როგორ გამოიყურებიან ფილოსოფოსები?

ერთი პროფესორი ამბობს, რომ ფილოსოფოსები არიან ადამიანები, რომლებსაც დაუსვამ კითხვას და პასუხის მოსმენასთან ერთად, გაუგებარი ხდება კითხვაც, რომელიც დასვი.

ასოციაციებს ყოველთვის ვაკვირდები. უკვე ტრადიციად მექცა, ლაპარაკის დაწყებამდე , თემის გარშემო არსებული ასოციაციების დალაგება და გააზრება. პროცესი ძალიან საინტერესოა და ერთგვარ დაკვირვებას ჰგავს საკუთარ თავზე. რა დაგამახსოვრდა ყველაზე უკეთ, რამ მოახდინა შენზე გავლენა ? ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ძალიან ადვილია. საკმარისია ახსენო რამე ტერმინი და რაც გაგახსენდება, გაგახსენდება. მაგალითად მე, ალეგორიის გაგონებაზე, ყოველთვის ჯორჯ ორუელის “ცხოველების ფერმა” (იხ.პოსტი)  მახსენდება, ღორის გაგონებაზე კი – ნაპოლეონი.

ყველაფერი აქ არ მთავრდება. რა თქმა უნდა, იმაზე ვრცელი თემებიც არსებობს, ვიდრე ღორია და ასოციაციების რაოდენობაც შესაბამისად იზრდება . ასეთ ვრცელ და უსასრულო თემებს მიეკუთვნება ფილოსოფიაც. რა არის ფილოსოფია? მარტივად რომ ვთქვათ სიბრძნე. რთულად კი, მსოფლმეხვედლობა და მეცნიერებაა, რომლის კვლევის საგანი ადამიანი და სამყაროა , ნებისმიერი მხრიდან.

წამოვთქვამ სიტყვას “ფილოსოფია” და ჩემ გონებაში აზრები დალაგებას იწყებენ. პირველი ფრიდრიხ ნიცშე მახსენდება, გერმანელი ფილოსოფოსი, შემდეგ კი მისი უკვდავი ფრაზა “ღმერთი მოკვდა”, რომელიც ადამიანებს  სხვანაირად ესმით ხოლმე.

სამწუხაროა, რომ ასეა, მაგრამ კიდევ უფრო სამწუხაროა, რომ დღეს ფილოსოფიას საკმარის ყურადღებას არავინ აქცევს, ყოველ შემთხვევაში საქართველოში. არცაა გასაკვირი, ფილოსოფიამდე ბევრი გზა უნდა გაიარო, ჩვენ კი არცერთი მათგანი გაგვივლია და იმაშიც ეჭვი მეპარება, რომელიმე მათგანი დაგვეწყო.

ამ დროს, საზღვარგარეთ ერთი ნიჭიერი ფოტოგრაფი, უბრალო ადამიანების პორტრეტების გადაღებით არ კმაყოფილდება და გადაწყვიტავს რამე ახალი მოიგონოს. რამდენი იფიქრა არვიცი, მაგრამ კარგი რამ, რომ მოიფიქრა ცხადია. სტივ პაიკმა (მისი ოფიციალური გვერდი “ფილოსოფოსების პროექტს” დაუდო სათავე და მსოფლიოს ყველაზე მოაზროვნე ადამიანები ერთ ფოტო ობიექტივში მოათავსა.

ხშირად, ადამიანების ფრაზებს რომ ვაწყდები ან მათ შემოქმედებას ვიცნობ, გამოცნობანას თამაშს ვიწყებ ხოლმე. ნეტა როგორია გარეგნულად ეს ადამიანი? წარმოვიდგენ მის დამახასიათებელ ნაკვთებს თუ ტანს და შემდეგ ჩემ წარმოდგენილს, რეალურ პიროვნებას ვადარებ .

სტივ პაიკმა, საქმე გამიიოლა. შეიძლება აღარ მომიწიოს გუგლში პორტეტების თვალიერება ცალ-ცალკე, რადგან ახლა უკვე არსებობს, ბევრი ადამიანის პორტრეტი ერთად, ერთ პროექტში, ერთი დარგის – ფილოსოფიის გარშემო.

6 responses to “როგორ გამოიყურებიან ფილოსოფოსები?

  1. მე ფილოსოფიის გაგონებისას სულ წინები ამხსენდება არ ვიცი რატომ :დ, ხოო რამაგარი სურათებია!!!ნაკვთები რაკარგად ჩანს.

    Like

  2. როგორ მიყვარს შენი ბლოგი , ყველა შემოსვლაზე საინტერესო პოსტი მხვდება…
    ახლა მართლა ზალიან გამაოცე, ერთერთი საუკეთესო პოსტია…თან ფილოსოფია და ფილოსოფოსები ძალიან მიყვარს…მეც წარმოვიდგენ ხოლმე გონებაში როგორი იქნება ესა თუ ის ადამიანი,რა ჯობია ასე ერთად არებულ ფოტოებს..
    ისე კარგი იქნებოდა ყველა ფოტოზე სახელები მიგეწერა… ვერ მივხვდი რომელი რომელი ფილოსოფოსია:(

    Like

  3. ძალიან საინტერესოა. ჯეელობის პერიოდში გატაცებული ვიყავი ფილოსოფიით. ამ სიტყვის ხსენებაზე არაფერი არ მახსენდება, უბრალოდ გაუგებრობა და უცნობი სამყარო მელანდება :))

    Like

  4. ნასწავლი და მცოდნე რომ იყო ბევრი უნდა იკითხო და იწავლო, მაგრამ ფილოსოფოსი რომ იყო ამ ნასწავლზე ბევრი უნდა იფიქრო და ჩაწვდე ისეთ აზრებს და მოახდინო მათი ფორუმლირება ადამიანურ ენაზე, რომელსაც სხვები ვერ სწვდებიან. სწორედ ამის შემდეგ იმკვიდრებს ინდივიდი ფილოსოფოსის სტატუსს.
    ფილოსოფიასთან მეცნიერებაც ახლოს დგას და მეცნიერებზე მე დავწერე ჩემეული ხედვა. აბა გადახედეთ http://cnobiereba.wordpress.com/2011/03/09/%E1%83%A0%E1%83%90-%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%AA%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92/

    Like

    • გადავხედავ აუცილებლად რომ მოვახერხებ🙂 ფილოსოფოსებზე გეთანხმები, იმისთვის რომ ფილოსოფოსი იყო და მათსავით იაზროვნო, მხოლოდ მასალის ცოდნა და ბევრი წიგნის წაკითხვა არ არის საკმარისი.

      Like

  5. ძალიან ძლიერი პორტრეტებია, ნაკვთებიდან მთელი ფილოსოფია იღვრება🙂 ფილოსოფიის ხსენებაზე მახსენდება მსოფლმხედველობა, ადამიანის შინაგანი სამყაროს ძიება და ანალიზი, მისი ყოფიერების სინთეზი გარესამყაროში.

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s