ბოჰემური ანუ არა-ქართული ქორწილი

სიტყვა ქორწილის გაგონებისას თვალწინ 200 კაციანი სუფრა წარმომიდგება. გარშემო ყაყანით, ყვირილით, ადამიანებით რომელთა ნახევარი ერთმანეთს არ იცნობს. უსაშველოდ დიდი სადღეგრძელოებით, რომლებიც მხოლოდ ფორმალობაა, რადგან რეალურად მათ საწინააღმდეგოდ ვიქცევით. ასეთია ჭეშმარიტი ქართული ქორწილი, რომელიც ყველაზე მეტად იმიტომ არ მიყვარს, რომ ქორწილის ბოლოს ადამიანების რაოდენობა ხშირად კლებულობს ხოლმე. რატომ? რადგან ძალიან მოჩვენებითები ვართ. ერთმანეთს ძმობას ვუფიცებთ, მერე კი სიმთვრალეში დავერევით და მზად ვართ ვიღაცა მოვკლათ.

მოკლედ, ასოციაციები ქართული ქორწილის შესახებ ისე კარგია.

უცხოურ ქორწილებზე კი მხოლოდ მდიდრული და უგემოვნოდ მოწყობილი ცერემონიები მახსენდება. დაახლოებით ისეთი, გადაცემაში რომ აჩვენებდნენ (ყველაზე ძვირიან ქორწილებში), სადაც ქალებმა მდიდარი ქმრები გამოიჭირეს და მზად არიან, ყველაფერი გამოღლიტონ თავიანთი სიამოვნების გამო.

ამ დროს, არც დიდი ცერემონიები მომწონს, არც ამდენი “ნაცნობი” ადამიანი. უბრალოდ მინდა თუ როდესმე ქორწილი მექნება, ის ძალიან უბრალო, საყვარელი ადამიანების წრესა და საინტერესოდ დასამახსოვრებელ გარემოში ავღნიშნო.

სადღაც ტეხასში,  ისეთი ქორწილი მოაწყეს, სიზმარშიც ხომ არ მინახავს. ტანი +ჯოსეფის ქორწილი გაგახსენებთ ბოჰემურ გარემოსა და ჰიპებს. გარშემო სიმწვანით, ფრანგული და ძველი დეკორაციებით სავსეს, თავისუფლებას და სიმშვიდეს.

* * *

როგორ მოხდა ეს ყველაფერი რეალურად? აი ასე.

ახლა ვიცი, რომ ძალიან ცუდებთან ერთად, არსებობს ძალიან კარგი ქორწილებიც🙂 და თუ კი ოდესმე ასეთი ქორწილი მექნება, ძალიან ბედნიერი ვიქნები🙂

6 responses to “ბოჰემური ანუ არა-ქართული ქორწილი

  1. sainteresoa. video vnaxe amas winat fbze.. originalurad stxova bichma gogos xeli da iqve gadaixades qorwili, romelsac atasobit ucxo adamiani eswreboda. quchashi iqorwines.

    me maximum 100 kacians gadavixdi. ufro cotac rom shevdzlo mit uketesi🙂

    Like

  2. ❤ ჰიპები,ჰიპები. .რა კარგი ქენი,რომ ახსენე მათი ტრადიციები..
    არ იცი როგორ ვგიჟდები მათზე🙂 ძალიან მინდა ხელის მოწერა ბუნებაში მქონდეს ან სადმე განსხვავებულ ადგილას,მხოლოდ შენობაში გამოკეტილს არაა..😡

    Like

  3. ვაიმე რა კარგები არიაან❤
    ახლა ჩემი და არის წინასაქორწილო ეიფორიაში, ადგენს სიას, დარბის რესტორნებში, მაღაზიებში, არჩევს ყვავილებს, კაბას, დიზაინერს, რესტორნის პარკირების ადგილიც კი მაგას აწუხებს.. მოკლედ ერთ აურზაურშია.
    არადა რა სიმშვიდეა ამ ფოტოებზე.. ხო შეიძლებოდა ასე ყოფილიყო…
    ქართველები ვართ რაა!!!

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s