როგორი ზაფხული მინდა?

განსაკუთრებულ ხასიათზე ვარ, რადგან პირადი პოსტის წერა მომინდა.

დღეს გაზაფხულის ბოლო დღეა და ხვალიდან წელიწადის ყველაზე დასვენებული და მხიარული სეზონი იწყება. ჯერ ვერ გადავწყვიტე გაზაფხული უფრო მიყვარს თუ ზაფხული, მაგრამ ის მაინც გადავწყვიტე რომ ამაზე არ ვიფიქრო და სხვა უფრო მნიშვნელოვან რამეებზე ფიქრში დავხარჯო დრო.

ერთხელ უკვე ვთქვი, რომ ცხოვრებას ეტაპებად ვყოფ და თითოეული ეტაპის დადგომამდე ვემზადები, ვგეგმავ და ვფიქრობ. ზაფხულიც რაღაც ეტაპია, სასიამოვნო რადგან სკოლა არ არის და ბევრი დრო მაქვს წიგნების კითხვისა და ადამიანებთან ურთიერთობებისთვის. ყოველ დღე ვჭამ ბევრ ტკბილ მარწყვს და ვგრძნობ, როგორ გაიზარდა დღე და დათბა. ვაკვირდები ჩემ ქცევებს და ვცდილობ ვისწავლო საკუთარი თავისა და ემოციების გაკონროლება, რაც ძალიან მიჭირს. დიდი ხანი არაა, რაც საკუთარი თავის შეცნობა დავიწყე. მართალია ბოლომდე ეს მაინც არ გამომივა, მაგრამ ამ ეტაპისთვის საკმარისია მონდომებაც და ის მცირე შედეგიც რასაც ყოველ დღე ვხედავ.

ჩემდა გასაკვირად, თითქმის არ ვნერივულობ გამოცდებზე და იმაზეც, რომ არვიცი სად მივდივარ არდადეგებზე დასასვენებლად. ჩემი არანორმალური რეჟიმის გამო ყოველ წელს მიწევს ახალ ადგილებსა და გარემოში მოხვედრა, მაგრამ ზოგჯერ ესეც მომწონს.

მინდა, რომ შარშანდელი ზაფხულის პირველი თვე განმეორდეს. ანუ მთელი ის საინტერესო პროცესები რაც ჩემში მოხდა და ბედნიერების ცოტ-ცოტა შეგრძნებები. მინდა, რომ წავიდე საზღვარგარეთ (მაგრამ ვიცი, ვერ წავალ). სამაგიეროდ, შემიძლია სადაც წავალ, თან წავიღო წიგნები, ჩავწვე ჰამაკში და წავიკითხო. დავლიო ხილის წვენები, ჩავეხუტო საყვარელ ადამიანებს და ვუთხრა რომ მე ისინი ძალიან მიყვარს : ) ჩემს თავს და თქვენ გისურვებთ კარგ ზაფხულს ისეთს როგორიც ჯერ არ გქონიათ და გინდა რომ გქონდეთ.

9 responses to “როგორი ზაფხული მინდა?

  1. ჩემთვის ზაფხული არის ძალიან ძალიან საისამოვნოდ გასატარებელი,თან ძალიან ბევრ ადგილას მივდივარრ საზღვარგარეთ მეც მინდა მაგრამ მეც ვიცი რომ ვერ წავალ😐
    მოკლედ ძალიან მაგარი გოგო ხარ მარიტა<3

    Like

  2. მეც მინდა ესეთი ზაფხული.. სამწუხაროდ ამ ზაფხულს მხოლოდ მუშაობა და მეცადინეობა მაქვს დაგეგმილი :)…

    Like

  3. მარტო პირველი და ბოლო ფოტო რომ დაგედო, მაინც მივხვდებოდი როგორი ზაფხული გინდა : )))

    ახლა აღმოგაჩინე : ) შემოგივლი ხოლმე : )

    Like

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s