რატომ არის ცხოვრება მნიშვნელოვანი?

მე არც ფილოსოფოსი ვარ, არც იმდენად ჭკვიანი რომ ამ კითხვაზე პასუხი გავცე. ან კი ფილოსოფოსებსა და ძალიან ჭკვიან ადამიანებს შეუძლიათ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა? რა თქმა უნდა – არა.

არავის შეუძლია გვითხრას ზუსტი პასუხები, თუ რატომაა/რატომ არ არის ცხოვრება მნიშვნელოვანი. ადამიანები, იმიტომ რომ ვაზროვნებთ და ინდივიდუალურები ვართ, ყოველთვის შევძლებთ სხვისი არგუმენტების ეჭვის ქვეშ დაყენებას  და ჩვენის დამტკიცებას რაღაც დონემდე.

მიუხედავად იმისა, რომ Answer.com მა ამ თემაზე ბევრი იმუშავა, მისი უსაშველოდ დიდი პასუხების გადმოტანა ვფიქრობ, მაინც არ მოგვცემს შედეგს. ამდენი მოსაწყენი აზრი იმისთვის შეიქმნა, რომ ბოლოს მაინც ჩვენ თვითონ მივიდეთ დასკვნამდე.

ამიტომ, ჩვენით ვეცადოთ ცხოვრების მნიშველობამდე მისვლასა და აღმოჩენას.

  • ცხოვრება იმ შემთხვევაშია მნიშვნელოვანი თუ შენ მიანიჭებ მას მნიშვნელობას
  • ცხოვრების აზრი ქრისტიანისთვის არის – ღმერთის მსახურება
  • ცხოვრების მნიშვნელობა არის თვითონ ცხოვრება, თავისი გამოვლინებებით (გამრავლება, სიკვდილი ..)
  • მთავარი ცხოვრებაში არის – რაიმე ღირებულის შექმნა
  • ცხოვრება საჩუქარია
  • ცხოვრების მთავარი მნიშვნელობაა შემოქმედება

მარკ ტვენს თუ დავუჯერებთ, და უნდა დავუჯეროთ : “ნებისმიერი განზოგადება, ამის ჩათვლით ტყუილი და ყალბია.”

საუკეთესო ვარიანტია ყველამ მოვძებნოთ ჩვენი ცხოვრების გზაზე , ჩვენივე და არა სხვათა ცხოვრების მნიშვნელობები. იქნება ეს ფული და კარიერა, საკუთარი თავის შეცნობა და ბედნიერება, სიყვარული და ოჯახი თუ სხვა.

პროცესი, რომელიც აღმოჩენებით, ინტერესით და ძიებითაა სავსე. პროცესი, რომელიც თავის თავში მოიცავს ცხოვრებისთვის მნიშვნელობის მინიჭებას, აუცილებლად მიგვიყვანს შედეგამდე – გვაპოვნინებს მთავარ ცხოვრების აზრს.


6 responses to “რატომ არის ცხოვრება მნიშვნელოვანი?

    • გეთანხმები ილარი მაგრამ დარწმუნებული ვარ რომ ცხოვრების მნიშვნელობა სიყვარულია არა მარტო ადამიანების მიმართ არამედ თითვეული საგნისა რომელიც ჩვენს ცხოვრებას ამშვენიერებს , მართლაც ადამიანი მაშინ გებულობს რომ ეს მისთვის მნიშველოვანი იყო და თუ როგორ ალამაზებდა მის ცხოვრებას როცა უკვე დაკარგული ექნება ის (სამწუხაროდ).
      სიყვარულის გარეშე ნამდვილად ცხოვრებას აზრი არააქვს ( რაც არ უნდა მდიდარი და სახელოვანი იყო) <ჩემი სუბიექტური აზრით

      Like

  1. Pingback: „ა“ – ნიდან „ჰო“ – ემდე | ninateo·

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s