისტი არ ყოფილა, კელნში დაიბადა, რომელიც კათოლიციზმის ცენტრად ითვლებოდა. “უკაცო სახლი” წაიკითხე, იქ აქვს რელიგიაზე საინტერესო რაღაცეები დაწერილი.

      Like

  11. arachveulebrivi wignia! ! imden saintereso da kargi, rom ert dgeshi wavikitxe. uamrav paralels gaavleb tanamedrove adamianebtan….sheidzleba gmiri ateistia, magram tavisi da yovel shemtxvevashi swori shexedulebebi gaachnia. marto religiaze araa saqme, bevr namdvil “religiur” adamianze uektesad aqvs gaazrebuli katolicizmis azri… me agfrtovanebuli davrchi ! ! !

    Like

  12. წაკითხული მაქვს :)))) თავისი უცნაურობებით მიზიდავდა ეს კლოუნი… მუდმივი მელანქოლია და ყურმილიდან სურნელის შეგრძნება🙂 რაღაც მომენტში ისიც კი მომინდა რომ ასეთი ადამიანის გვერდით ემცხოვრა :)))) ყველამ წაიკითხეთ მართლა მოგეწონებათ…❤

    Like

  13. ღმერთო რამდენი ნაცნობის კომენტარი ვნახე ეს კი ჩემი პირველი კომენტარია შენ ბლოგს საკმაო დიდი ხანია ვკითხულობ ნე წელიწადზე მეტი რაც შეეხება წიგნს გუშინ ღამე დავამთავრე ) ყველაზე მეტად ის ნაწილი მომეწონა ხელოვნებაზე მიტმასნულ ადამიანებზე რომ საუბრობს & ყველაზე ხშირად კი მახსენდებოდა რომ თითოეული ჩვენგანი მარტოა და ასე ყველანი ერთად ვართ მარტოები ))

    Like

  14. arachveulebrivi wignia, sul cota xnis win davamtavre da udidesi shtabechdileba moaxdina.. mec igive prazebi amoviwere da vetanxmebi rom ateistebis yvelaze mets martlac rom gmertze laparakoben da rom is oboli bichi namdvilad upro cocxali iyo, vidre chumat loris mchameli dedamisi : ) yvelas vurchev ro waikitxos
    🙂

    Like

  15. ძალიან ვისიამოვნე, ასეთი პატარა წიგნიდან ამხელა ემოცია, ჩემი აზრით ბიოლმა იცის როგორ უნდა მოგვექცეს..:) ყველა წინადადება ისეთი დატვირთულია აზრობრივად ზედმეტი მართლა არაფერი აქვს ამ წიგნში, არ მინდოდა რომ მორჩენილიყო..რაც შეეხება კლოუნს ერთი შეხედვით ცხოვრებაზე გაბრაზებულ უხასუათო ტიპად შეიძლება მოგეჩვენოს, თუმცა სულ სხვა რამ უდევს ბიოლს მასში, ისე კარგად აკვს დასაბუთებული ყველა მოსაზრება თუ შეხედულება ნამდვილად დაგაფიქრებს და მიხარია რომ ზუსტად ისე გავიგე როგრც უნდა გამეგო. მიყვარს ეს კლოუნი ძალიან❤

    Like

  16. ძალიან გთხოვთ ვინმემ მითხარით სად შეიძლება ეს წიგნი ვიყიდო? ძალიან დამაინტერესა

    Like

    • წიგნის მაღაზიებში იკითხე 50 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ და ერთ-ერთი ესაა.

      Like

  17. წიგნი რომელმაც ყოველგვარი ჟინი გამიჩინა ადამიანებთან ურთიერთობის, კლოუნის თვალთახედვა არის რომანი სადაც ჰენრი შნირზე და მარიზე მეტად საკუთარ თავს ხედავ.. სიგარეტის მოკიდებით კიდევ მეტად ცდილობ დაუახლოვდე მწერლის ემოციებს ადამიანების მიმართ და ოცნებობ ადამიანებმა ვისეავლოთ სიყვარული და სითბო.. მძაგს კანონები რომლებიც გვაიძულებენ თავისი მიზიდულობით და თავბრუდამხვევი ფანატიკურობით საკუთარი შვილი და ძმა გავწიროთ.. წიგნში მე დავინახე ის რისი დანახვაც ჰაინრიჰ ბიოლის გარდა არავის შეეძლო ჩემთვის

    Like

  18. ძალიან მომეწონა,ორიგინალურია,განსაკუთრებით იმით,რომ მთელი წიგნი გადმოეცემულია ერთ დღეში,კლოუნის მოგონებების წყალობით ერთი დღის განმავლობაში,

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s