BookAlcholic ანუ წიგნზე დამოკიდებული

წიგნზე დამოკიდებულ ადამიანს იშვიათად შევხვედრივარ. სამწუხაროდ, მათი რიცხვი მცირეა, მაგრამ არც იმდენად, რომ ჩვენ თაობას უწიგნური უწოდო და ეს თვისება ყველაზე ვრცელდებოდეს. წიგნიერი ან  წიგნზე დამოკიდებული ადამიანები მართლაც არსებობენ და ისინი ჩვენ გვერდით არიან.  ( თუნდაც ვირტუალურ სივრცეში)

თუ ვინმეს გქონიათ მათთან შეხება, დამეთანხმებით, რომ ისინი კარგად აზროვნებენ და საკუთარ აზრსაც გადმოგვცემენ სხვადასხვა ფორმით, მაგრამ არსებობს ერთი რამ რაც ყველა წიგნის მოყვარულს აერთიანებს .  თითოეული მათგანი თითქოს ცალკე წიგნია, განსაკუთრებული ისტორიებით დავსე. ისტორიებით, რომლებსაც ისინი ინახავენ და იშვიათად უზიარებენ სხვებს.

მე კი მიხარია, რომ ერთ-ერთი წიგნის მოყვარულის ისტორია უკვე ვიცი, და მას თქვენც გიზიარებთ.

ეს ადამიანი არც მეტი, არც ნაკლები ახალგაზრდა ბლოგერია. პროფესიით – ჟურნალისტი.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის წარდგენა და სხვებისთვის გაცნობა მიჭირს ხოლმე, დღეს ეს ყველაფერი ჩემთვის გასაჭირს ნამდვილად არ წარმოადგენს, რადგან თვითონაც არ ვიცნობ ამ ადამიანს. გარდა ამისა, ვეჭვობ ეს წიგნებზე შეყვარებული პიროვნება, იმაზე ძნელი გასაცნობია, ვიდრე ერთი შეხედვით გვგონია.

ამიტომ ამ ერთი ისტორიით, მეც თქვენთან ერთად ვეცდები მის გამოცნობას. ერთი რამ კი უნდა ვაღიაროთ, რომ ეს ადამიანი იგივე ქეფჩო, ნამდვილადაა დამოკიდებული წიგნებზე.

საშინელებაა, როცა რაიმეზე ხდები დამოკიდებული” – ალბათ, პირველი რაც  თავში მოგდით  – ნარკოტიკები, ალკოჰოლი ან სიგარეტია. პრინციპში ხშირ შემთხვევაში ასეცაა და ”ნარკ-ალკ-სიგ” დამოკიდებულები ხშირად თუ არა, ხანდახან მაინც ცდილობენ ”განიკურნონ” და ცხოვრების ნორმალურ რიტმს დაუბრუნდნენ, აი ისე, როგორც მარკ ტვენი – ”მოწევისთვის თავის დანებება ძალიან ადვილია. მილიონჯერ მაინც დამინებებია”.

სამედიცინო ენციკლოპედიას რომ ჩავხედოთ, უამრავ მავნე ნივთიერებასა და საგანს აღმოვაჩენთ, რომელზე დამოკიდებულებაც საზიანოა ორგანიზმისთვის, თუმცა ენციკლოპედიაში ქექვა და სისულელეების ძებნა ყველას გვეზარება.

იშვიათ დამოკიდებულებაზე თუ გსმენიათ რამე? აი იმაზე, ”დოზის” გაზრდის პროპორციულად თქვენც რომ იზრდებით?

არა, არ იფიქროთ, თითქოს სტაფილოსა და ჭარხლის წვენზე, ან სიმაღლეში გაზრდის რომელიმე ხალხურ მეთოდზე გესაუბრებოდეთ, უბრალოდ წიგნებს ვგულისხმობ.

BookAlcholicიზმი ის იშვიათი დაავადებაა, თავად თუ არ დაიინფიცირე თავი, თვითონ არ შეგეხება, მაგრამ ერთხელ თუ დაავადდი, ვეღარასდროს განიკურნები.

მკურნალობის წესები კაპრიზული აქვს – სისტემატურად ”ხარისხიან დიეტას” უნდა იცავდე და ”გამომძიებელი ქალი შორენა” არ უნდა წაიკითხო.

კითხვა მეტ-ნაკლებად ყველას უყვარს, რას, რატომ და როგორ კითხულობენ ეგ ნაკლებადაა საინტერესო, მაგრამ BookAlcholicთუ ხარ, კითხვა შენი ცხოვრების ისეთივე განუყოფელი ნაწილი ხდება, როგორც სუნთქვა, კვება და ჰიგიენის ნორმების დაცვაა.

რაც უფრო მეტ ნაწარმოებს ეცნობი, უფრო მომთხოვნი ხდები და მომდევნოსაგან შედარებით მეტს ელი. ყოველი ახალი წიგნი, პატარა ბავშვის სიხარულით გიხარია, მძიმე ჰაერის მიუხედავად Подземка-შიც დიდხანს ჩერდები და აკვირდები რაიმე საინტერესო ხომ არ აქვთ ბუკინისტებს, თუ აღმოაჩენ, იმ შეშლილ ნუმიზმატს ემსგავსები, საკუთარი კოლექციის უკანასკნელ მონეტას რომ გადააწყდა და მის ხელში ჩასაგდებად ყველაფერზეა წამსველილი, ხოდა შენ თუ გზის ფულს წიგნში გადაიხდი, სახლში ფეხით წასვლა, აბა აქ რა მოსატანია?!

ზოგჯერ ისეც ხდება, რომ რომელიმე მწერალს პლაგიატიზმში ადანაშაულებ, ბრაზდები და ჯუჯღუნს იწყებ – ეს ხომ შენი ფრაზაა? როგორ გინდა ვინმეს დაუმტკიცო, რომ მასზე ადრე ამას შენ ამბობდი? შემდეგ აცნობიერებ, ის დაახლოებით ერთი საუკუნის წინ გარდაიცვალა, საკუთარ თავზე გეცინება და ფანქარმომარჯვებული კითხვას აგრძელებ.

დაავადების სიმპტომების გამწვავებასთან ერთად, ეგოიზმის მაჩვენებელიც იმატებს შენში, საშინლად არ გიყვარს წიგნის გაცემა, თუნდაც საკუთარ მშობელს სურდეს მისი წაკითხვა. ათას სისულელეს იგონებ და ცდილობ წიგნი არავის გაატანო, თუნდაც ამისათვის მეგობრების მოტყუება გიწევდეს.

მომჭირნეც ხდები და გამორჩეულად კარგ ნაწარმოებს, უდაბნოში ერთი მათარა წყლის იმედად დარჩენილი ადამიანივით იზოგავ, არ გინდა მალე დამთავრდეს და სიამოვნებას ყლუპიდან-ყლუპამდე იგრძელებ.

მაგიდაზე წასაკითხი წიგნების კლებასთან ერთდ ხასიათიც გიფუჭდება, წუხარ რომ არ იცნობ ”ბუკინისტ მენდელს” და ინტერნეტში იწყებ რომელიმე ნაცნობი ავტორის ნაწარმოების ძებნას. კითხულობ და არ გესმის იმ ადამიანების, შეწუხებული სახით რომ ამბობენ – ”კომპიუტერში ვერ ვკითხულობ”, დაახლოებით ის ასოციაცია გიჩნდება, მწეველისაგან რომ მოისმენ – ”გადაგდება მინდა და ვერ ვაგდებ”. (ამას ვინც ამბობს, უმეტესობამ თავადვე იცის, რომ არ უნდა სიგარეტისათვის თავის დანებება)

ეს არც ჰობია, არც გატაცება და არც ახირება. უკვე გითხარით, დაავადება უკურნებელია და სიცოცხლის ბოლომდე მოგყვება, თუმცა სხვა ვირუსებით ინფიცირებულთაგან განსხვავებით, შენ ბედნიერი ხარ, ყოველ შემთხვევაში მე ასე ვარ.  

                                              

         გამარჯობა, მე ქეფჩო ვარ, ოცი წლის ვარ და მე, მე BookAlcholic-ი ვარ.

რომელი თქვენგანი მიპასუხებს  – გამარჯობა ქეფჩო?!

————————-

ინფორმაცია ავტორზე

გიორგი ჭეიშვილი იგივე ქეფჩო

ბლოგის მისამართი


22 responses to “BookAlcholic ანუ წიგნზე დამოკიდებული

  1. მეგობრებს ჰქონდათ ლიტ გადაცემა რადიოში, ბიბლიონევროზი🙂 ეს გამახსენდა ახლა🙂

    კარი პოსტია, მომწონს:)

    Like

  2. ყველაზე დიდი სიამოვნებაა მეგობართან ან ნათესავთან თაროებს რომ მივადგები და მოულოდნელად ძალიან საინტერესო წიგნს აღმოვაჩენ.
    ესე ვიტყოდი, რომ “წიგნდამოკიდებულება” ალბათ ერთადერთი დაავადებაა, რომელიც გაჟანსაღებს.

    Like

  3. პ.ს. ქეფჩო,მკითხველისთვის შენი ბლოგი ისეთივე მისწრებაა, როგორიც “ბურუსი”. ბევრი საინტერესო რამ მიპოვია შენთან. მადლობა.

    Like

    • ვგონებ მეც ეგრე ვიქნები, და ძალიან არ მინდა🙂 მაგრამ პროფესიული კარიერის მხრივ, ღირს თავისუფალ უნივერსიტეტში ყოფნა, ლიტერატურისთვის არარსებული დროის ხარჯზე🙂

      Like

  4. გამარჯობა ქეფჩო!
    მადლობა მარიტა ასეთი ბლოგი რომ აღმომაჩენინე…ისე მომეწონა მუდმივი მკითხველი გავხდები მგონი🙂

    Like

  5. gamarjoba qefcho… mec shennairi var.. mec BookAlcholic-i var da mixafria tanamoazre rom myavs…. cignic narkotikivitaa.. tu miechvie sheni cxovrebis nacili xdeba da uimisod ar shegidzlia…

    Like

  6. კითხვა ძალიან მიყვარს,მაგრამ მგონი წიგნზე დამოკიდებული არ ვარ,უბრალოდ ყოველ დღე აუცილებელია რაღაც უნდა წავიკითხო,თუნდაც წიგნი არ იყოს..🙂 მგონი ჩემი შემთხვევა სულ სხვაა,მე ასე ვფიქრობ..

    Like

  7. ამ პოსტის წაკიტხვამდე ვამაყობდი, რომ სიგარეტზეც კი არ ვარ დამოკიდებული, მაგრამ თურმე უფრო მძიმე დაავადება მქონია🙂

    Like

  8. me dzalian miyvars jer dautvalierebel cignis taroebs rom vatvaliereb da iset cignebs rom agmovachen risi cakitxvac minda. gadmovalageb xolme da varchev

    Like

  9. ახლახანს აღმოვაჩინე ეს ბლოგი და ძალიან დამაინტერესა, :))) ხშირი სტუმარი გავხდები

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s