ცოტა ბედნიერება

მერე რა, რომ გარეთ წვიმს.

მერე რა, რომ 15 წუთში გარეთ უნდა გავიდე ქოლგის გარეშე.

ორივე ძალიან მომწონს. არ მიყვარს სიცხე და მიხარია, რომ აგრილდება. ანუ სულ პატარა მიზეზი მაქვს იმისთვის რომ ბედნიერი ვიყო. ადამიანებს კი მოგეხსენებათ წვრილმანები უფრო აბედნიერებთ, ვიდრე ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცეები.

შარშან ერთი წიგნი წავიკითხე, სახელად “პარიზული ჩანაწერები” (იხ. პოსტი შეჩერდი წამო, მშვენიერი ხარ). იქ ბევრს საუბრობდნენ ბედნიერებაზე და ყველაფერი ძალიან ახლო იყო ჩემთან. ვგრძნობდი, როგორ მიყვარდა გარეთ ყოფნა, ბევრი სიარული. როგორ მახარებდა მარწყვი და ნაყინი და როგორ ვერ ვგრძნობდი მარტოობას ყველაზე მარტოსულ წუთებშიც კი.

ეს ყველაფერი იმიტომ ხდებოდა, რომ უბრალოდ ბედნიერი ვიყავი. ნაყინს სხვა გემო ჰქონდა და ქუჩაში ყურებისასაც სულ სხვა რაღაცეებს ვაკვირდებოდი და ვამჩნევდი. ყველაფერი იდეალურად მიდიოდა, მხოლოდ ერთი რამ ვერ გავაცნობიერე : ყველაფერს აქვს დასასრული. ადრე თუ გვიან ყველაფერი სრულდება, ამიტომ ის მცირეოდენი მიზეზები რაც გვაქვს გასაბედნიერებლად უნდა შევირგოთ და გამოვიყენოთ. ვიყოთ მადლიერები თითოეული წუთისა და თითოეული გაღიმებისა, რომელსაც საყვარელი ადამიანები გვჩუქნიან.

მიუხედავად იმისა, რომ დღეს დილით ტირილამდე მივედი და გუშინ კი იმდენად ცუდათ ვიყავი, რომ ვერ ვიტირე – ახლა კარგად ვარ და ვცდილობ გავიხანგრძლივო ბედნიერი წუთები. ვჭამ კრუასანს, ვუსმენ წვიმის ხმას და ვწერ. ცოტა ხანში ფსიქოლოგიის ლექციაზე უნდა წავიდე და უკვე მიხარია.

ვგეგმავ ლამაზ ზაფხულს წელს და ტატუს 3 წელში.

წარმოვიდგენ შეხვედრას საინტერესო ადამიანებთან და სიყვარულსაც, რომელსაც ადრე თუ გვიან ვიპოვი. აბა ისე როგორ : )

12 responses to “ცოტა ბედნიერება

  1. კარგი და ჭკვიანი გოგო ხარ შენ!:*:)
    არ შემიძლია არ აღვნიშნო რო ძალიან მომწონს შენი ბლოგი თავისი
    დიზაინითურთ🙂

    Like

  2. ფსიქოლოგიის ლექციებს სად ესწრები?
    ისე ძალიან საინტერესო პოსტია)))

    Like

  3. იპოვი აუცილებლად :):):)
    ”ვიყოთ მადლიერები თითოეული წუთისა და თითოეული გაღიმებისა, რომელსაც საყვარელი ადამიანები გვჩუქნიან.” მართალი ხარ. 100%

    Like

  4. ეჰჰ… მარწყვი… ნაწყინი… წვიმა (უქოლგოდ)…

    ყველაზე საინტერესო ცხოვრებაში იცი რა არის?! ის რაც ჯერ თავს არ გადაგხდომია… ამიტომ წინ ))

    Like

  5. ყველაზე კარგია… და აი,მეც უკვე სულ ცოტა მიზეზი მაქვს ბედნიერი ვიყო.!

    მარიტ…

    Like

  6. მეც ვფიქრობ ტატუს გაჯეთებაზე, ოღონდ უკვე 3 წელია :))
    კარგად წერ, სასიამოვნოდ იკითხება შენი პოსტები😉 ბევრ მკითხველს გისურვებ😉

    Like

  7. და რაც მთავარია >>> ვოცნებობთ! გეთანხმები რომ წვრილმანებშია ბედნიერება…❤

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s