ძალიან საზაფხულო განწყობა

ერთი შეხედვით საწერი არაფერი მაქვს, მაგრამ დავიჯერე, რომ ყოველთვის არის რაღაც, რომ დაწერო. მთავარია განწყობა.

როგორი განწყობა შეიძლება მქონდეს ზაფხულში, როცა ძალიან ცხელა და ახალიც არაფერი ხდება ისეთი. ისეთში რას ვგულისხმობ? ვკითხულობ ჩემთვის, მაგრამ პასუხს ვერ ვპოულობ ამიტომ ჩემ უ-განწყობობას (ეს სიტყვა სავარაუდოდ არ არსებობს) ჩემივე თავს ვაბრალებ და არა გარემოს.

გარემო მართლაც, ძალიან მშვენიერია. ვიღვიძებ და ვიძინებ გვიან (თუმცა ჯერ დაძინებაა და შემდეგ გაღვიძება), ვჭამ ყველაფერს რაც მინდა და როცა მინდა (კალორიებისა და დროის დათვლის გარეშე), დიდ დროს ვატარებ გარეთ და როცა სახლში ვარ, ჩემს წითელ  ლეპტოპთან ვზივარ და თეთრ, ყინულიან წყალს ვსვამ.

გადავწყვიტე, სანამ ახალი სასწავლო წელი დაიწყება, შედარებით პასიურ მდგომარეობაში, მაგრამ მაინც წავიკითხო და ვისწავლო რამე. უკვე წავიკითხე ჰაინრიხ ბიოლის “კლოუნის თვალთახედვა” და ფრანსუაზ საგანის “გიყვართ ბრამსი?!”. დანარჩენ წიგნებს კი ზაფხულის იმ დროებზე გავანაწილებ, წინ რომ მელოდება.

წინ მელოდება ორი ძალიან სავსე და დიდი თვე. რომლებიც სხვა თვეებთან შედარებით უფრო გრძელი მგონია და ყოველთვის ასე მეგონა, მიუხედავად იმისა, რომ დათვლა მინიმუმ 31მდე ბავშვობიდან ვიცოდი.  ყველაფერი იმის ბრალია, რომ აგვისტოში გაცილებით მეტი რამ ხდება და უფრო ვიზრდები, ვიდრე ოქტომბერში. ამიტომაც ივლისისა და აგვისტოს მრავლის მომცველობას თუ დავუჯერებთ, წინ ძალიან ბევრი რამ მელის, საინტერესო და შეიძლება სახიფათოც.

თუ გავთვალისწინებთ, რომ შარშან ამ დროს ქალაქიდან გავდიოდი და ერთხელ უკვე წასული და ჩამოსული, მეორეჯერ ვაპირებდი გამგზავრებას, წელს სხვანაირად მოხდა. თბილისს ჯერ არ გავცილებულვარ და ცოტა ხანი კიდევ აქ ვიქნები. შარშან ამ დროს დავწერე პოსტი გამგზავრების შესახებ და წელს, მისი საკითხვის შემდეგ მივხვდი, რამდენი რამ შეიცვალა. (შარშანდელი პოსტი – დაგემშვიდობებით)

ეს პროცესი ჩემ საყვარელ პროცესს გავს. ძველი მარიტას შედარებას ახლანდელთან და საკუთარ თავზე დაკვირვებას.

  • შარშან ბლოგის მკითხველს უთქვამს (ვინ მითხრა არ მაქვს მოხსენებული, ამიტომაც ეხლა მითუმეტეს არ მახსოვს)  ბევრი იკითხე და უფრო მეტს დაწერო. ეტყობა მაშინ ეს ფრაზა ჭეშმარიტებად მივიჩნიე და გადავწყვიტე მეკითხა, იმისთვის, რომ მეწერა. ახლა სხვანაირად ვფიქრობ. ვწერ და ვკითხულობ, იმისთვის, რომ ვიყო მწერალი და მკითხველი.
  • შარშან მქონდა დღიური და დასასვენებლად, რომ მივდიოდი თან მიმქონდა სიყვარული. წელს მაქვს ლეპტოპი, დასასვენებლად ყველაზე საყვარელ მეგობრებთან ერთად მივდივარ და მიმაქვს იმედი.
  • შარშან ძალიან უშუალო ვყოფილვარ თქვენთან. თამამად ვიძახდი მომენატრებით და ალბათ თქვენც მეთქი, გრძნობებსა და შეხედულებებზეც ბევრი მისაუბრია. წელს კი, ზოგად თემებზე უფრო მეტს ვწერდი და ლიტერატურაზე, ვიდრე ჩემზე. არვიცი ეს რამდენად კარგია, ამიტომ თქვენი აზრი მაინტერესებს. მგონი ჯობია ერთდროულად ჩემზეც ვწერო და მათზეც (ფსიქოლოგიასა და ფოტოგრაფიაზე). თუ ასე არ არის, მითხარით.
  • შარშან მქონდა To Do List. წელს არა.
  • შარშან მქონდა ზაგარი. წელს არა.

სამაგიეროდ, შარშან უარესად ვწერდი, ვიდრე წელს. თქვენ კი უფრო ცოტანი იყავით, ვიდრე ახლა ხართ. ამიტომ მაქვს სტიმული იმისთვის, რომ ზაფხულში, მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ვწერო ბლოგზე. მაქვს იმის პირობაც (საკუთარ თავთან დადებული და არამარტო), რომ უარესად და უკეთესად წერას შორის, უკეთესი ავირჩიო.

ესეც, ერთი პირადული პოსტი, რომლის წერისაც ყოველთვის ახალ რამეს ვიგებ ჩემ თავზე. თქვენ კი, ისღა დაგრჩენიათ ზემოთ დასმულ კითხვაზე გამცეთ პასუხი, რადგან ვიცი ამჯერად არ დაგეზარებათ, მე ხომ ასე ძალიან მაინტერესებს თქვენი პასუხი.

6 responses to “ძალიან საზაფხულო განწყობა

  1. ჩემი მოკრძალებული აზრით, ჯობია, შენზეც წერო და ფსიქოლოგია-ფოტოგრაფიაზეც. ფოტოგრაფია უზომოდ მიყვარს, ფსიქოლოგია მაინტერესებს, შენი პირადი ნაწერები კი კარგ ან უცნაურ განწყობას მიქმნიან და ეს ძალიან მომწონს😉

    პ.ს. ხო მართლა, ჩემთვის ახალი აღმოჩენა ხარ და თვალყურს გადევნებ🙂 წარმატებები😉

    Like

  2. Ray Bradbury – Dandelion Wine ზაფხულში წასაკითხი წიგნი, წესით უნდა მოგეწონოს🙂

    Like

  3. dzalian momconss sheni blogiiiii! lamazi potoebi da ceriis stili,magram umetesad piradi postebi upro mainteresebs xolme. zogadits kargia magram am bolo dros martlaac zogadad giceria kvelaperi,ris gamoc bevri posti arc camikitxavs🙂 p.s dzalian momcoonxar da gisurveb carmatebeebs :*

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s